Tag Archives: საინტერესო ფაქტები
ალექსანდრე მაკედონელი და გიმნოსოფისტები
აზიის ლაშქრობისას,მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა მხედართმთავარმა – ალექსანდრე მაკედონელმა,ტყვედ აიყვანა ის ათი ინდოელი გიმნოსოფისტი (ასე მოიხსენიებდნენ იმ ასკეტ-ფილოსოფოსებს,რომლებიც არ ატარებდნენ ტანისამოსს),რომლებმაც ძალიან ბევრი ვნება მიაყენეს არა მარტო პირადად ალექსანდრეს,არამედ მაკედონელთა არმიასაც.
ლეონარდო და ვინჩის გენიალური ქმნილების – “საიდუმლო სერობის” შესახებ…
1496 წელს მილანის ჰერცოგმა სფორცების დინასტიიდან – ლუდოვიკო სფორცამ და მისმა მეუღლემ – ბეატრიჩე დ’ესტემ,გადაწყვიტეს რომ სფორცების საგვარეულო საძვალედ მიჩნეულ სანტა მარია დელა გრაციეს სატრაპეზოს ჩრდილოეთ კედელზე “საიდუმლო სერობის” ფრესკა გამოესახათ.
შოტლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები – “ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1950 წლის 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით ბრაზილიაში გაიმართა და მასში მონაწილეობა მხოლოდ 13-მა საფეხბურთო ნაკრებმა მიიღო.მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრილმა თურქეთისა და შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებებმა,
ჩარლზ რობერტ დარვინი – “ეპიზოდი”
დიდ ინგლისელ ბუნებისმეტყველთან და მოგზაურთან - ჩარლზ რობერტ დარვინთან (1809-1882 წლები),რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ,ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ერთი მებაღე,რომელიც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იყო განწყობილი დარვინის მიმართ.
იოჰან გეორგ ზულცერის პასუხი ფრიდრიხ II-ს…
პრუსიის მეფეს ჰოენცოლერნების დინასტიიდან – ფრიდრიხ II დიდს (ზედსახელად – “ბებერი ფრიცი”),ძალიან უყვარდა ხოლმე თავისი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან საათობით დიალოგებისა და პოლემიკების გამართვა ამა თუ იმ საჭირბოროტო თემებზე,მათ შორის მეცნიერებაზეც.ხშირ შემთხვევებში შეკითხვების ავტორი თავად ფრიდრიხი იყო,ხოლო მოპასუხეები კი მეცნიერები.ერთ-ერთი დისკუსიის დროს,პრუსიის მეფემ მასთან შეკრებილ მეცნიერებს ჰკითხა:
დენზელ ჰეის ვაშინგტონი – “ეპიზოდი”
2004 წელს ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი – ანტონ ფუკუა,აპირებდა გადაეღო მხატვრული ფილმი,სახელწოდებით – “ამერიკელი განგსტერები”.მან,მთავარი როლის შესრულებისთვის ორი კინოვარსკვლავი,ამერიკელი – დენზელ ჰეის ვაშინგტონი და პუერტო-რიკოელი – ბენისიო დელ ტორო შეარჩია.
ჯონ სეჯვიკი – “ეპიზოდი”
ამერიკის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, 1864 წლის 9 მაისს პოტსილვეინის ბრძოლის დაწყებისას ამერიკული მოკავშირეთა არმიის გენერალი – ჯონ სეჯვიკი (1813-1864 წლები) არტილერიას ხელმძღვანელობდა.კონფედერატმა სნაიპერებმა სეჯვიკის პოზიციებისაკენ ცეცხლი დაახლოებით ერთი კილომეტრის სიშორის მანძილიდან გახსნეს,
გენიალური იაპონელი მოსწავლის გასაოცარი პასუხები…
სასწავლო წლის დასაწყისში, ნიუ-ორკში მდებარე სკოლის ერთ-ერთი მე-8 კლასის ისტორიის გაკვეთილზე შევიდა ამერიკელი პედაგოგი. მისალმების შემდეგ,
მასწავლებელმა კლასს იაპონური წარმომავლობის მქონე ახალი მოსწავლე – შაკირო სუძუკი წარუდგინა და მალევე ისტორიული თემატიკის მქონე შეკითხვების დასმა დაიწყო:
იოსებ სტალინის “ორიგინალური ხუმრობა”
ცნობილი რუსი დიპლომატის,პუბლიცისტისა და სტალინის პირადი თარჯიმნის – ვალენტინ ბერეჟკოვის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში – “სტალინის გვერდით”,მოყვანილია მეტად საინტერესო ფაქტი,რომელიც დაფიქსირებულ იქნა 1945 წელს იალტის კონფერენციის მიმდინარეობისას.სამი ქვეყნის ლიდერი – სტალინი,რუზველტი და ჩერჩილი განცალკევებით ისვენებდნენ და თან ბაასობდნენ.უინსტონი ძალიან კარგ ხასიათზე იყო და სტალინთან,რომელიც ყალიონს აკეთებდა,გახუმრება სცადა:
“თანამდეროვე მასხარა”
ჩვენი სამყარო რომ სავსეა საოცარი მოვლენებით და ფაქტებით ახალი არავისთვისაა.ის რაც ადრეულ ეპოქებში ერთობ დამკვიდრებულ ტრადიციას წარმოადგენდა,ბევრს,თანამედროვე სამყაროში სასაცილოდაც არ ჰყოფნის,თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ წარსულში დამკვიდრებული წესი ვინმემ დაივიწყა და კვლავაც არ იყენებს.ამის თვალნათელი მაგალითი გახლავთ წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ტონგის სამეფოს მეფის – ტაუფა’აჰაუ ტუპოუ IV-ის (1918-2006 წლები) მიერ მიღებული გადაწყვეტილება.