Tag Archives: ისტორია

ექვთიმე თაყაიშვილი – “ეპიზოდი”

“საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად” წოდებული დიდი ქართველი მამულიშვილი - ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953 წლები),რომელიც მის მცირერიცხოვან თანამებრძოლებთან ერთად თავგამოდებით იბრძოდა ქართული ძეგლების და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება-გადარჩენისათვის,დიდად სწუხდა იმაზე,რომ ქართველი ხალხის დიდ ნაწილში გასაოცარი უდარდელობა,უგულობა და ზოგჯერ უვიცობა სჭარბობდა ისეთი ეროვნული საკითხებისადმი,როგორებიც არის ერის ისტორია და მისი კულტურული მემკვიდრეობა.

შაჰბანუ

შაჰბანუ – სპარსული ენიდან თარგმანით აღნიშნავს იმპერატრიცას ანუ ქალ იმპერატორს.აღნიშნული ტიტული უკანასკნელად, 1967 წელს მიენიჭა ირანის ბოლო შაჰისა და ფეჰლევის დინასტიის ასევე ბოლო წარმომადგენლის – მოჰამედ რეზა ფეჰლევის რიგით მესამე ცოლს – ფარაჰ ფეჰლევის (ქალიშვილობის გვარი – დიბა).

უძველესი წერილობითი-საჩივარი

თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების პროცესში,გასული საუკუნის შუა ნახევარში აღმოჩენილი იქნა უძველესი წარწერებიანი თიხის ფირფიტა,რომლის გაშიფრასაც სპეციალისტებმა საკმაოდ დიდი დრო მოანდომეს.

ტუბტენ გიაცოს “უკანასკნელი წერილობითი ანდერძი”

ტუბტენ გიაცო (1876-1933 წლები) – წარმოადგენდა ტიბეტის მეცამეტე დალაი ლამასა და ქვეყნის მმართველს 1895-1933 წლებში.როგორც სხვადასხვა ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ,იგი არა მარტო სრულყოფილი “სასულიერო ოსტატი”,არამედ გასაოცარი პოლიტიკური ალღოთი დაჯილდოებული შორსმჭვრეტელი და ძლევამოსილი ხელისუფალიც ყოფილა.

იუსტინიანე II “რინოტმეტოსი”-ს შესახებ…

ჰერაკლიდების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ბიზანტიის იმპერატორი - იუსტინიანე I “რინოტმეტოსი” (669-711 წლები),სამეფო ტახტზე 16 წლის ასაკში ავიდა.მისთვის დამახასიათებელი თვისება გახლდათ განსაკუთრებული სისასტიკე,რის გამოც თავისი იმპერიის მოქალაქეებს მალევე შეაძულა თავი.

იოზეფ კრამერის (ბელზენერი მხეცის) შესახებ…

იოზეფ კრამერი (1906-1945 წლები) – წარმოადგენდა განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ გერმანელ კომენდადტს ჩრდილოეთ-საქსონიის ტერიტორიაზე მდებარე ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკისა – “ბერგენ-ბელზენი”,სადაც მიუხედავად იმისა,რომ არ ფუნქციონირებდა გაზის კამერები,ოფიციალური მონაცემების თანახმად სიცოცხლეს გამასალმეს 70 000 ადამიანი.

ნაპლეონ I ბონაპარტის მიმართვა ფრანგ ჯარისკაცებს…

1805 წლის 2 დეკემბერს გენიალური ფრანგი მხედართმთავრის - ნაპოლეონ I ბონაპარტის (1769-1821 წლები) არმიამ ჩეხეთში მდებარე ისტორიულ რეგიონში – მორავიაში,”აუსტერლიცის ბრძოლის” სახელით ცნობილ სისხლისმღვრელ ბრძოლაში უმძიმესი მარცხი აწვნია რუსეთის იმპერიისა და ავსტრიის კოალიციურ ჯარებს.

„შიზოიდი” ბიზანტიის იმპერატორის – იუსტინე II-ეს შესახებ…

მსოფლიო საკაცობრიო ისტორიას მრავლად ახსოვს შიზოფრენიით დაავდებული და სხვადასხვაგვარი შლეგი თვისებებით შეპყრობილი ადამიანების მმართველობის ეპოქები. აღნიშნულ პოსტში თქვენს ყურადღებას შევაჩერებ დიდი ბიზანტიელი იმპერატორისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის – იუსტინიანე I-ის უსაყვარლეს დისწულზე და ბიზანტიის შემდგომ იმპერატორზე 565-578 წლებში - იუსტინე II-ზე (520-578 წლები).

მერი I ტიუდორის (“სისხლიანი მერის”) შესახებ…

ჰენრი VIII-სა და ეკატერინე არაგონელის ქალიშვილი – მერი I ტიუდორი (1516-1558 წლები),რომელიც ინგლისისა და ირლანდიის სამეფო ტახტზე 1553 წელს ავიდა,იმ ერთადერთ ბრიტანელ დედოფალს განეკუთვნება,რომელსაც თავისმა ხალხმა არც ერთი ძეგლი არ აუგო, და ეს მაშინ,როდესაც მისი მეუღლის,ესპანთის მეფის ფილიპე II-ის სამშობლოში აღიმართა მერი I ტიუდორის ქანდაკება.

პუბლიუს ავრელიუს ლიცინიუს ვალერიუს ვალერიანუს I-ის შესახებ…

პუბლიუს ავრელიუს ლიცინიუს ვალერიუს ვალერიანუს I – წარმოადგენდა რომის ერთადერთ იმპერატორს (253-260 წლებში) ისტორიაში,რომელიც ბრძოლაში ტყვედ იქნა მტრის მიერ აყვანილი და ტყვეობაშივე დალია სული.