Tag Archives: გამოგონება

რადიაციული საფრთხის აღმნიშვნელი სიმბოლო

რადიაციული საფრთხის აღმნიშვნელი სიმბოლო – პირველად შემუშავებული იქნა 1946 წელს კალიფორნიაში განთავსებული ბირთვული ფიზიკის კვლევების ლაბორატორიის ბერკლის ამერიკელი მეცნიერ-თანამშრომლების მიერ.

„დამზადებულია…”

პირველი მარკირება,სახელწოდებით – „MADE IN…”, ანუ – „დამზადებულია…”  – დიდ ბრიტანეთში იქნა გამოგონებული 1887 წელს.თავდაპირველად ბრიტანელებმა მარკირება  – „დამზადებულია გერმანიაში”,გერმანული წარმომავლობის მქონე იმპორტულ პროდუქტებზე გამოიყენეს.

ვინ გამოიგონა სუფრის დანა?

საფრანგეთის ლეგენდად ქცეული სახელმწიფო მოღვაწე – არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე (1585-1642 წლები),იგივე – კარდინალი რიშელიე,ერთობ ფრთხილი ადამიანი გახლდათ.იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საკუთარ უსაფრთხოებას და იმისათვის,რომ მისი სიცოცხლე არ ხელეყოთ,მრავალი მეთოდი შეიმუშავა თავდაცვისათვის.

პომპონიანი ქუდი – „ეპიზოდი”

ზამთრის პირობებში ქუჩაში მრავლად ვხვდებით ხოლმე ადამიანებს,რომელთაც თავზე – პომპონიანი ქუდი ახურავთ,თუმცა ალბათ არც კი დავფიქრებულვართ,რა გახდა მიზეზი ქუდზე ბეწვის,ძაფისა და სხვა ნივთიერებებისაგან დამზადებული პოპმონის დამაგრებისა.

„წიგნის ბორბალი”

რამდენიმე საუკუნის წინათ მეცნიერებისა და სწავლულების სამუშაო კაბინეტები წარმოადგენდა ხელნაწერებითა და ფოლიანტებით (ძველი დროის სქელტანიანი წიგნები) დახუნძლულ ერთგვარ დაწესებულებას.

“ბავშვების სასრიალო” – (ეპიზოდი)

საბავშვო ბაღებში,სკვერებსა თუ პარკებში განთავსებული პატარების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გასართობი მოწყობილობა - “ბავშვების სასრიალო” გამოგონებული იქნა ინგლისელი ინჟინრისა და მეცენატის – ჩარლზ უიკსტიდის (1847-1931 წლები) მიერ.

“სტეთოსკოპის” გამოგონების ისტორიიდან…

შინაგანი ორგანოების მოსმენა-დაკვირვებისათვის საჭირო ყველასათვის ცნობილი სამედიცინო დიაგნოსტიკური ხელსაწყო - “სტეთოსკოპი” გამოგონებული იქნა 1816 წელს ფრანგი ექიმისა და ანატომის - რენე თეოფილ გიაცინტ ლაენეკის (1781-1826 წლები) მიერ.

როგორ ჩაეყარა საფუძველი საკრედიტო ბარათს?

საკრედიტო ბარათი – წარმოადგენს პლასტკურ ფირფიტას,რომლის მაგნიტურ ლენტზე დატანილია მფლობელის მონაცემები და ასრულებს ბანკის მიერ გამოშვებული სახელობითი ფულადი დოკუმენტის ფუნქციებს.

რა იყო უმთავრესი მიზეზი “გამომთვლელი მანქანის” შექმნისა?

1639 წლის დამლევს,გენიალური ფრანგი მათემატიკოსის,მექანიკოსისა და ფიზიკოსის - ბლეზ პასკალის (1623-1662 წლები) მამა – ეტიენ პასკალი (1588-1651 წლები),კარდინალ რიშელიეს ბრძანებით,დანიშნული იქნა რუანის ინტენდანტად,რის შემდგომაც პასკალების ოჯახი რუანში გადასახლდა.

მარაოს შექმნის ისტორიიდან…

პირველი დოკუმენტურად დადასტურებული ცნობები მარაოს არსებობის შესახებ სათავეს ძვ.წ.აღ-ით VIII საუკუნის ჩინეთიდან იღებს.