Tag Archives: ისტორია
ქეთევან წამებულის პასუხი იმამყული-ხან უნდილაძეს…
საქართველოს დაუძინებელმა მტერმა აბას I-მა,რომელიც თავს იწონებდა იმით,რომ ქართული ენა იცოდა,იმამყული-ხან უნდილაძეს უბრძანა კახეთის სამეფოს დედოფალი - ქეთევანი (1565-1624 წლები) დაერწმუნებინა იმაში,რომ მას რწმენა შეეცვალა.ირანის შაჰი უნდილაძეს იქვე მიუთითებდა,რომ უკეთუ ქართველი დედოფალი არ აღასრულებდა მის ბრძანებას,მაშინვე სასტიკი წამებით მოეკლათ იგი.საყურადღებო და ნიშანდობლივია ის გარემოება,
ლევან სანიკიძის გენიალური ნაწარმოებიდან – “დედა ისტორია”
„ყველამ იცოდა,მეფე-დედოფლის შუამდგომლობით უნდა გამოეშვა ნადირ-შაჰს ხორასნის ტყვეობიდან დაბრმავებული ძმები – შანშე და იესე ერისთავები.ძმა გზაზე მოჰკვდომოდა შანშეს.მოდიოდა,კუბოში ჩასვენებული ძმისა და მისი უბედურების თანაზიარი ახლობლების თანხლებით.
“ბაზალეთის შავბნელი ბრძოლის” შემდგომ…
ბედუკუღმართი და ბედდამწვარი საქართველოს ისტორიის სისხლით გაჯერებულ ფურცლებზე ძმათამკვლელი ომების ქარიშხალი არაერთხელ არის აღწერილი.აღნიშნულ პოსტში შევეხები ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ავადსახსენებელი მოვლენის – “ბაზალეთის ბრძოლის” (1626 წლის გვიანი შემოდგომა) შემდგომ განვითარებულ ერთობ ამაღელვებელ,სამარცხვინო და ყურადსაღებ ფაქტს.მას შემდეგ,რაც ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-სა და გიორგი სააკაძის ძმათამკვლელი ბრძოლა დასრულდა,თეიმურაზს იმერელი ტყვეები მიჰგვარეს.
ისკანდერ მუნში – ლუარსაბ მეფისა და ქართველების შესახებ წერდა…
” …და მისცა შაჰ აბასმა ლუარსაბ მეფეს ტფილისის ვილაიეთი,საქართველოს განთქმული ქალაქი,რომლის ციხესიმაგრეს თავი მარჩვიბის ვარსკვლავედის თაღამდე ჰქონდა აღმართული… ხოლო ხსენებული ლუარსაბი იყო საოცრად მომხიბლავი,მშვენიერი სახისა,მოხდენილი ყმაწვილი.
ალავერდი-ხანი (უნდილაძის) შესახებ…
ალავერდი-ხანი (უნდილაძე) – წარმოადგენდა XV-XVI საუკუნეებში მოღვაწე ერთ-ერთ უდიდეს (გამაჰმადიანებულ ტომით ქართველ) ირანელ პოლიტიკურ მოღვაწესა და საქართველოს დაუძინებელი მტრის, ირანის შაჰის აბას I-ის რეფორმების სულისჩამდგმელსა და განმახორციელებელს.
დავით აღმაშენებლის მიერ ჩამოყალიბებული – “სავაზირო” (უმაღლესი სახელმწიფო მთავრობა)
მას შემდეგ,რაც დავით IV აღმაშენებლის (1073-1125 წლები) ხელში,უზენაეს საერო ხელისუფლებასთან ერთად,მტკიცედ მოექცა უზენაესი სასულიერო საჭეთმპყრობელობაც,გენიალურმა ქართველმა მეფემ საბოლოოდ ჩამოაყალიბა უმაღლესი სახელმწიფო მთავრობა,რომელსაც – “სავაზირო” ეწოდებოდა, და რომელიც სრულიად ემორჩილებოდა მეფეს.
ბოლშევიკური ჯოჯოხეთი
ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვეებიდან დაიწყეს მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი “ტერორი” საკუთარი ხალხის მისამართით.მათ მიერ ესოდენ სწრაფად და ეფექტურად განხორციელებული უსასტიკესი რეპრესიები ადასტურებს იმ ფაქტს,რომ ბოლშევიკები და ზოგადად კომუნისტები,ასე იქცეოდნენ არა გამოუვალი მდგომარეობის-და გამო,არამედ წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.
ბოჰემიისა და ბოლონიის სახელწოდების შესახებ…
ჩეხეთის ისტორიულმა რეგიონმა – ბოჰემიამ და იტალიის ერთ-ერთმა ულამაზესმა ქალაქმა – ბოლონიამ,თავიანთი სახელწოდება,გვიანი რკინის ხანაში მაცხოვრებელი კელტური ტომისგან – ბოიებისაგან მიიღეს.
როგორ დასაჯა რომის იმპერიამ კართაგენი?!
მას შემდეგ,რაც მესამე პუნიკურ ომში ძვ.წ.აღ-ით 149-146 წლებში რომის იმპერიამ საბოლოოდ დაამარცხა ხმელთაშუაზღვისპირეთში (თანამედროვე ტუნისში) არსებული ანტიკური ქალაქ-სახელმწიფო კართაგენი,რომაელების სიძულვილი მის მიმართ იმდენად დიდი გახლდათ,
იოსებ სტალინი “ქართველებისა და საქართველოს” შესახებ წერდა…
“ავიღოთ თუნდაც ქართველები.რეფორმების წინა ხანაში ქართველები საერთო ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ; მიუხედავად ამისა,ისინი არსებითად ერთ ერს არ შეადგენდნენ,ვინაიდან,ნაწილდებოდნენ რა ერთმანეთისაგან მოწყვეტილ მთელ რიგ სამთავროებად,