Tag Archives: ისტორია
რამდენიმე ფაქტი იაპონიის შესახებ…
1. როგორც რიგი იაპონური ისტორიული წყარო მოწმობენ,აღმოსავლეთ აზიაში მდებარე უნიკალური კულტურის მქონე კუნძულოვან ქვეყანას – იაპონიას,პირველად – “ამომავალი მზის ქვეყანა”,ამავე ქვეყნის იმპერატორმა – სიოტუკომ (ნამდვილი სახელი – უმაიადო – 574-622 წლები) უწოდა.
ქსერქსე I-ის განცხადება…
როგორც ისტორიულად არის ცნობილი,ძველი ბერძნები – ლეღვს,ერთ-ერთ საუკეთესო და უიშვიათეს მცენარედ მიიჩნევდნენ.იმ პერიოდისათვის აღნიშნული ხილი მეტად დიდ იშვიათობას წარმოადგენდა და იგი მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყანაში ხარობდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ძველი ბერძნები თავიანთი ქვეყნიდან ლეღვის ნაყოფის გატანას – კონტრაბანდად მიიჩნევდნენ.
რაში შეცდა პოლიბიოსი?
დიდი ძველბერძენი ისტორიკოსი,სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი – პოლიბიოსი (ძვ.წ.აღ-ით 200-120 წლები),გვაუწყებდა,რომ ძვ.წ.აღ-ით 217 წელს ეგვიპტის ფარაონმა პტოლემე IV ფილოპატორმა ომი გამოუცხადა სელევკიდების ელინისტური სახელმწიფოს (სირიის) მეფეს – ანტიოქე III დიდს.
ნაპოლეონ I ბონაპარტის შესახებ…
ერთ დროს უდიდესი ძალაუფლების მფლობელისა და ევროპის შემაზანზარებელი ფრანგი მხედართმთავრის – ნაპოლეონ ბონაპარტის ცხოვრების უკანასკნელი ეტაპი ისე წარიმართა,როგორსაც იგი თვით ყველაზე ამაზრზენ სიზმარშიც რომ ვერ ნახავდა.
გიორგი ჟუკოვი – “ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ,საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების სამსახურის და მისი უშუალო ხელმძღვანელის – ვიქტორ აბაკუმოვის მიერ 1946 წელს დაიწყო გამოძიება,რომელსაც შემდგომ – “გენერლების საქმე” ეწოდა და რომელიც “წითელი იმპერიის” უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებებს იძიებდა.
ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისრის შესახებ…
ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი (37-68 წლები) – რომლის ნამდვილი სახელი და გვარი რომის იმპერატორის კლავდიუსის მიერ მისი შვილად აყვანამდე – ლუციუს დომიციუს აჰენორბაბუსი გახლდათ,ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ,აღვირახსნილ,დაუნდობელ და ოდიოზურ მმართველად მიიჩნევა დღემდე რომის ისტორიაში.
ჯორჯ III-ს ბიოგრაფიიდან…
ჯორჯ III (1738-1820 წლები),იგივე ჯორჯ უილიამ ფრედერიკ ჰანოვერი - წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფეს.დიდი ხნის განმავლობაში მიჩნეული იყო,რომ იგი მანიაკალური-დეპრესიის სინდრომით იტანჯებოდა,თუმცა 1960-იან წლებში მეცნიერებმა წამოაყენეს თეორია იმის შესახებ,რომ ჯორჯი – “პორფირიით” იყო დაავადებული
ხოსრო I ანუშირვანი – “ეპიზოდი”
სასანიანების დინასტიის წარმომადგენელი შაჰინშაჰი ირანის სამეფო ტახტზე - ხოსრო I ანუშირვანი (501-579 წლები),რომელიც ქვეყანას თითქმის 50 წლის მანძილზე მართავდა,ღრმად იყო დარწმუნებული რომ ქვეყნის ის მოქალაქეები,რომლებიც დაუქორწინებლები (შესაბამისად უშვილოები) იყვნენ ან სამსახურით არ იყვნენ დაკავებულნი,
კონრად ჰერმან იოზეფ ადენაუერის შესახებ…
კონრად ჰერმან იოზეფ ადენაუერი (1976-1967 წლები) – წარმოადგენდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველ ბუნდესკანცლერსა და გერმანიის სახელმწიფო მოღვაწეს.საინტერესოა ის გარემოება,რომ მან ქვეყნის მართვის სადავეები 73 წლის ასაკში (1949 წლის 15 სექტემბერი) აიღო ხელში,რამაც განაპირობა კიდეც ადენაუერის,როგორც “თანამედროვე ისტორიაში” ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული მმართველის ტიტულის მინიჭება.
ჯეიმზ I სტიუარტის შესახებ…
ელისაბედ I-ის გარდაცვალების შემდეგ,ინგლისის სამეფო ტახტზე ასული სტიუარტების დინასტიის პირველი მეფის ჯეიმზ I-ის (1566-1625 წლები) ოფიციალურად ცნობილი მამა და შოტლანდიის დედოფლის – მარიამ სტიუარტის მეუღლე – ჰენრი სტიუარტი,იგივე ლორდი დარნლი,ჯეიმზს ღვიძლ შვილად არასოდეს აღიარებდა.