Tag Archives: ისტორია
ზვიად გამსახურდიას მეტად საყურადღებო ინტერვიუდან…
” – ჩვენ მივესწრაფვოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას,არ დავემორჩილეთ დასავლური სახელწმიფოების დიქტატს,არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად,უფრო მარტივად რომ ვთქვათ,ჩვენ არ დავუშვით,რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო.
დემეტრიოს I პოლიორკეტი – “ეპიზოდი”
დემეტრიოს I პოლიორკეტი (ძვ.წ.აღ-ით 336-283 წლები) – წარმოადგენდა ალექსანდრე მაკედონელის თანამებრძოლისა და მხედართმთავრის ანტიგონე I ცალთვალას ვაჟს და მაკედონიის მეფეს ძვ.წ.აღ-ით 294-288 წლებში.
ლუციუს ავრელიუს კომოდუს ანტონიუსის შესახებ…
ლუციუს ავრელიუს კომოდუს ანტონიუსი (161-192 წლები) – წარმოადგენდა რომის იმპერიის ისტორიაში იმ ერთ-ერთ უსასტიკესს,ექსტრავაგანტულ და ეპატაჟურ იმპერატორს,რომლისთვისაც დამახასიათებელი გახლდათ ეგრეთ წოდებული “შავი იუმორი”,გემოთმოყვარეობა და ქალის ტანისამოსით სიარული.
ალექსანდრე მაკედონელის უარყოფითი თვისებების შესახებ…
მიუხედავად იმისა,რომ ლეგენდად ქცეულ მხედართმთავარს - ალექსანდრე მაკედონელს (ძვ.წ.აღ-ით 356-323 წლები) კაცთა მოდგმის უმრავლესი წარმომადგენელი განადიდებდა და განადიდებს,არავის უნდა გაუსწოროს თვალი იმ სასტიკ რეალობას,რომლის მიხედვითაც,მათ მიერ განდიდებულმა კაცმა ჰელესპონტიდან ინდოეთის საზღვრებამდე დატოვა ღრმა სისხლიანი ნაიარევი (რომ არაფერი ვთქვათ ალექსანდრეს სექსუალურ აღვირახსნილობასა და ალკოჰოლისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებაზე).
დემარეტოსი – (სპარტის მოღალატე მეფე)
დემარეტოსი – წარმოადგენდა ანტიკური ხანის ერთ-ერთი უძლიერესი ქალაქ-სახელმწიფოს – სპარტის იმ უიშვიათეს მეფეთაგანს ევრიპონტიდების დინასტიიდან ძვ.წ.აღ-ით 515-490 წლებში,რომელიც სპარსელებს შეეკრა და საკუთარ სამშობლოს უღალატა.
ირლანდიელთა მივიწყებული მონობა
ირლანდიელთა მონებად მასობრივად გაყიდვა დაწყებულ იქნა ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ინგლისის,შოტლანდიისა და ირლანდიის მეფის ჯეიმზ II სტიუარტის უშუალო ბრძანებით.
სპარსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შესახებ…
თანამედროვე ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განვითრებული კონსტიტუციური რეცოლუციის პერიოდში (1905-1911 წლები),რევოლუციის უმთავრეს ცენტრს წარმოადგენდა გილანის ოსტანა (ადმინისტრაციული ერთეული,რომლის სათავეშიც იმყოფება გენერალ-გუბერნატორი).
აულუს ვიტელიუს გერმანიკუსის საშინელი აღსასრული
თავისი გაუმაძღარი სტომაქით სახელგანთქმული ძველი რომის იმპერატორი - აულუს ვიტელიუს გერმანიკუსი (15-69 წლები),სულ რაღაც ცხრა თვემდე ედგა ქვეყანას სათავეში,თუმცა ამ ხნის განმავლობაში იმდენად დიდი ზიზღი მოიმკო საკუთარი ხალხისა,რომ მათ რისხვას ვერ გადაურჩა და უსაშინლესი აღსასრულის წინაშე დააყენა საკუთარი სიცოცხლე.
ფრიდრიხ II დიდი – “ეპიზოდი”
“ბებერ ფრიცად” წოდებული პრუსიის მეფე ჰოენცოლერნების დინასტიიდან და დიდი მხედართმთავარი - ფრიდრიხ II დიდი (1712-1786 წლები),რომელიც ბრძოლისას თავად მიუძოდა შეტევაში პრუსიელ ჯარისკაცებს და გასაოცარი სიმამაცის მაგალითს უჩვენებდა მათ,სიბერეში ერთობ მელანქოლიური გახდა,რადგან მისი უახლოესი მეგობრებისა და თანამებრძოლების უმეტესობა ცოცხლები უკვე აღარ იყვნენ.
გიორგი IV ლაშას ანდერძი
თავისი დის – რუსუდანის დასანიშნავად მყოფ საქართველოს მეფეს – გიორგი IV ლაშას (1192-1223 წლები),სიკვდილმა უცხო ქვეყანაში უწია.სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა,მასთან ის ქართველი დიდებულები მიიწვია,რომლებიც უცხოეთში თან ახლდნენ, და შემდეგი ანდერძი დაუტოვა: