Tag Archives: საინტერესო ფაქტები
მაქსიმ მორკი – “ეპიზოდი”
ცნობილი რუსი მწერლის,პროზაიკოსისა და დრამატურგის – მაქსიმ მორკის (1868-1936 წლები) დამოკიდებულება ქრისტიანული რწმენისა და ეკლესიისადმი,არაერთგვაროვანი იყო.ახალგაზრდობაში იგი მორწმუნე ქრისტიანი იყო და ხშირადაც დადიოდა ეკლესიებსა და მონასტრებში.
იოანე პავლე II-ეს შესახებ…
ერისკაცობაში – კარელ იოზეფ ვოიტილას (1920-2005 წლები),იგივე იოანე პავლე II-ს,რომელიც პირველი პოლონელი იყო წმინდა პეტრეს ტახტზე,ბავშვობაში ძალიან დიდი ტრაგედიები დაატყდა თავს. 8 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა,მალევე უფროსი ძმაც აღესრულა,ხოლო 1941 წელს მამაც გარდაეცვალა.სწორედ ამიტომ ამბობდა იგი: “20 წლის ასაკში მე უკვე დავკარგე ყველა ის,ვინც მიყვარდაო”.
ნარბარინ ენხბაიარის შესახებ…
აღმოსავლეთ-ცენტრალურ აზიაში მდებარე სახელმწიფოში – მონღოლეთში, 2005 წლის 22 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმათა 54,2 % მიიღო,ეროვნებით ბურიატმა კანდიდადტმა და პროფესიით ლიტერატორ-მთარგმნელმა - ნარბარინ ენხბაიარმა.
მაჰათმა კარამჩანდ განდის შესახებ…
ინდოეთის ეროვნულმა გმირმა,სულიერმა და პოლიტიკურმა ლიდერმა – მაჰათმა კარამჩანდ განდიმ (1869-1948 წლები),რომლის წინამძღოლობითაც ინდოეთმა ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა,პირველი “ომი”,იმ ინდოელების წინააღმდეგ აწარმოა,რომლებიც ეგრეთ წოდებული “მიუკარებლების” (ინდოეთში მაცხოვრებელი ყველაზე დაბალი სოციალური ჯგუფები) კასტების დისკრიმინაციასა და იგნორირებას ეწეოდნენ.
აფრიკელი მონების ექსპლუატაცია – “ეპიზოდი”
ადამიანების მიერ ადამიანებისვე დამონების ამაზრზენი პრაქტიკა სათავეს უძველესი ეპოქებიდან იღებს.ამ უსაშინლესმა და კიდევ ერთმა (არა)ადამიანურმა მანკიერმა თვისებამ დედამიწაზე მილიონობით უდანაშაულო ადამიანის არა მარტო სიცოცხლე,არამედ ფესვებიდან მოგლეჯაც გამოიწვია.მონების განსაკუთრებული ექსპლუატაცია ახალი ტალღით აფრიკის კონტინენტის “ათვისების” შემდეგ დაიწყო.
რონალდ უილსონ რეიგანი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი - რონალდ უილსონ რეიგანი (1911-2004 წლები),მეტად არაორდინალური იუმორის გრძნობითა და ნიჭით იყო დაჯილდოებული.როგორც მისი თანამედროვეები ამბობდნენ,მას ძალიან მოსწონდა ის,როდესაც რეიგანის ხუმრობაზე ხალხი ხალისობდა.
ვილჰელმ ფრანც კანარისი – “ეპიზოდი”
ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთმა გავლენიანმა სახელწიფო მოხელემ,ადმირალმა და ვერმახტის საგარეო დაზვერვის (აბვერი”) შეფმა – ვილჰელმ ფრანც კანარისმა (1887-1945 წლები),რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,”ჰოლოკოსტის” მძვინვარების პერიოდში,ებრაელებს საკმაოდ დიდი დახმარება აღმოუჩინა.
ელისაბედ II უინძორი – “ეპიზოდი”
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ს,თანამედროვეები “გულკეთილ და მკაცრი ხასიათის” მქონე ქალბატონად მოიხსენიებენ.მეორე მსოფლიო ომის მიმდონარეობისას,ფაშისტების მიერ დაბომბილ იქნა ლონდონის ერთ-ერთი აღმოსავლეთი რაიონი ისთ-ენდი.
ჰანტერ სტოკტონ ტომპსონი – “ეპიზოდი”
გამოჩენილ ამერიკელ მწერალს,ჟურნალისტს,გონზო-ჟურნალისტიკის ფუძემდებელსა და ავტორს,საყოველთაოდ გახმაურებული რომანისა – “შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში” – ჰანტერ სტოკტონ ტომპსონს (1937-2005 წლები),იმდენად სძულდა ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 37-ე პრეზიდენტი – რიჩარდ მილკჰაუზ ნიქსონი,რომ საშინელი რიტორიკის მქონე კრიტიკა მისი გარდაცვალების შემდეგაც კი არ შეუწყვეტია.
ხოსე რაულ კაპაბლანკა-ი-გრაუპერა – “ეპიზოდი”
გენიალური კუბელი მოჭადრაკე,მსოფლისო მე-3 ჩემპიონი ჭადრაკში და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული - ხოსე რაულ კაპაბლანკა-ი-გრაუპერა (1888-1942 წლები),იუმორის განსაკუთრებული გრძნობით იყო დაჯილდოებული. 26 წლის ასაკში მყოფმა ხოსემ მუშაობა კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატად დაიწყო მუშაობა.