Tag Archives: იცით თუ არა
იცით თუ არა,რომ
1. მას შემდეგ,რაც ლავრენტი ბერიას,აღელვებულმა დემეტრაძემ მოახსენა დიდებული ქართველი პოეტის – პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის ამბავი,განაცხადა: “შენ რას ღელავ აგრე,მოიკლა და მოიკლა.რა მოხდა ასეთიო!
იცით თუ არა,რომ
1. პირველი მულტიპიკაციური ფილმი მსოფლიოში გახლავთ,ცნობილი ფრანგი კარიკატურისტის – ემილ კოლის,მიერ შექმნილი და 1908 წლის 17 აგვისტოს ნაჩვენები ნახატი ფილმი,სახელწოდებით: “ფანტასმაგორია”.
იცით თუ არა,რომ
1. პრველად “ქოლგა” ჩვ.წ.აღ-მდე IX საუკუნეში იქნა გამოგონებული და მის სამშობლოდ ეგვიპტესა და ჩინეთს მიიჩნევენ.
იცით თუ არა,რომ
1. გენიალურმა იტალიელმა საოპერო მომღერალმა (ტენორმა) – ენრიკო კარუზომ (1873-1921 წლები),მისი დიდებული კარიერის მანძილზე 7-ჯერ გაიკეთა “ხმის იოგების” ოპერაცია.
იცით თუ არა,რომ
1. “ბაქტერია” და “ბაცილა” ერთი და იგივე მნიშვნელობის სიტყვაა,თუმცა პირველის წარმომავლობა ბერძნული ენიდან მომდინარეობს,მეორესი კი ლათინური ენიდან.
იცით თუ არა,რომ
1. ჩინეთში,ტანის საიმპერატორო დინასტიის მმართველობის ეპოქაში (618-907 წლები),ჩაით ვაჭრობა სახელმწიფო მონოპოლიად იყო გამოცხადებული და ნებისმიერ მემამულეს,რომელთაც ჩაი მოჰყავდათ,ვალდებული იყვნენ “საიმპერატორო ობლიგაციებზე” გაეცვალათ იგი სახელმწოფოსათვის.
იცით თუ არა,რომ
1. პირველ “სტომატოლოგებად” მიჩნეული არიან,აპენინის ნახევარკუნძულზე I ათასწლეულში მაცხოვრებელი უძველესი ხალხი – ეტრუსკები.როგორც არქეოლოგები ირწმუნებიან სტომატოლოგიით ისინი ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით VII საუკუნეში იყვნენ დაკავებულები.
იცით თუ არა,რომ
1. ერთადერთი ადგილი დედამიწაზე,სადაც მარჯნისაგან დამზადებული გზებია განფენილი,გახლავთ გუამი (კუნძული წყნარი ოკეანის ნაწილში,რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიას წარმოადგენს).გუამში არ არსებობს ბუნებრივი ქვიშა,რის გამოც იქ ასფალტს მარჯნისა და ნავთობისაგან ამზადებენ.
იცით თუ არა,რომ
1. ცნობილი ფრანგი ალქიმიკოსის,ექიმის,პოეტისა და წინასწარმეტყველის – მიშელ დე ნოტრდამის,იგივე ნოსტრადამუსის მიერ ნაწინასწარმეტყველებ ტექსტებში,სიტყვები: სიკვდილი 139-ჯერ,ბრძოლა 111-ჯერ,სისხლი 89-ჯერ,ცეცხლი 78-ჯერ,ჭირი 42-ჯერ,ხოლო შიმშილი 38-ჯერ,არის მოხსენიებული.
იცით თუ არა,რომ
1. ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი ქალაქის ქორწინების სახლში გამოკრულია შემდეგი სახის ფირნიშები: “ქორწინებით რომ ბედნიერები იყოთ,აუცილებელია შეგიყვარდეთ რამდენჯერმე – ოღონდ,ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანი!”