Tag Archives: მითოლოგია

პაჩა კამაკი

პაჩა კამაკი - ინკების მითოლოგიის მიხედვით წარმოადგენდა – “სამყაროს შემოქმედს”.სწორედ მის სახელთან ასოცირდებოდა დედამიწაზე ქალისა და მამაკაცის შექმნა-მოვლინება.

დაგდა

დაგდა - წარმოადგენდა ირლანდიური მითოლოგიის ღვთაებას (კარგ,კეთილ ღმერთს),რომელიც გახლდათ ერთ-ერთი მთავარი ღმერთი ლუგომთან და დუანუსთან ერთად.

ჰურაკანი

ჰურაკანი - წარმოადგენდა მაიას უნიკალური ცივილიზაციის ქარიშხლისა და ცეცხლის ღვთაებას.იგი ასევე ერთ-ერთი იმ ღმერთთაგანი გახლდათ,რომელმაც სხვა ღმერთებთან ერთად,პირველად შექმნა – ადამიანი.

ცუკიოსუმი

ცუკიოსუმი - იაპონური მითოლოგიის მიხედვით წარმოადგენდა – მთვარის ღმერთს.იგი იყო “სინტოისკების პანთეონის” ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაებისა და მზის ღმერთის – ამატერასუს,უმცროსი ძმა.

“სატირები”

“სატირები” - ბერძნული მითოლოგიის მიხედვით გახლდნენ,ნაყოფიერების ტყის დემონები და ასევე ბორცვების და ხეების ავი სულები.ძველბერძენთა წარმოდგენით,ისინი ბინადრობდნენ საბერძნეთის ულამაზეს კუნძულებზე.

კასანდრა

ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით - კასანდრა,გახლდათ ტროას მეფის – პრიამასა და გეკუბის ის ქალიშვილი,რომელიც გენიალური ჰომეროსის გადმოცემის თანახმად,საუცხოო სილამაზით გამოირჩეოდა,მის ულამაზეს დედმამისშვილებს შორისაც კი.

“ფომორები”

“ფომორები” - გახლდნენ ის მითიური არსებები,ირლანდიური მითოლოგიისა,რომლებიც წარმოადგენდნენ “ქვედა დემონების” კლასის რიგს.

“უაკა”

“უაკა”- მოიხსენიებენ ასევე როგორც – “ვაკა”,კეჩუას ენაზე აღნიშნავს “თაყვანისცემის ობიექტს”.იგი წარმოადგენდა “წმინდა ადგილს” ინკების,ანდების კულტურის და სხვა ინდიელი ხალხისა (მცხოვრებნი სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში ამერიკისა).

“ტონაკატეკუტლი”

“ტონაკატეკუტლი” - წარმოადგენდა ცენტრალური ამერიკის ინდიელთა მითოლოგიის უმაღლეს ღვთაებას,რომელსაც მიიჩნევდნენ,როგორც – “ღმერთსა და მფლობელს ჩვენი არსობისას”.

“მბულუ”

“მბულუ” – ფიჯის ენაზე “ბულუ”,წარმოადგენდა ფიჯის კუნძულზე მაცხოვრებელი ხალხის მითოლოგიის მიხედვით – “გარდაცვლილთა სულების სამყაროს”,რომელიც მდებარეობდა მიწისქვეშეთში.