Tag Archives: რომ
იცით თუ არა,რომ
1. მსოფლიოში,ყველაზე მრავალრიცხოვანი დეპუტატებისაგან შემდგერი პარლამენტი (ჩინეთის წარმომადგენელთა კრება),გააჩნია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას.მასში სულ 2987 დეპუტატია წარმოდგენული.
იცით თუ არა,რომ
1. ძველ იტალიურ პასპორტებში,სხვადასხვა მონაცემებთან ერთად მითითებული იყო პასპორტის მფლობელი ადამიანის “ხმის ტემბრი”.რადგან ადრეულ წლებში იტალიაში,ამა თუ იმ ადამიანის ხმის ტემბრი მიჩნეული იყო ისეთ ბუნებრივ თვისებად ადამიანისა,რომლის შეცვლაც დაუშვებელი იყო.
იცით თუ არა,რომ
1. პირველი პილოტირებული მისია მთვარეზე (1969 წლის 19 ივლისს),რომელიც წარმატებით იქნა შესრულებული,კოსმოსური ხომალდის – “აპოლო 11″-ის მიერ,ასევე წარმატებულად დაბრუნდა დედამიწაზე 1969 წლის 24 ივლისს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დაჯდომის მომენტში კოსმოსურ ხომალდს “აპოლო 11″-ს,მხოლოდ და მხოლოდ 20 წამის საწვავიღა ჰქონდა დარჩენილი.
იცით თუ არა,რომ
1. XIX საუკუნის დიდ ქართველ მწერალს – ეგნატე ნინოშვილს,როდესაც ეკითხებოდნენ ცოლს რატომ არ ირთავო,ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს აძლევდა: “მონებს ვერ გავამრავლებო”.
იცით თუ არა,რომ
1. გენიალური ქართველი მსახიობის – ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალების შემდეგ,ასევე უდიდესმა ქართველმა პოეტმა – შოთა ნიშნიანიძემ მას მიუძღვნა დიდებული ლექსი,სახელწოდებით – “გამოთხოვება”,რომლის შესავალშიც “გულმოკლული” და საკუთარ თავზე გაბრაზებული პოეტი წერდა:
იცით თუ არა,რომ
1. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული,გენიალური ესპანელი მხატვრის – სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი დომენეკის (1904-1989 წლები),იგივე სალვადორ დალის,ზედსახელი – Avida Dollars გახლდათ,რაც თარგმანით – “დოლარებზე გაგიჟებულს” აღნიშნავს.
იცით თუ არა,რომ
1. ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 39-ე პრეზიდენტს – ჯიმი კარტერს (1977-1981 წლებში),ერთ დღეს გადაავიწყდა,რომ პიჟაკის ჯიბეში – “ბირთვული რაკეტების” გამშვები კოდი ედო და პიჯაკი,”ბირთვული კოდებით” ქინწმენდაში გაგზავნა.თუმცა მალევე მას გაახსენდა თუ რა უმნიშვნელოვანესი კოდები ჰქონდა ჯიბეში და მისი სასწრაფო ბრძანების შესაბამისად,პიჟაკიც სასწრაფოდვე უკან მიუტანეს.
იცით თუ არა,რომ
1. ჩრდილოეთ კორეაში,კომუნისტური რეჟიმის საშინელ პირობებში,პარტიის მიერ შემოღებული და რეკომენდირებული იქნა მეტად გასაოცარი წესი,რომლის მიხედვითაც,მამაკაცს დალაქთან თმის შეკრეჭით,მხოლოდ ათი ვარცხნილობის მიღება შეუძლია,ხოლო მანდილოსანს 18 სახეობის ვარცხნილობისა.სხვა სახეობები ვარცხნილობებისა ჩრდილოეთ კორეაში მიუღებელი და აკრძალულია.
იცით თუ არა,რომ
1. დიდი ძველბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი – სტრაბონი (ძვ.წ.აღ-ით 64-23 წლები),შავ ზღვას – “კოლხიდის ზღვად” მოიხსენიებდა.