Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ოიოში დამკვიდრებული ტრადიცია…

XV-XIX საუკუნეებში,თანამედროვე ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა იორუბას ხალხით დასახლებული აფრიკული ქალაქ-სახელმწიფო – “ოიო”.აღნიშნული ქალაქ-სახელმწიფოს მმართველები ოიოს მართავდნენ მანამ,სანამ ისინი ხალხზე ზრუნავდნენ და შესაბამისად,ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობით სარგებლობდნენ.იმ შემთხვევაში,

“დავალიანების დაფარვის საოცარი მეთოდი”

დავალიანების დაფარვის საოცარი მეთოდი ჰქონდათ დაწესებული ინდოეთში მდებარე ქალაქ რაჯახმუნდრში.კერძოდ,თუკი რომელიმე მოქალაქეს ქალაქის ბიუჯეტის დავალიანება გააჩნდა (მათ შორის კომუნალური),მისი სახლის წინ ღამის საათებში იკრიბებოდა ქალაქის მერიის მიერ სპეციალურად დაქირავებული მედოლეები,

ნაპოლეონ ბონაპარტი – “ეპიზოდი”

დიდ ფრანგ მხედართმთავარს და საფრანგეთის იმპერატორს – ნაპოლეონ ბონაპარტს (1769-1821 წლები),რომელიც რუსეთის დაუძინებელ მტრად მიიჩნეოდა,რაოდენ რთული დასაჯერებელიც არ უნდა იყოს,ახალგაზრდობაში სამხედრო სამსახურის გავლა,სწორედ რუსეთის იმპერიის არმიაში სურდა (ეს ის პერიოდია,როდესაც რუსეთის იმპერიას ოსმალეთთან ჰქონდა ომი).

კუნძული დელოსი – “ეპიზოდი”

ეგეოსის ზღვაში მდებარე ულამაზესი კუნძული – დელოსი,რომელიც “იუნესკომ” 1990 წელს მსოფლიო მემკვდირეობის ნუსხაში შეიტანა,მასზე განთავსებული უნიკალური არქეოლოგიური ძეგლების გამოისობით,უძველესი ეპოქებიდანვე საბერძნეთის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად იყო მიჩნეული.

“რომის დიდი ხანძარი”

რომის საყოველთაოდ ცნობილი იმპერატორი - ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი (37-68 წლები),იგივე – ნერონი,რომ სისასტიკითა და ამორალური თვისებებით გამორჩეული დიქტატორი იყო – ფაქტია! იგი,მის მიერ ჩადენილ უამრავ დანაშაულებებთან ერთად,დადანაშაულებულია “მარადიული ქალაქის” – რომის გადაწვაში. 

“სიკვდილის ბარჟა”

ისტორიის ისედაც ცოდვით დამძიმებულ ფურცლებზე,კაცთა მოდგმის მიერ კაცთა მოდგმის მიმართ ჩადენილი არაერთი მიზანთროპული ფაქტია მოყვანილი.ცნობილია,რომ – კომუნისტებმა და ფაშისტებმა,პატიმრები (ტყვეები) ბარჟებზე შედენეს,დაუკეტეს ყველა გემბანზე ამოსასვლელი კარი,გაიყვანეს ღია ზღვაში და ხალხით სავსე გემები დაძირეს,რასაც,ბარჟაზე მყოფი ყველა პატიმრისა თუ ტყვის საშინელი წამებით აღსასრული მოჰყვა.

ფოკიონი – “ეპიზოდი”

დიდი ძველბერძენი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე - ფოკიონი (ძვ.წ.აღ-ით 402-318 წლები),ქერონეის ბრძოლის შემდეგ,თხუთმეტი წლის მანძილზე ბერძენთა მთავარი სტრატეგოსის ფუნქციებს ითავსებდა.მან არაერთი დიდი ბრძოლა და ომი გადაიტანა,მათ შორის – “ლამიის ომი”,სადაც დიდი გმირობით გამოირჩა.

სოლონი – “ეპიზოდი”

ლეგენდად ქცეულ ძველბერძენ კანონმდებელს,დემოკრატიის ფუძემდებელს,მხედართმთავარსა და პოეტს - სოლონს (ძვ.წ.აღ-ით 638-558 წლები),მის მიერ შემუშავებულ სისხლის სამართლის საკანონმდებლო მუხლებში (რომლებიც საუკუნეების მანძილზე გახლდათ ბერძნული სამართლის უმთავრესი დედაბოძი) ერთადერთი რაც არ ჩაუდია,

“ამერო” – (ჩრდილოამერიკული ჰიპოთეტური ვალუტა)

“ამერო” – წარმოადგენს ჩრდილოეთ ამერიკული ჰიპოთეტური კავშირის ერთიანი ვალუტის შექმნის შესაძლო პროექტს,რომელშიც მოიაზრებენ ამერიკის შეერტებულ შტატებს,მექსიკასა და კანადას.ვარაუდობენ,რომ მომავალში აღნიშნული ვალუტა ჩააანაცვლებს ამერიკულ დოლარს,კანადურ დოლარსა და მექსიკურ პესოს.

მარკ ტვენი – “ეპიზოდი”

გენიალურ ამერიკელ მწერალს,სატირიკოსსა და იუმორისტს – სემიუელ ლენგჰორნ კლემენზს (1835-1910 წლები),იგივე - მარკ ტვენს, 1880-იან წლებში ოფიციალურად შესთავაზეს,შოტლანდიური წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი გამომგონებლის,მეცნიერისა და ბიზნესმენის – ალექსანდრე გრეიამ ბელის მიერ დაარსებულ სატელეფონო კავშირის სისტემის კომპანიაში – “AT&T Bell Laboratories”-ში ჩაედო ინვესტიცია.