Tag Archives: საინტერესო ფაქტები
“ფსიქიატრიული საავადმყოფოების” ისტორიიდან…
“ფსიქიატრიული საავადმყოფო” – წარმოადგენს სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებას,სადაც რეაბილიტაციისათვის განთავსებული არიან ფსიქოლოგიური გადახრების მქონე გაუბედურებული ადამიანები.ერთი ვერსიის მიხედვით,პირველი ფსიქიატრიული საავადმყოფო გახსნილ იქნა 1326 წელს,.პოლონეთის ქალაქ ელბონგში.
სუელო – (ფულისაგან თავისუფალი ადამიანი)
სუელო – რომლის ნამდვილი სახელი და გვარი გახლავთ – დენიელ ჯეიმს შელაბარგერი,დაიბადა 1961 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ არვადაში (კოლორადოს შტატი).იგი წარმოადგენს “მარტივი ცხოვრების” იდეოლოგიის მიმდევარს (ადამიანის არჩევანი,რომლის მიხედვითაც იგი უარს აცხადებს ისარგებლოს იმ კეთილდღეობითა და სარგებლით,რაც დაკავშირებულია ცივილიზაციასთან.
“ჯუნგლების კანონი”
“ჯუნგლების კანონი” – წარმოადგენს ტერმინს,რომელიც თავისთავში გულისხმობს განსაკუთრებულად დაუნდობელ ბრძოლას არსებობისათვის,ყოველგვარი პრინციპების დაცვის გარეშე.გარდა ამისა,იგი შესაძლებელია გამოიხატებოდეს,როგორც – “ყველა თავისთვის”,”მოკალი – ან მოგკლავენ” და “ყველაზე ძლიერის გადარჩენა”.
თედორე შალიაპინი – “ეპიზოდი”
XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რუსი საოპერო მომღერალი – თედორე შალიაპინი (1873-1938 წლები),რომელიც გარდა ძლიერი და მოქნილი ბასისა,საოცარი სასცენო თამაშითაც გამოირჩეოდა,საკმაოდ ბევრ ქვეყანაში მართავდა კონცერტებს.ბერლინში ერთ-ერთი გასტროლებისას,ქუჩაში ცნობილი დირიჟორი – ალექსანდრე ჰესინი შეხვდა,რომელსაც პეტერბურგიდან იცნობდა.მოკითხვის შემდეგ,შალიაპინმა ჰესინს,იქვე ახლოს მდებარე მაღაზიაში წაყოლა შესთავაზა,
მაჰმუდ აჰმადინეჟადი – “ეპიზოდი”
ირანის ყოფილ პრეზიდენტს 2005-2013 წლებში და ოდიოზური განცხადებებით ცნობილ პოლიტიკურ ფიგურას – მაჰმუდ აჰმადინეჟადს,ამერიკული ტელეკომპანიის Fox News-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ინტერვიუს დროს ჰკითხა:
“მხედველობადაკარგული გენიოსები”
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში უდიდესი წვლილი აქვთ დადებული ისეთ ადამიანებს,რომელთაც,სამწუხაროდ,მხედველობა ჰქონდათ დაკარგული.მათ შორის მარტო ჰომეროსის მოხსენიებაც რად ღირს.აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ იმ გენიოსებს,რომელთაც მიუხედავად უდიდესი ფიზიკური ტრამვისა,მაინც მოახერხეს ისტორიაში განუზომელი წვლილის დადება, და იმაზე დიდიც წვლილსიც კი,რაც მხედველობის მქონე ადამიანებს დაუდიათ ოდესმე.
ამოს ოზი – დავიდ ბენ-გურიონის შესახებ წერდა…
თანამედროვე ისრაელის ერთ-ერთი ლეგენდარული დამაარსებელი და ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი – დავიდ ბენ-გურიონი (1886-1973 წლები),არა მარტო სამშობლოში,არამედ მსოფლიოშიც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა.
ჰენრი I “ბოკლერკის” შესახებ…
“გაუნათლებელი მეფე არაფრით არის რაიმეთი უკეთესი კორონიზირებულ ვირზე”, – ამ სიტყვებს ხშირად უმეორებდა ინგლისის პირველი ნორმანი მეფე – უილიამ I დამპყრობელი თავის შვილებს.სწორედ ამიტომ იყო,რომ მისი ვაჟები ერთობ მოწადინებული გახლდნენ მიეღოთ უმაღლესი განათლება.
ჯეინ ოსტინი – “ეპიზოდი”
დიდი ინგლისელი მწერალი ქალი,რომანისტი და ვიქტორიანული ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი – ჯეინ ოსტინი (1775-1817 წლები),არასოდეს გახლდათ დაქორწინებული და შესაბამისად არ ჰყოლია შვილებიც.სწორედ ამიტომ,იგი მთელ თავის დედობრივ სითბოსა და სიყვარულს,საკუთარ მრავალრიცხოვან ნათესავებსა და მის მიერ დაწერილ მცირე რაოდენობის ნაწარმოებებში ხარჯავდა.
რამდენიმე ფაქტი – ენტონი ჩარლზ ლინტონ ბლერის ბიოგრაფიიდან…
შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში,იურისტის ოჯახში დაბადებულ,გაერთიანებული სამეფოს რიგით 73-ე პრემიერ-მინისტრს 1997-2007 წლებში - ენტონი ჩარლზ ლინტონ ბლერს,რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერი და მოკავშირე გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის – ჯორჯ უოლკერ ბუშის მიერ წარმოებული პოლიტიკისა (მათ შორის ერაყში),კრიტიკოსები – “ბუშის პუდელს” უწოდებდნენ.