Tag Archives: საინტერესო ფაქტები
მიქელანჯელო ბუონაროტის გენიალური ქმნილების – “განკითხვის დღის” შესახებ…
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე,რომის პაპი კლიმენტი VII,იტალიის ქალაქ სან-მინიატოში შეხვდა გენიალურ იტალიელ მხატვარსა და მოქანდაკეს – მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონს.სპეციალისტთა ვარაუდით,შესაძლოა სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე გადაწყვეტილიყო ვატიკანში განთავსებულ “სიქსტეს კაპელის” (რომის პაპების ოფიციალურ რეზიდენცია) საკურთხევლისათვის - “განკითხვის დღის” ფრესკის დაწერა.
კაპუტი – “ეპიზოდი”
პირველი ფულის გამოჩენამდე,უძველესი ადამიანები ერთმანეთთან ვაჭრობას ბარტერული მეთოდებით აწარმოებდნენ.მსოფლიო საკაცობრიო ისტორიის რიგ ეტაპებზე,დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მაცხოვრებელი ხალხი ფულად ერთეულად გამოიყენებდა – საპონს,სპილოს კუდის თმებს,კაკაოს,დათვის კბილებს,მარილს,ცხოველების ტყავს,თამბაქოს,მარცვლეულს,ჩაის,უზარმაზარი მოცულობის მქონე ქვის მონეტებს (ზოგიერთი მონეტის წონა 4 ტონასაც კი აღემატებოდა) და სხვა ამა თუ იმ საგანსა და პროდუქტს.
ლუციუს ავრელიუს კომოდუს ანტონიუსის შესახებ…
ლუციუს ავრელიუს კომოდუს ანტონიუსი (161-192 წლები) – წარმოადგენდა რომის იმპერიის ისტორიაში იმ ერთ-ერთ უსასტიკესს,ექსტრავაგანტულ და ეპატაჟურ იმპერატორს,რომლისთვისაც დამახასიათებელი გახლდათ ეგრეთ წოდებული “შავი იუმორი”,გემოთმოყვარეობა და ქალის ტანისამოსით სიარული.
თედორე დოსტოევსკი – “ეპიზოდი”
როგორც მრავალი მკვლევარი ირწმუნება,გენიალური რუსი მწერალი და ესეისტი – თედორე დოსტოევსკი (1821-1881 წლები),თუკი უილიამ შექსპირს დავესესხებით,განსაკუთრებულად იყო შეპყრობილი “მწვანეთვალება ურჩხულით” ანუ ეჭვიანობით.
ლეონარდო და ვინჩი – “ეპიზოდი”
აღორძინების ხანის გენიალური იტალიელი არქიტექტორი,მხატვარი,გამომგონებელი და სწავლული - ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წლები),თავის ერთ-ერთ ჩანაწერში ყურადღებას ამახვილებდა კაჭკაჭის მადლიერების გრძნობის მიმართ: როდესაც კაჭკაჭი ხედავს,რომ მშობლები დაბერდნენ და დაუძლურდნენ,რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს,იწყებს მათ მოვლას – უშენებს ბუდეს,ათბობს და აჭმევს,ნისკარტით აცლის დაზიანებულ და ჭუჭყიან ბუმბულს.
მეტად საინტერესო და ნიშანდობლივი ექსპერიმენტი…
აშშ-ის ტეხასის შტატის წარმომადგენლობითი პალატის ერთ-ერთი დეპუტატი – ტომი მური,ძალიან უკმაყოფილო გახლდათ თავისი კოლეგების ქმედებებით,რადგან ისინი ისე იღებდნენ სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან კანონპროექტებს,რომ მათ ერთხელაც კი არ გადაავლებდნენ თვალს.
ჯიმი ჯონსი – “ეპიზოდი”
ჯეიმზ უორენ “ჯინი” ჯონსი (1931-1978 წლები) – წარმოადგენდა აშშ-ი ჩამოყალიბებული საყოველთაოდ ცნობილი რელიგიური სექტის – “ხალხის ტაძრის” იმ ფუძემდებელსა და ქადაგების ამერიკელ მეტყველს,რომელიც საკუთარ თავს იესო ქრისტეს,ბუდასასა და ვლადიმერ ლენინის რეინკარნაციად ასაღებდა.
ფილოქსენოს კითერელი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი ძველბერძენი პოეტი და ახალი დითირამბის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ფილოქსენოს კითერელი (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 435-379 წლები),რომელმაც თავისი ცხოვრების გარკვეული ნაწილი სირაკუზელი ტირანის – დიონისე უფროსის სამეფო კარზე გაატარა,დიდი გურმანი და თამამად შეიძლება ითქვას,საკმაოდ ხარბი კვებით გამორჩეული პიროვნება იყო.
სერგეი პროკოფიევი – “ეპიზოდი”
უკრაინაში დაბადებული XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს რუს კომპოზიტორად აღიარებული – სერგეი პროკოფიევი (1891-1953 წლები),არა მარტო მუსიკალური გენიით იყო დაჯილდოებული,არამედ შესანიშნავად ფლობდა ჭადრაკის ინტელექტუალური თამაშის ხელოვნებასაც.
ევჰემერუს მესენიელი – “ეპიზოდი”
ევჰემერუს მესენიელი (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 340-260 წლები) – წარმოადგენდა იმ დიდ ძველბერძენ ფილოსოფოსსა და კირენაიკის სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელს,რომელიც კატეგორიულად ირწმუნებოდა,რომ პროსტიტუციის გამომგონებელი და დამმკვიდრებელი გახლდათ ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი – აფროდიტე.