Tag Archives: ისტორია
რა სადღეგრძელო წარმოთქვა სტალინმა 1945 წლის 24 მაისს?
1945 წლის 24 მაისს საბჭოთა გენსეკის – იოსებ სტალინის პირადი ინიციატივით,”წითელი იმპერიის” ხელისუფლებამ კრემლში წითელი არმიისა და ფლოტის სარდალთა საპატივცემულოდ მიღება გამართა.
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა – “ეპიზოდი”
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა (1202-1204 წლებში),რომელიც დაგეგმილი გახლდათ ეგვიპტის წინააღმდეგ და, რომელიც ვენეციელი ვაჭრების მზაკვრული გეგმის შედეგად ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ იქნა შემობრუნებული,კონსტანტინოპოლის ალყით,მისი აღებითა და ამ უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქალაქის საშინელი ძარცვა-გლეჯით გამოირჩა ისტორიაში.
ერთი შოტლანდიური ლეგენდა
შოტლანდიას გაუთავებელი ბრძოლები ჰქონდა თავის არაკეთილად განწყობილ მეზობელთან.დიდხანს გრძელდებოდა ეს ბრძოლები.ინგლისს მტკიცედ გადაეწყვიტა ჩრდილოეთით მოსაზღვრე მეზობლების გადაყლაპვა.ეტყობა,მუდამ ასეთი იყო მცირერიცხოვანი ხალხის ბედი,რომელსაც დაპყრობის ჟინით აგზნებული უფრო დიდი ქვეყანა ესაზღვრება.
რა მოხდა ნადეჟდა ალილუევას თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე?
1903 წლის შემოდგომაზე,ბაქოში მყოფმა 24 წლის იაკობ ჯუღაშვილმა,იგივე სტალინმა,კასპიის ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა და სიცოცხლე შეუნარჩუნა მისი უფროსი თანამებრძოლისა და რევოლუციონერის – სერგეი ალილუევის 2 წლის ქალიშვილს – ნადეჟდა ალილუევას.
სად გადაასვენეს ვლადიმერ ლენინის ნეშტი მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას?
საკითხი საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელისა და 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერის – ვლადიმერ ლენინის ცხედარის ბალზამირებისა და შენახვის შესახებ დასმული იქნა 1924 წლის იანვრის თვეში,ანუ საბჭოთა ბელადის გარდაცვალების დღეებშივე.აღნიშნული გადაწყვეტილების ინიციატორი იოსებ სტალინი გახლდათ.
გადაუხადეს თუ არა ქრისტიანული წესის დაცვით პარაკლისი გარდაცვლილ სტალინს?
ერთ დღეს კუნცევოს აგარაკზე საკუთარ კაბინეტში მყოფ სტალინს მოახსენეს,რომ მას რუსეთის პატრიარქი ალექსი ეწვია და თქვენთან შეხვედრას ითხოვსო.როგორც ირწმუნებიან,სტალინი პატრიარქ ალექსის მიმართ კარგ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა,რადგან იგი მას ჭკვიან,დინჯ და დაკვირვებულ ადამიანად მიიჩნევდა.
ფილიპე IV ლამაზის მმართველობის შესახებ…
1285 წელს საფრანგეთის სამეფო ტახტზე ავიდა საარაკო სილამაზის მქონე – ფილიპე IV ლამაზი (1268-1314 წლები).მისი მმართველობის პერიოდზე ისტორიკოსები ამბობენ: “აღზევდა საფრანგეთი,თუმცა დაემცრნენ ფრანგებიო”. და მართლაც,მეტად ხელმომჭირნე გახლდათ ფილიპე,როდესაც საქმე წვრილმანებს ეხებოდა,მაგრამ მეტად ხელგაშლილობა იცოდა,თუკი ეს სახელმწიფო ძლიერებისათვის იყო საჭირო.
ეკატერინე II-ის ფავორიტის – გრიგორი პოტიომკინის შესახებ…
რუსეთის იმპერატორის – ეკატერინე II-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფავორიტი მამაკაცი – გრიგორი პოტიომკინი (1739-1791 წლები)თავის დროზე სკოლიდან სიზარმაცისა და გამუდმებული დაუდევრობის გამო გარიცხეს,რის შემდეგაც სამხედრო სამსახურში განაგრძო მოღვაწეობა. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ პოტიომკინი,რომელსაც ყველაზე ნაკლებად მიიჩნევდა თავის მეტოქედ გრიგოლ ორლოვი (ეკატერინეს საყვარელი მამაკაცი),როგორც მისი მეგობარი,სწორედ მან წარუდგინა პირველად დედოფალს.
როგორ ახასიათებდა ვიაჩესლავ მოლოტოვს უინსტონ ჩერჩილი?
იოსებ სტალინის ერთ-ერთ ყველაზე უახლოეს მეგობარს,თანამებრძოლსა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს – ვიაჩესლავ მოლოტოვს (1890-1986 წლები) დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ მინისტრი – უინსტონ ჩერჩილი,თავის მოგონებებში ასე ახასიათებდა:
ადოლფ ჰიტლერისა და იაკობ ჯუღაშვილის შეხვედრის სტენოგრაფიული ჩანაწერიდან…
როდესაც გერმანიის ფაშისტური ხელისუფლების სახალხო განათლებისა და პროპაგანდის რაიხმინისტრმა – პაულ იოზეფ გებელსმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა სამსახურმა სტალინის დატყვევებულ ვაჟთან – იაკობთან ვერაფერი გააწყვეს და იგი სამშობლოს ღალატზე ვერცერთი მეთოდით ვერ დაიყოლიეს,იაკობი თავიანთ ფიურერს – ადოლფ ჰიტლერს მიჰგვარეს…