Tag Archives: რომ
იცით თუ არა,რომ
1. თანამედროვე სახანძრო სამსახურის ჩამოყალიბებამდე,პირველ მეხანძრეებს ხელფასებს არ უხდიდნენ.მიუხედავად ამისა,
იცით თუ არა,რომ
1. დიდი უნგრელი კომპოზიტორი,პიანისტი და დირიჟორი – ფერენც (ფრანც) ლისტი,გენიალური გერმანელი კომპოზიტორის – ვილჰელმ რიხარდ ვაგნერის სიმამრი იყო. ფერენც ლისტის ქალიშვილი – ფრანჩესკა გაეტანა კოზიმა ლისტი, რომელიც თავის მხრივ,
იცით თუ არა,რომ
1. საბჭოთა კავშირის იმპერიის ფუძემდებელი და ათეისტური ხედვებით ცნობილი ბელადი – ვლადიმერ ლენინი,სიკვდილის წინ მაგიდებსა და სკამებს შესთხოვდა ცოდვების მიტევებას.
იცით თუ არა,რომ
1. უძველესი ცივილიზაციის – ეტრუსკების დამწერლობა,მეტად უჩვეულო და თავისებური წერის სტილით გამოირჩეოდა.პირველი სტრიქონი მარცხნიდან მარჯვნივ იწერებოდა,მეორე – მარჯვნიდან მარცხნივ და ასე გრძელდებოდა უკანასკნელ სტრიქონამდე.
იცით თუ არა,რომ
1. მას შემდეგ,რაც 1840 წლის 27 მაისს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გენიალური იტალიელი კომპოზიტორი,მევიოლინე და გიტარისტი – ნიკოლო პაგანინი გარდაიცვალა,ქუჩებში ქალაქის მოსახლეობა გამოვიდა და ყვიროდა: ” – ის მონანიების გარეშე აღესრულა.სად არის,გვაჩვენეთ ეს ურჩხული.ეს გვამი შეარცხვენს ჩვენს ქალაქს!”
იცით თუ არა,რომ
1. გენიალურმა ქართველმა მოცეკვავემ და საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (“სუხიშვილები”) დამფუძნებელმა – ილიკო სუხიშვილმა,სიკვდილის წინ თავის ერთადერთ ვაჟს,თენგიზს დაუბარა: “ყველაფერი გააკეთე,რომ ჩვენი აფიშა კედლიდან არ გაქრეს”.
იცით თუ არა,რომ
1. გენიალური იტალიელი ფიზიკოსი,ასტრონომი და ფილოსოფოსი – გალილეო გალიელი (1564-1642 წლები),გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე დაბრმავდა.მისი დაბრმავების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი,გალილეოსვე მიერ შექმნილი ტელესკოპით მზეზე ხშირი დაკვირვება გახლდათ.
იცით თუ არა,რომ
1. დიდი ფრანგი მწერალი – ალექსანდრე დიუმა (უფროსი),ქართველების შესახებ წერდა: “მე არაფერს ვლაპარაკობ ქართველებზე,რომელთაც საქართველოს გარეშე ვერსად ნახავთ და რომელნიც იმდენად საუცხოო,კეთილი,პატიოსანი,გულუხვი და შემართებული ერია,რომ მას სპეციალური გამოკვლევა უნდა მიეძღვნას”.
იცით თუ არა,რომ
1. ყველაზე გრძელი და უწყვეტი გზა მსოფლიოში – “პანამერიკანული შოსეა”,რომელიც 14 ქვეყნის ტერიტორიაზეა გადაჭიმული და მისი საერთო სიგრძე 47 958 კილომეტრს შეადგენს.
იცით თუ არა,რომ
1. ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ავსტრიელი მწერალი – შტეფან ცვაიგი,ნაციზმის შესახებ წერდა: “სწორედ მან მოწამლა ჩვენი ევროპული კულტურა.თავად გავხდი იმის მოწმე,როგორ გადაიქცა ჰუმანურობა ველურობად,რომლის მსგავსიც ჯერ არავის უნახავს,ეს იყო წინასწარგანზრახული ბოროტება,ანტიჰუმანურობიდან რომ იღებდა სათავეს”.