Tag Archives: მიგელ დე სერვანტეს საავედრას “ანდერძი”
მიგელ დე სერვანტეს საავედრა – “ეპიზოდი”
გენიალურ ესპანელ მწერალსა და იმ საოცარი ნაწარმოების (დონ კიხოტი) ავტორს,რომელსაც შეიძლება თამამად ვუწოდოთ – “ბუნების ჭეშმარიტი საოცრება” – მიგელ დე სერვანტეს საავედრას (1547-1616 წლები),”კეთილისმსურველები” ხშირად ახსენებდნენ,რომ არც უნივერსიტეტის განათლება ჰქონდა მიღებული და ვერც სათანადო ცოდნით დაიკვეხნიდა.
მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური რომანიდან – “დონ კიხოტი”
“თეატრალურ სამკაულებს მხოლოდ თვალის მოსატყუებლად იყენებენ და უცნაური ის იქნებოდა,რომ ძვირფასი მასალა დაეხარჯათ მათზე.რაღა ეგ სამკაულები და რაღა თვით კომედია: ერთიც მოჩვენებითია და მეორეც.მაგრამ მე მაინც იმ აზრისა ვარ,სანჩო,რომ უნდა გიყვარდეს კომედია და, მაშასადამე,ისინიც,მას რომ თხზავენ და სცენაზე დგამენ,ვინაიდან ესაა ხალხი,რომელსაც უდიდესი სარგებლობა მოაქვს სახელმწიფოსთვის:
მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური რომანიდან – “დონ კიხოტი”
“მოღალატე ცოლის ქმარს ყოველთვის ჰქირდავენ,მასხრად იგდებენ და აუგად იხსენიებენ,თუმცაღა კარგად იციან,რომ საცოდავს,შეიძლება,წარმოდგენაც არ ჰქონდეს,რა ამბავია მის თავს და არც ცოლის გარყვნილებაში მიუძღვის ბრალი,რადგანაც ეს მისი გულგრილობისა თუ დაუდევრობის შედეგი კი არ არის,არამედ ქალის ავხორცობისა და უკეთური ბუნებისა. და მაინც,სიბრალულით კი არა,ერთგვარი ზიზღით უმზერენ მას.
მიგელ დე სერვანტეს საავედრა წერდა…
“ჩემს მიერ დაწერილ ნოველებს შორის ვერც ერთ ნოველას ვერ ნახავთ,საიდანაც რაიმე სასარგებლო მოძღვრება ვერ გამოიტანოთ.ჩემი მიზანი იყო,ჩვენი ქალაქის ფართო მოედანზე ერთგვარი ბურთის საგორებელი მაგიდა დამედგა,ისე,რომ ყველას,ვისაც კი გართობა მოუნდებოდა,
მიგელ დე სერვანტეს საავედრა ამბობდა…
“ჩემი ცხოვრება და ჩემ მიერ ჩადენილი საქმეები – აი,ჩემი სისხლის სიწმინდის საბუთები; ადამიანს გამოაჩენს საქმენი მისნი.თქვენ გინდათ იმის საბუთები,რომ ჩემში წმინდა სისხლი ჩქეფს? გავიწყდებათ ესპანელი ჯარისკაცების დამსახურებანი.მე ვდგავარ აქ,თქვენ წინაშე, და მოგაგონებთ,შეხედეთ ამ ხელს,ეს ხელი შევწირე ესპანეთის დიდებას.თქვენ გაინტერესებთ,თუ როგორი სისხლი მაქვს? გადაფურცლეთ ჩემი ცხოვრება და იქ ამოიკითხავთ!
მიგელ დე სერვანტეს საავედრას ნააზრევი…
„ – მე მინდა: ჩვენს თეატრებში იდგმებოდეს დიდებული, მკაცრი, ძლიერი, სერიოზული ტრაგედიები. ვისურვებდი: საშინელმა ელდამ და თავზარდაცემამ დაიმორჩილოს მაყურებელი,
მიგელ დე სერვანტეს საავედრას ნააზრევი…
1. „რა მესაქმება სხეულის ნაწილებთან,მის უძლურებასა და სალმობასთან,როცა ჩემი სული უძლეველია ყოველთვის და ყველგან.მარცხენა ხელის დაკარგვით უფრო ვასახელე მარჯვენა,არასოდეს გამიტარებია გულში შიში,როცა საქმე სიმართლეს ეხებოდა,თუმცა ბევრი მგელი მინახავს ღვთის ქოფაკთა ბუნაგში”.
მიგელ დე სერვანტეს საავედრას “უკანასკნელი წუთები”
მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთმა უდიდესმა შემოქმედმა ესპანელმა მწერალმა – მიგელ დე სერვანტეს საავედრამ (1547-1616 წლები),თავისი “ანდერძის” აღმასრულებლად,საკუთარივე მეუღლე – კატილინა შეარჩია.
მიგელ დე სერვანტეს საავედრას შედევრიდან – „პერსილესი და სიგიზმუნდას ყარიბობა”
„…ერთხელ ლისაბონში ახალგაზრდა პოლონელი შეხვდა ვიღაც უცნობს, რომელიც უხეშად დაეჯახა მას. დაშნები იშიშვლეს. პოლონელს შემოაკვდა მოწინააღმდეგე.
მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური რომანიდან – “მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელი”
” – იცი თუ არა,ჩემო სანჩო,რომ თავისუფლება, ყველაზე უძვირფასესი სიკეთეა,რომელიც ზენამ მოჰმადლა ადამიანს? ვერაფერი შეედრება თავისუფლებას,ვერც დედამიწის ქვესკნელში ჩაფლული განძეული ან ზღვის უფსკრულში დამარხული საუნჯენი,ვერც დიდება,ვერც სხვა რამ.