Tag Archives: ციტატები

ჯაკომო ლეოპარდის ნააზრევი…

„ყოველი გადასვლა თანდათანობითი უნდა იყოს, ხოლო თუ ის ერთბაშად ხდება, სულ მალე უკანვე ბრუნდება, უკანვე შემოიქცევა, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიაროს იგივე გადასასვლელი. ასე ყოფილა და ასე იქნება.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ბრძენ ქირონს, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი იყო, ბოლოს და ბოლოს, ისე მობეზრდა სიცოცხლე, რომ ზევსს გამოსთხოვა სიკვდილის ნებართვა და კიდევაც მოკვდა. თავად დაფიქრდი, თუკი ღმერთებსაც უმძიმთ უკვდავება, რა ეშველებათ საბრალო ადამიანებს?”

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„აივანზე, რა თქმა უნდა, ყველაზე მაღლა ვარ… ეს კი შეიძლება სიმბოლურიც იყოს. მაგრამ აკი სწორედ სხვებზე მაღლა დგომაა რაღაც-რაღაცებს რომ გიკრძალავს… იცით რა? თითოეულ თქვენგანზე მაღლა დგომა, გაგიხარიათ, ჩემთვის სასიამოვნო იყოს, მაგრამ ვაითუ პატარ-პატარა და აუცილებელმა სიხარულებმა ამ სიმაღლეზე ვერ ამოაღწიოს?”

გრიგოლ ჩიქოვანი წერდა…

„ამქვეყნად ყველაფერი ადამიანს მოაქვს და მიაქვს – სიკეთეც და სიავეც”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„თუკი ლოცულობ, სულერთია რომელ საკანში იქნები – ციხის თუ მონასტრის”.

გი დე მოპასანის ნააზრევი…

„საწოლი, ჩემო კარგებო, მთელი ჩვენი ცხოვრებაა! ზედ იბადებიან, ზედ უყვართ, ზედვე კვდებიან”.

ვოლტერის გენიალური ნააზრევი…

„ჩემი კეთილი საქმეები ყოველთვის ჩემი უბედურების წყარო იყო, და დიდ სიმაღლეზე ავდიოდი მხოლოდ იმისთვის, რომ ჩავვარდნილიყავი განსაცდელის უსაშინელეს უფსკრულში. მე სხვებივით ბოროტი რომ ვყოფილიყავ, მათსავით ბედნიერი ვიქნებოდი”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„როცა ადამიანი თავისი ცხოვრების უკეთ მოწყობას ცდილობს, ულმობელია ხოლმე”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ამაო შრომას გასწევს კაცი, თუკი იმ პაიკების გადაადგილებას შეეცდება, ბედისწერა რომ ათამაშებს. დიდი ჭკუა უნდა გქონდეს, ბედისწერის საქმეში ჩამრევს!”

„დამაკვირდი”

1. „მაწანწალა ცხოვრებისთვის ადამიანს სამიდან ერთი რამ მაინც უნდა იზიდავდეს: მქადაგებლობა, ხელოვნება, ან ფსიქოანალიზი. აი, ამ სამიდან თუ ერთ-ერთის მიმართ მაინც არ იჩენთ მიდრეკილებას, დიდხანს ვერ იხეტიალებთ”. – ჰარუკი მურაკამი