Tag Archives: ისტორია
ადოლფ ჰიტლერის შესახებ…
1942 წლის 19 ნოემბერს,როდესაც პირველი ცნობები მიიღო საბჭოთა ჯარების მიერ ფრონტის ხაზის გარღვევის შესახებ,ადოლფ ჰიტლერი ობერზალცბერგში იყო გადაბარგებული.შეტევითი ბრძოლები,რომელსაც “წითელი არმია” ცხრა კვირის განმავლობაში აწარმოებდა სტალინგრადში,გერმანული ჯარის კაპიტულაციით დასრულდა.
სპარტელების გასაოცარი წესები…
ძველი სპარტული რეტრა,როგორც იმ პერიოდების დროინდელი ისტორიკოსები გადმოგვცემენ,სპარტელებს უკრძალავდა ერთსა და იმავე მტერზე ხშირად ლაშქრობას.ამის უმთავრესი მიზეზი კი მეტად საინტერესო გარემოება გახლდათ.კერძოდ,ის რომ,სპარტელების აზრით ასეთ შემთხვევაში მტერი თავდაცვას ეჩვეოდა და ხვეწდა,
მარკუს პორციუს კატონის (უმცროსი) შესახებ…
მარკუს პორციუს კატონი „უმცროსი” (ძვ.წ.აღ-ით 95-46 წლები) – წარმოადგენდა იმ შესანიშნავ რომაელ პოლიტიკურ მოღვაწეს, ლეგატს (ელჩს), სამხედრო ტრიბუნს, პრეტორსა და მარკუს პორციუს კატონის (უფროსი) შვილთაშვილს, ძველი რომაელები თვით გაიუს იულიუს კეისარსაც რომ ადარებდნენ.
როგორ დასაჯა სპარტელმა დედამ – “სამშობლოს მოღალატე” შვილი?!
პავსანია (ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეები) – წარმოადგენდა სპარტელ იმ მხედართმთავრს,რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბერძენ-სპარსელთა ომში.იგი ხელმძღვანელობდა ბერძენთა არმიას პლატეის ბრძოლის დროს ძვ.წ.აღ-ით 479 წელს და მისმა გამარჯვებამ აღნიშნულ ბრძოლასა და მიკალესთან გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში მცირე აზიაში მდებარე ბერძნული ქალაქები სპარსელებისაგან გაანთავისუფლა.
იაკობ გოგებაშვილი – ერეკლე II-ს და დარეჯან დადიანის შესახებ…
დაუყოლებელი,შეუჯერებელი წინააღმდეგობა საქართველოს ერთობას აღმოუჩინა დედოფალმა დარეჯან დადიანმა (1734-1807 წლები.ქართლ-კახეთის დედოფალი,ერეკლე II-ს მესამე ცოლი),რომელიც ეშმაკობაში დახელოვნებული იყო,მაგრამ ნამდვილს ჭკუას და მამულის სიყვარულს კი მოკლებული.საუბედუროდ ქვეყნისა დარეჯანს დიდი გავლენა ჰქონდა ბოლოს ხანებში ერეკლეზედ და სახელმწიფო დიდ საქმეებშიაც კი თავისს ნებაზედ ატარებდა მას.
“შემზარავი სინოდი” – (მკვდარი სინოდი)
“შემზარავი სინოდი” – IX-X საუკუნებში რომის კათოლიკური ეკლესია საშინელი პოლიტიკური და მორალური (ზნეობრივი) კრიზისის წინაშე იდგა.რომის პაპებს,იმისათვის,რომ ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური საყრდენი ჰქონოდათ,ისინი სხვადასხვა გავლენიანი იტალიელი თუ ევროპელი მმართველების გავლენის ქვეშ ხვდებოდნენ და შესაბამისად,მათ მარიონეტებსაც წარმოადგენდნენ.
კარდინალი რეჯინალდ პოული – ნიკოლო მაკიაველის შესახებ…
კარდინალი რეჯინალდ პოული (1500-1558 წლები) – წარმოადგენდა ინგლისელ კარდინალს,კანტერბერიის უკანასკნელ კათოლიკე არქიეპისკოპოსსა და ინგლისის სამეფო დინასტიის პლანტაგენების ერთ-ერთ შთამომავალს.მას,იმ პერიოდის უამრავი სასულიერო პირების მსგავსად,დიდი იტალიელი (ფლორენციელი) სახელმწიფო მოღვაწე,მოაზროვნე,ფილოსოფოსი და მწერალი – ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი “ათეისტად” და “ეშმაკის ნაშიერად” მიაჩნდა.
ალექსანდრე მაკედონელი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც მსოფლიოს ელვის უსწრაფესად მოედო კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავრის - ალექსანდრე მაკედონელის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავი,ათენში,სადაც მაკედონელს და ზოგადად მაკედონიას უამრავი ძველი მტრები ჰყავდა,აღნიშნულმა ინფორმაციამ დიდი აღფრთოვანება და სიხარული გამოიწვია.
ოლივერ კრომველი
ერთმა გონიერმა კაცმა თქვა – „თუ გეტყვიან, რომ არ არსებობდა ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ისრაელის მეფე დავითი და ბიბლიური პერსონაჟი გედეონი, მოუყევით მათ ოლივერ კრომველის შესახებო”.
ჰენრი VIII-ეს შესახებ…
ჰენრი VIII (1491-1547 წლები) – წარმოადგენდა ტიუდორების დინასტიის რიგით მეორე ინგლისის მეფეს,რომელიც ერთ-ერთ უმთავრესი რელიგიური რეფორმატორის სახელთ შევიდა ინგლისის ისტორიაში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ თავდაპირველად ჰენრი VII-ს თავისი უმცროსი ვაჟის სასულიერო გზაზე დაყენება ჰქონდა გადაწყვეტილი,რის გამოც ადრეული ბავშვობიდანვე ღვთისმეტყველების შესწავლა დააწყებინა.