Tag Archives: საინტერესო ფაქტები
ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის ერთ-ერთი ვერსია…
1963 წლის 22 ნოემბერს,შუადღის 12:30 წუთზე,ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მომხდარმა საშინელმა მოვლენამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.სწორედ ამ დღეს იქნა მოკლული ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 35-ე პრეზიდენტი - ჯონ ფიცჯერალდ კენედი (1917-1963 წლები).თუ ვის მიერ იქნა ორგანიზებული მკვლელობა დღემდე დავის საგანს წარმოადგენს.
ჯორჯ ვაშინგტონი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პრეზიდენტი - ჯორჯ ვაშინგტონი (1732-1799 წლები),ახალგაზრდული ასაკიდანვე იტანჯებოდა კბილებზე წარმოქმნილი პრობლემებით (კარიესით).როგორც ცნობილია,იგი თავის პირველ კბილს 22 წლის ასაკში გამოემშვიდობა.
ნაპოლეონ I ბონაპარტის შესახებ…
ერთ-ერთმა უდიდესმა ფრანგმა მხედართმთავარმა მსოფლიო ისტორიაში,საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკურმა ლიდერმა,საფრანგეთის რევოლუციის გენერალმა და “ფრანგთა იმპერატორმა” - ნაპოლეონ I ბონაპარტმა (1769-1821 წლები),სამხედრო სამსახური 16 წლის ასაკში დაიწყო,24 წლის ასაკში – გენერლის ჩინი მიიღო,ხოლო 34 წლის ასაკში კი – საფრანგეთის იმპერატორი გახდა.
აგატა კრისტის შესახებ…
დიდი ინგლისელი დეტექტიური ჟანრის მწერალი ქალის – დეიმ აგათა მერი კლარისა მალოუენის (1890-1976 წლები),იგივე აგათა კრისტის პირად ცხოვრებაში,ყველაზე საშინელი პერიოდი 1926 წელს დადგა.სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი იდუმალებით მოცული გაუჩინარებაც.
ლუი დენიელ არმსტრონგი – “ეპიზოდი”
ლეგენდად ქცეულ ამერიკელ ჯაზის მუსიკოსს - ლუი დენიელ არმსტრონგს (1901-1971 წლები),რომელმაც ჯაზის უხეში რეგიონალური საცეკვაო მუსიკის ფორმის ტრანსფორმაციით,იგი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ მიმდინარეობად აქცია,პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტმა ჰკითხა:
“ბადი ჰოლის წყევლა”
ჩარლზ ჰარდინ ჰოლი (1936-1959 წლები) – რომელსაც მოიხსენიებდნენ,როგორც – ბადი ჰოლი,წარმოადგენდა ლეგენდარულ ამერიკელ მუსიკოსს,კომპოზიტორსა და როკ-ენ-როლის ერთ-ერთ პირველ პიონერს. 1959 წლის დასაწყსში,ბადი ჰოლმა და მისმა დიდებულმა მუსიკალურმა ჯგუფმა – “Dion an The Belmonts”-მა დაიწყო სამ კვირიანი მუსიკალური ზამთრის ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში,სახელწოდებით – “საცეკვაო საღამოები”.
“აპლოდისმენტი”
“აპლოდისმენტი” – (ფრანგული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და აღნიშნავს – მოწონების გამოხატვას ტაშის მეშვეობით).აპლოდისმენტი წარმოადგენს რისამე მოწონების ნიშნად ან მისალმების გამოსახატავად წარმოებულ ტაშს (ტაშისკვრას),რომელიც ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა წარმოდგენებზე (თეატრებში,არენებზე,ცირკში და სხვა).აპლოდისმენტებს ხშირ შემთხვევაში თან ახლავს შეძახილები (ოვაციები) – “ბრავო” და “ბრავისიმო”,რაც იტალიურ ენაზე აღნიშნავს – “შესანიშნავია”. (ავტორი გენია.ჯი) ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის თანახმად
სერგეი რახმანინოვი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი რუსი კომპოზიტორი,დირიჟორი და პიანისტი - სერგეი რახმანინოვი (1873-1943 წლები),რომელმაც განსაკუთრებით სახელი გაითქვა მუსიკალური ნაწარმოებით – “რაფსოდია პაგანინის თემაზე”,მაშინ,როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ეგზომ პოპულარული მუსიკოსი,ამერიკის შეეთბულ შტატებს ეწვია გასტროლებზე.
ფრენკ სინატრა – (ბოიკოტი ავსტრალიაში)
იტალიური წარმომავლობის მქონე,ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი,შოუმენი და მსახიობი – ფრენკ სინატრა (1915-1998 წლები),რომელსაც თავისი განუმეორებელი ხმის გამო – “მისი უდიდებულესობა ხმა” უწოდეს,ერთობ სკანდალური რეპუტაციით სარგებლობდა.მის შესახებ უამრავი სხვადასხვა სახის ინფორმაცია იყო გავრცელებული.მათ შორის,სინატრას კავშირებზე ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებსა და მაფიასთან.
სარა ბერნარის შესახებ…
ლეგენდარული ფრანგი თეატრის მსახიობი ქალი - სარა ბერნარი (1844-1923 წლები),რომელსაც დღემდე მოიხსენიებენ,როგორც – “მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცნობილი მსახიობი ქალი”,არასოდეს ენდობოდა ბანკებს.თავისი ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის მანძილზე,არასოდეს შეუტანია მის მიერ გამომუშავებული დიდი ჰონორარები ბანკებში.