Tag Archives: საინტერესო ფაქტები
ანრი IV-ეს უცნაური შინაარსის მქონე წერილი…
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი – დაბანა,შუასაუკუნეების პერიოდის რიგ (მათ შორის წამყვან) ევროპულ ქვეყნებში ერთობ მიუღებელი პროცედურა გახლდათ.ამის თვალნათელი მაგალითები ისტორიაში მრავლად მოგვეპოვება.მაგალითად,კასტილიისა და ლეონის დედოფალს – იზაბელა I კასტილიელს (1451-1504 წლები),
გიორგი ჟუკოვი – “ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ,საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების სამსახურის და მისი უშუალო ხელმძღვანელის – ვიქტორ აბაკუმოვის მიერ 1946 წელს დაიწყო გამოძიება,რომელსაც შემდგომ – “გენერლების საქმე” ეწოდა და რომელიც “წითელი იმპერიის” უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებებს იძიებდა.
იოზეფ შულცი – “ვერმახტის ჯარისკაცი,რომელმაც შეინარჩუნა – ადამიანობა!”
როდესაც ფაშისტური გერმანიის შეიარაღებულ ძალებს – “ვერმახტს” ვახსენებთ,ბუნებრივია,იმთავითვე უარყოფითი დამოკიდებულება გვიჩნდება.თუმცა,ვერმახტის რიგებშიაც მოიძებნებოდნენ სულით მაღალი ადამიანები,რომელთა შორისაც აუცილებლად უნდა მოვიგონოთ ქალაქ ვუპერტალში 1909 წელს დაბადებული გერმანელი ჯარიკაცი – იოზეფ შულცი.
ეკატერინე II – “ეპიზოდი”
რუსეთის იმპერატორთან ეკატერინე II-სთან (1729-1796 წლები) ერთ-ერთი აუდიენციის დროს,მისმა ვაჟმა პავლე რომანოვმა წაიკითხა საფრანგეთში განვითარებული რევოლუციის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეპეშა,რის შემდეგაც აღელვებულმა შესძახა:
იოსებ სტალინი – “ეპიზოდი”
1948 წელს საბჭოთა გენსეკს – იოსებ სტალინს,შესთავაზეს ენახა რუსი კინორეჟისორის,სცენარისტისა და პედაგოგის – იული რაიზმანის მიერ გადაღებული რომანტიკული კომედიური ჟანრის მქონე მხატვრული ფილმი – “მატარებელი მიდის აღმოსავლეთით”,რაზეც ბელადმა თანხმობა განაცხადა.
ქრისტეფორე კოლუმბის გონიერი გადაწყვეტილება…
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი იტალიელი მეზღვაური-მკვლევარი - ქრისტეფორე კოლუმბი (1451-1506 წლები) და მისი საექსპედიციო ჯგუფი,მეოთხე ექსპედიციის დროს ურთულეს პირობებში აღმოჩნდნენ (ამავე ექსპედიციაში ახლდა თან ქრისტეფორეს მისი 13 წლის ვაჟი – ენდრიუ).
იოჰან სებასტიან ბახი – “ეპიზოდი”
ბაროკოს ეპოქის გენიალური გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი – იოჰან სებასტიან ბახი (1685-1750 წლები),როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,საშინელი ხასიათით გამოირჩეოდა და ეს მით უფრო შესამჩნევი ხდებოდა მაშინ,როდესაც საქმე მუსიკას ეხებოდა.
“დუმილის კოშკი”
“დუმილის კოშკი” – ერთ დროს სასანიდური სპარსეთის ოფიციალურ ზოროასტრიზმულ ათასწლოვან რელიგიაში მყარად დამკვიდრებული რწმენის თანახმად,გარდაცვლილი ადამიანის სხეული არაწმინდა იყო და იმისათვის,რომ მას მიწა არ წაებილწა,გარდაცვლილი თვისტომების ცხედრები მაღალ კლდეებზე სპეციალურად აღმართულ უზარმაზარი სიდიდის მქონე ეგრეთ წოდებულ – “დუმილის კოშკებში” მიჰქონდათ და იქვე ტოვებდნენ ბედის ანაბარა.
როგორ ისჯებოდა და ისჯება მრუშობისათვის ცოლ-ქმრის წყვილი?!
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიის ყოველ პერიოდსა და ყველა ხალხში,ცოლის მიერ ქმრის წინაშე ჩადენილი ღალატი უმკაცრესად (სიკვდილით) და უმეტეს შემთხვევაში საჯაროდ ისჯებოდა.ბაბილონური ტალმუდის მიხედვით,სულ ოთხი სახის სიკვდილით დასჯა იყო გავრცელებული – გაგუდვა,თავის მოკვეთა,ქვებით ჩაქოლვა და კოცონზე დაწვა.იმავე ბაბილონური ტალმუდის ცნობით,
რეიმონდ ალბერტ კროკი – “ეპიზოდი”
რეიმონ ალბერტ კროკი (1902-1984 წლები) – წარმოადგენდა უდიდეს ამერიკელ მეწარმეს,რესტორატორსა და მსოფლიოში სახელგანთქმული სწრაფი კვების რესტონების კორპორაციის McDonald’s-ის ერთ-ერთ ფუძემდებელს.