Tag Archives: ფილოსოფია

გურამ რჩეულიშვილის “დღიურიდან”…

„მსოფლიოში არსებობს ორი სახის მელანქოლია: დასავლურ-ევროპული ამერიკულითურთ და საბჭოური.იქით სატირა მთლიანად შესცვალა უაზრო ანგლობამ,უშტრიხო ხუმრობამ და უგრძნობო აზრმა,სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე სრულიად დაუფარავად იპარება საშინელი სიცარიელე,დაღლილობა,უმწეობა,

“შავი იუმორი”

“შავი იუმორი” – წარმოადგენს ცინიზმითა და კომიკური ეფექტით გაჯერებული იუმორის იმ ერთ-ერთ სახეობას,რომელიც ძირითადად მიძღვნილია სიცოცხლისათვის საშიში ფაქტორების,ძალადობის,ომის,რასიზმის,სუიციდის,ფიზიკური ნაკლის,ავადმყოფობის,ჯანმრთელობისა თუ სხვა მსგავსი მგრძნობიარე თემებისადმი.

სოკრატეს ფილოსოფიიდან…

“მართლაცდა,ხომ საშინელება იქნებოდა,ღმერთები ჩვენს ძღვენსა და შესაწირავს რომ აქცევდეს ყურადრებას და არა სულს, – ღვთისმოსავი და სამართლიანია თუ არა იგი? ჩემის აზრით,ისინი გაცილებით მეტ ანგარიშს უწევენ ამას,ვიდრე იმ დიდებულ ძღვენსა თუ მსხვერპლს,

მერაბ კოსტავა წერდა…

“თუკი სიკვდილი მართლაც ჩვენი დაა,რად არ გვახსოვს ჩვენი წინა ცხოვრებები ისევე,როგორც გვახსოვს ჩვენი გუშინდელი,გუშინწინდელი,ან  თუგინდ შარშანდელი დღე? მაგრამ განა კი გვახსოვს ადრეული ბავშვობის დღეები და ან ჩვენი დაბადება?

კეფალე – ფილოსოფია “სიბერის” შესახებ…

“ჩემი ხნის ხალხი ერთად ვიკრიბებით ხოლმე,რითაც ვამართლებთ ძველ ანდაზას.თავს რომ მოვიყრით,ბევრი ჩვენგანი სინანულით იგონებს სიჭაბუკეში განცდილ სხვადასხვა სანუკვარ სიამოვნებას – სასიყვარულო განცხრომას,ქეიფს,ღრეობას და სხვა მისთანათ,თანაც ისე ბუზღუნებენ,თითქოს დიდი რამ დაეკარგოთ:

ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსას მოსაზრება “რელიგიის” შესახებ…

“აგნოსტიკებს ებადებათ კითხვა,თუ საით მიჰყავს სიკვდილს ადამიანი.აი,სწორედ აქ წამოიჭრება უამრავი კითხვა,რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარი და ძნელად მისაღებია.ამ დროს ხედავ,რომ არსებობს რაღაც ისეთი,რაც ნორმალურ პირობებში ისევ აგრძელებს არსებობას; მაგრამ იმავდროულად ჩვენს ცნობიერებას არ ემორჩილება რაღაც,

სოკრატეს დიალოგიდან…

” – განა მოიძებნება მოქალაქეთა მანკიერი და სამარცხვინო აღზრდის უფრო სარწმუნო საბუთი,ვიდრე ის,რომ დახელოვნებული ექიმებისა და მსაჯულების გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენიათ არა მარტო მდაბიორებსა და ხელოვნებს,არამედ იმათაც,ვისაც თავი მოაქვს კეთილშობილური აღზრდით?

მესტრიუს პლუტარქეს ფილოსოფიიდან…

ერთხელ რომში კეისარს ვიღაც მდიდარი უცხოელები დაუნახავს,რომლებიც უბეში ჩასმული ძაღლისა და მაიმუნის ნაშიერებს ეალერსებოდნენ.გაოცებულ კეისარს უკითხავს: “ნუთუ თქვენში ქალები ბავშვებს არ შობენო?”

პლატონი წერდა…

“მხოლოდ ერთ რამეს ძალუძს,ბოროტებას დაუდოს ზღვარი და ხალხს მოუტანოს ხსნა; ესაა ღვთაებრივი მადლით ფილოსოფოსის სიბრძნესთან შერწყმული მეფის ძალაუფლება,რომელიც ბოროტების მძლეველსა და დამთრგუნველ უზენაეს სიკეთეს დაამკვიდრებს. – ნეტარია ჭეშმარიტი ბრძენიც და ნეტარნი არიან ბრძენის ბაგეთაგან მომდინარე სიტყვების მსმენელნიც.

გრიგოლ რობაქიძის ფილოსოფიიდან…

“უწინარეს ყოვლისა,ადამიანი უფრთხის საკუთარი თავის ბოლომდე წვდომას. და,ჭეშმარიტად,საკმარისია,თუნდ ერთი წამით წარმოდგენა იმისა,რომ სამყარო მთლად გამჭირვალდა და ჩვენ უეცრივ ძირამდის შევიცანით ერთიმეორე,რომ შიშისზარი ჩვენი უწმინდურობისა გვაიძულებს,ან თავი დავიშთოთ სავსებით,ან კიდევ “თავზარის ხარხარით” დამანჭულ ტუჩებით ჭკუიდან შევცდეთ სრულიად.შიშვლად სვლა მხოლოდ ღმერთებს ძალუძთ;