Tag Archives: ციტატები

ფრიდრიხ შილერის („გერმანელი შექსპირის”) ნააზრევი…

„ჯილდოდ რომ მომცე ამქვეყნიური ყველა გვირგვინი, ან დამემუქრო საშინელი ტანჯვა-წამებით, არ დაგთანხმდები, დავიჩოქო მე მოკვდავის წინ!”

ფრიდრიხ შილერის ნააზრევი…

„კანონი აიძულებს ადამიანს, ვისაც შეეძლო არწივივით ეფრინა, ლოკოკინასავით იხოხოს. კანონს არ შეუქმნია არც ერთი დიდი ადამიანი. მხოლოდ თავისუფლება შობს გიგანტებსა და სულთა აღმაფრენას”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ადამიანი ერთგვარი ბაგირია მაიმუნსა და ზეკაცს შორის. სახიფათოა ბოლომდე გაიარო ეს გზა, კიდევ უფრო სახიფათოა შუა გზაზე შეჩერდე. საშიშია განვლილ გზას მოხედო, საშიშია შეკრთე და შედგე”…

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„როცა ხეს ხატავ, უნდა გრძნობდე, როგორ იზრდება ის”.

„დამაკვირდი”

1.  „მე დავადგინე, დაკარგული ნივთის საძებნად ზღვაში კი არ უნდა შეცურო, გამორიყვას უნდა დაელოდო”. – დიმიტრი წიკლაური

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„გალაკტიონის სტროფი, ქრისტეს ნათქვამია ნამდვილი: „ყოველი კაცი ქვეყანაზე არის ის განძი, რომელსაც უნდა აღმოჩენა და დაფასება”.

მიგელ დე სერვანტეს საავედრა წერდა…

„პატიოსანი ქალის სილამაზე თითქოს შორს მოლაპარაკე ცეცხლია ან კიდევ პირბასრი მახვილი: მხოლოდ იმას წვავს და ჭრის, ვინც მიეკარება”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ამ ქვეყნად ყოველგვარი კაცი მოიპოვება – ადამიანი, არაადამიანი და ზეადამიანი”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ეჰ, რა ვიცით ღმერთმანი, თითქო ყველაფერს ჩვენ შეუგრძნობლად საქმობს ბედისწერაა თუ რაღაც ეშმაკი მალული ძალა, თორემ რა არის აბა, რომ ყოველი ჩვენი ნაბიჯი ჩვენი სურვილის გარეშე მიემართება”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ძალადობის და დაბეჩავების გამმაგრებელი იარაღი ყოველთვის ხალხის უგუნურება ყოფილა და აწიც ეგრე იქნება”.