Tag Archives: საინტერესო ფაქტები

მალის რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრები – “ეპიზოდი”

მიუხედავად იმისა,რომ აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილში მდებარე – მალის რესპუბლიკაში,ჯერ კიდევ 1962 წელს ჩამოყალიბდა ქვეყნის საფეხბურთო ეროვნული ფედერაცია, 2000 წლამდე (ანუ 38 წლის მანძილზე) აღნიშნული ქვეყნის ეროვნულ გუნდს მაინც არასოდეს მიუღია მონაწილეობა არა მარტო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე,არამედ მსოფლიო ჩემპიონატის არც ერთ შესარჩევ ციკლშიც კი.

პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშეს შესახებ…

გენიალური ფრანგი დრამატურგი და პუბლიცისტი – პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშე (1732-1799 წლები),არა მარტო ლიტერატურული საქმიანობით იყო დაკავებული,არამედ სახელმწიფო სამსახურშიც აქტიურად იყო ჩართული.კერძოდ,იგი წარმოადგენდა საფრანგეთის სამეფო კარის იმ “საიდუმლო ჯაშუშს”,რომელმაც არაერთი სერიოზული პრობლემა ააცილა,როგორც საფრანგეთის მეფეს – ლუი XV-ს,ასევე თავად საფრანგეთსაც.

ამედეო (იედიდია) კლემენტ მოდილიანი – “ეპიზოდი”

ებრაელ-სეფარდებთა წარმომავლობის მქონე გენიალური იტალიელი მხატვარი,მოქანდაკე და ექსპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი – ამედეო (იედიდია) კლემენტ მოდილიანი (1884-1920 წლები),არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა ულამაზეს ფრანგ მხატვარ ქალთან და ცნობილ მოდელთან – ჟანა ებიუტერნთან.

ანა იოანეს ასული – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი გავრცელებული ლეგენდის თანახმად,რუსეთის რიგით მე-4 იმპერატორის (რომანოვების სამეფო დინასტიიდან) – ანა იოანეს ასულის (1693-1740 წლები) საწოლ ოთახში,გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეშევრდომები შევიდნენ.მათი გაოცება და ერთგვარი შიში გამოიწვია იმ ფაქტმა,

“ჰაკას” ისტორიიდან…

გადმოცემების თანახმად,დაახლოებით ათასი წლის წინათ ახალი ზელანდიის ნაპირებს შვიდი ის კანოე მიადგა,რომლთა ბორტებზეც აღმოსავლეთ პოლინეზიელი ხალხი იმყოფებოდა.როგორც ლეგენდებშია გავრცელებული,ისინი ახალ ზელანდიას მითიური მიწიდან – ჰავაიუკიდან ეწვივნენ.მათივე მითოლოგიით – ჰავაიუკი აღმოსავლეთ პოლინეზიელების სამშობლოს წარმოადგენდა. 

მუჰამედ ალი – “ეპიზოდი”

2002 წლის იანვრის თვეში,ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლოს-ანჯელესში განთავსებულ “ჰოლივუდის დიდების ხეივანში”,გახნილ იქნა ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი მოკრივის – კასიუს კლეის,იგივე მუჰამედ ალის სახელობის “დიდების ვარსკვლავი”.

ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი – “ეპიზოდი”

ნაკლებად არის ცნობილი,რომ საყოველთაოდ ცნობილი შვედი საბავშვო მწერალი ქალი და ავტორი ისეთი ნაწარმოებებისა,როგორებიცაა – “პეპი გრძელი წინდა”,”სახურავის ბინადარი კარლსონი” და სხვა – ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი (1907-2002 წლები),შვედეთის ულტრა ნაციონალიტურ-სოციალისტური პარტიის წევრი გახლდათ 1930-1940-იან წლებში.

ნაპოლეონ ბონაპარტი – “ეპიზოდი”

საფრანგეთის ლეგენდარული მხედართმთავრის,პოლიტიკური ლიდერისა და რევოლუციის გენერლის – ნაპოლეონ ბონაპარტის იმპერატორად კორონიზაციის დღეს (1804 წლის 18 მაისს),აღნიშნული მოვლენის აღსანიშნავად პარიზის ცაში გაშვებულ იქნა უზარმაზარი არწივის ფორმის მქონე “უპილოტო” საჰაერო ბურთი.

პრესკოტ შელდონ ბუში – (“ფაშისტების” გულშემატკივარი სენატორი)

პრესკოტ შელდონ ბუში (1895-1972 წლები) – წარმოადგენდა ამერიკელ სენატორს კონეკტიკუტის შტატიდან,ბანკირს და ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41 პრეზიდენტის – ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშის მამას და ამავე ქვეყნის რიგით 43-ე პრეზიდენტის – ჯორჯ უოკერ ბუშის (უმცროსი) ბაბუას.

ჰენრიკ იოჰან იბსენი – “ეპიზოდი”

დიდი ნორვეგიელი დრამატურგი,პოეტი,პუბლიცისტი და ნორვეგიული ნაციონალური თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ჰენრიკ იოჰან იბსენი (1828-1906 წლები),რბილად რომ ვთქვათ “ვერ იტანდა” ცნობილ შვედ მწერალს,დრამატურგსა და თანამედროვე შვედური ლიტერატურის ფუძემდებელს – იოჰან ავგუსტ სტრინდბერგს (1849-1912 წლები).