Tag Archives: საინტერესო ფაქტები

„მევახშეობის” ისტორიიდან…

ფულის გაცემა პროცენტის მიღების სანაცვლოდ,რაც ესოდენ ცუდ ტონად გახლავთ მიჩნეული და რომელსაც – “ვახშის” სახელით ვიცნობთ დღესდღეობით,იმ უძველესი ეპოქებიდან იღებს სათავეს,როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა ფულადი ნომინალი მიმოქცევაში.თუმცა მაშინ ფულის ნაცვლად ვახშს გასცემდნენ ნატურალური პროდუქტების,მაგალითად,მარცვლეულისა და პირუტყვის სახით.

კარლ გუსტავ იუნგი – “ეპიზოდი”

გამოჩენილი შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი,ანალიტიკური და ღრმა ფსიქოლოგიების ერთ-ერთი ფუძემდებელი - კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961 წლები), 1933-1939 წლებში რედაქტორობდა სამეცნიერო ჟურნალს,რომელშიც დიდ მხარდაჭერას გამოხატავდა გერმანელი ნაცისტებისა და მათ მიერ წარმოებული შიდა რასობრივი პოლიტიკის მიმართ.

პისისტრატოსი – “ეპიზოდი”

ათენის ტირანი მმართველი - პისისტრატოსი (ძვ.წ.აღ-ით დაახლოებით 602-527 წლები),რომელიც ცდილობდა,რომ ათენი ერთ-ერთ უმსხვილეს რელიგიურ ცენტრად გადაექცია,მეტად საინტერესო ფაქტის წინაშე აღმოჩნდა.

პიერ-სიმონ ლაპლასი – “ეპიზოდი”

XVIII საუკუნის დასასრულს საფრანგეთში გამოქვეყნებული იქნა დიდი ფრანგი მათემატიკოსის,ფიზიკოსისა და ასტრონომის – პიერ-სიმონ ლაპლასის (1749-1827 წლები) საკმაოდ მოცულობითი კოსმონოგიური ჰიპოთეზა მზის სისტემის წარმოშობის შესახებ.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის გენიალური ქმნილების – “მთვარის სონატის” შესახებ…

1800-1801 წლებში გენიალურმა გერმანელმა კომპოზიტორმა და პიანისტმა – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა (1770-1827 წლები) დაწერა დღეისათვის “მთვარის სონატის” სახელით ცნობილი შედევრი მუსიკალური ნაწარმოები.

ჯეიმს ფორესტოლი – “ეპიზოდი”

ჯეიმს ფორესტოლი (1892-1949 წლები) – წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების პირველ თავდაცვის მინისტრს,რომელსაც სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ერთობ უჩვეულო ფსიქიკური კრიზისი დაეწყო.

ნიშანდობლივი დეტალი მიჩიჰიკო ჰაჩიას წიგნიდან – “ჰიროსიმას დღიური”

1955 წელს გამოქვეყნებული იქნა იაპონელი ექიმის - მიჩიჰიკო ჰაჩიას სკანდალურად ცნობილი წიგნი – “ჰიროსიმას დღიური”,სადაც აღწერილია ის საშინელება და შოკი,რომელიც ჰიროსიმაში სუფევდა ატომური ბომბის ჩამოგდების შემდგომ.

ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერის შესახებ…

პირველი ატომური ბომბის შექმნისათვის დაფნის გვირგვინით შემკული გენიალური ამერიკელი ფიზიკოს-თეორიტიკოსი და პროფესორი – ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერი (1904-1967 წლები),რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, 1954 წლის გაზაფხულზე ბრალდებული იქნა ანტიამერიკულ აზროვნებასა და შესაძლო ჯაშუშობაში.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი შუმერელთა შესახებ…

1. შუმერელთა წარმოდგენით,დედამიწა ბრტყელი დისკო იყო,ხოლო ცა – ცარიელი სივრცე,რომელიც ზევითაც და ქვევითაც მყარ ზედაპირს ეყრდნობოდა.დედამიწასა და ცას შორის მდებარეობდა მესამე ელემენტი – “ლილ”.ეს სიტყვა (დაახლოებით) ნიშნავს ქარს (ჰაერს,ნიავს).

აბრაამ ლინკოლნი – “ეპიზოდი”

ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეული პრეზიდენტის – აბრაამ ლინკოლნის (1809-1865 წლები) ვაჟი – რობერტ ტოდ ლინკოლნი (1843-1926 წლები),ხშირად იგონებდა ხოლმე ერთ საინტერესო ისტორიას,რომელსაც აქვე გაგაცნობთ.