Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ნიკოლო პაგანინის პასუხი ფერნანდო პაერის…

ერესში დადანაშაულებულმა და მრავალი “ცნობილი გვამის” მიერ იგნორირებულმა გენიალურმა იტალიელმა მევიოლინემ და კომპოზიტორმა - ნიკოლო პაგანინიმ (1782-1840 წლები),თავისი მასწავლებლის,გამოჩენილი იტალიელი კომპოზიტორისა და სამეფო კამერული ანსამბლის დირიჟორის – ფერდინანდო პაერის (1771-1839 წლები) მიერ დასმულ შეკითხვაზე,უარყოფდა თუ არა იგი ყოველივეს,რასაც მასზე მისი მტრები და მოშურნეები ამბობდნენ,

საბჭოთა თარჯიმნის მარცხი “თეირანის კონფერენციის” მიმდინარეობისას…

1943 წლის 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში ირანის დედაქალაქ თეირანში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ მოკავშირე სამი ქვეყნის – აშშ-ის,საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები შეიკრიბნენ.”თეირანის კონფერენციაზე” დაკანონებული წესის თანახმად,სამივე ქვეყნის მმართველის თარჯიმნები ადრე სადილობდნენ,რათა შემდგომ,დიდი სამეულის სადილობისას მათი გამონათქვამები,სიტყვები თუ ფრაზები ეთარგმნათ.

უცნაური ულტიმატუმი

რამდენიმე ხნის წინ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში დასაქმებულმა საქალაქო ავტობუსების მძღოლებმა ქალაქის ხელისუფლებას ხელფასების გაზრდის თხოვნით მიმართეს,თუმცა პასუხად – უარი მიიღეს.

როდის გაუკეთეს დემონტაჟი “წითლებმა” კრემლის კოშკებზე აღმართულ მეფის რუსეთის უმთავრეს სიმბოლოებს?

როგორც ცნობილია, რუსეთში შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება 1917 წელს განხორციელდა,რის შემდგომაც ხელისუფლება დროებითმა მთავრობამ აიღო ხელში, თუმცა იმავე წელს ბოლშევიკებმა ისინიც ჩამოადგეს და თავად გახდნენ უზარმაზარი ქვეყნის სასტიკი ბატონ-პატრონები.

დეკროტუარი

XVIII საუკუნის ნახევარში,მაშინ როდესაც რიგ ევროულ ქვეყნებში სათანადო ყურადღების მიქცევა დაიწყო ჰიგიენისა და სისუფთავის მიმართ,ქუჩებში,რომლებშიც ერთობ ჭირდა გადაადგილება ფეხსაცმლის დასვრის გარეშე,სპეციალურად დაიწყეს რკინისაგან დამზადებული - დეკროტუარების განთავსება,რომელთა საშუალებითაც მოქალაქეებს საშუალება ეძლეოდათ ტალახითა და თოვლით მოსვრილი ფეხსაცმელების ძირები გაეწმინდათ.

რატომ განათავსეს ფრაიბურგის საკათედრო ტაძარზე უჩვეულო ფორმით ქვის გარგულია მშენებლებმა?

გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში მდებარე გოთიკური სტილით ნაგებ საკათედრო ტაძარს,რომელიც ქვის გასაოცარი ხელოვნებით ნაკეთები გარგულიებით არის შემკული,ერთი მეტად უჩვეულო ფორმის ქვის გარგულია “ამშვენებს”.

რა განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ იოზეფ გებელსის უტიფარი განცხადების საპასუხოდ?

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პირმა და განათლებისა და პროპაგანდის რაიხმინისტრმა – იოზეფ გებელსმა იოსებ სტალინისა და მისი წარმომავლობის შესახებ მეტად უტიფარი სახის განცხადება გააკეთა: “ისეთ ქვეყანას,რომელსაც “ველური ტომის” შვილი წინამძღოლობს,არაფერი მოეთხოვებაო”.

რატომ მიიჩნევა ჩინეთში ყველაზე პოპულარულ სიგარეტად – “პანდა”?

როგორც ცნობილია,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არც ერთი მარკის სიგარეტის კოლოფზე მითითებული არ გახლავთ რაიმე სახის გამაფრთხილებელი წარწერა ან სურათი ნიკოტინის მავნებელი თვისებების შესახებ.მიუხედავად იმისა,რომ ამ უძველესი კულტურის მქონე ქვეყანაში მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა წამყვანი ბრენდის სიგარეტის შეძენა თავისუფლად არის მომხმარებლისათვის შესაძლებელი,

რა ერქვა სინამდვილეში პითაგორა სამოსელის დედას?

საყოველთაოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად,გენიალური ძველ ბერძენი მათემატიკოსის,ფილოსოფოსისა და მისტიკოსის – პითაგორა სამოსელის (ძვ.წ.აღ-ით 570-490 წლები) დედას,სახელად – პითაიდასი ერქვა.თუმცა,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,პითაიდასს აღნიშნული სახელი არა მისმა მშობლებმა,არამედ პითაგორას მამამ,ანუ მისივე მეუღლემ – მნესარხმა დაარქვა.

მეფის რუსეთში არსებული პროსტიტუციის შესახებ…

მეფის რუსეთში ორი ფორმის პროსტიტუცია იყო გავრცელებული: ოფიციალურად აღიარებული,ანუ ლეგალური და საიდუმლო,ანუ არალეგალური (იატაქვეშა).პირველ მათგანს სახელმწიფო აკონტროლებდა და საკმაოდ კარგ შემოსვალსაც იღებდა.აი,მეორე მათგანს კი “თვითშემოქმედებითი” ხასიათი ჰქონდა და შესაბამისად,სახელწმიფო მისგან ვერანაირ ხეირს ვერ ნახულობდა.საყურადღებოა ისიც,რომ ლეგალურ “სიყვარულის სახლებში” (საროსკიპოებში) “დასაქმებულებს” ბევრად სჭარბობდა არალეგალურად მოქმედი მეძავები.ამიტომ მეფის რუსეთში ბევრად უფრო წარმატებით ფუნქციონირებდა ეგრეთ წოდებული – “სიყვარულის შავი ბაზარი”,სადაც ლეგალურად მოქმედი “სიყვარულის სახლებისაგან” განსხვავებით,გაცილებით მცირე საფასური იყო გადასახდელი.