Tag Archives: საინტერესო ფაქტები
იენს იაკობ ბერცელიუსი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთ უდიდეს შვედ ქიმიკოსსა და მინერალოგს – იენს იაკობ ბერცელიუსს (1779-1848 წლები),სტუმრად დიდი გერმანელი ქიმიკოსი,ფილოსოფოს-იდეალისტი და “ნობელის პრემიის” ლაურეატი – ვილჰელმ ფრიდრიხ ოსტვალდი ეწვია.
სერ ისააკ ნიუტონი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთმა უდიდესმა ინგლისელმა ფიზიკოსმა,მათემატიკოსმა,ფილოსოფოსმა,მექანიკოსმა და “მსოფლიო მიზიდულობის” კანონის ავტორმა – სერ ისააკ ნიუტონმა (1642-1727 წლები),მას შემდეგ,რაც “ნიუტონისეული ტელესკოპი” შექმნა,ინგლისი სრულმა ფურორმა მოიცვა.
ჟოზეფ ლუი გეი-ლუსაკი – “ეპიზოდი”
დიდმა ფრანგმა ქიმიკოსმა,ფიზიკოსმა და საფრანგეთის სამეცნიერო აკადემიის სრულუფლებიანმა წევრმა – ჟოზეფ ლუი გეი-ლუსაკმა (1778-1850 წლები),ერთ-ერთი ქიმიური ცდის ჩატარების დროს ცალი თვალი დაკარგა.სწორედ იმ პერიოდში,მას შეხვდა სიეზის ეპისკოპოსი,რომელიც მეტად თავდაჯერებულობითა და სითამამით გამოირჩეოდა.
ალბერტ აინშტაინის შესახებ…
XX საუკუნის უდიდეს ფიზიკოს-თეორიტიკოსს – ალბერტ აინშტაინს ჰკითხეს,თუ როგორ ხორციელდებოდა გენიალური აღმოჩენები,რაზეც მისგან შემდეგი პასუხი მოისმინეს:
არტურ სტენლი ედინგტონის ორიგინალური პასუხი ჟურნალისტს…
არტურ სტენლი ედინგტონი (1882-1944 წლები) – წარმოადგენდა იმ გენიალურ ინგლისელ ასტროფიზიკოსსა და მეცნიერს,რომელმაც პირველმა მიანიჭა უდიდესი მნიშვნელობა,ალბერტ აინშტაინის მიერ შექმნილ – “ფარდობითობის ზოგად თეორიას” და არა ერთი მეტად საინტერესო პუბლიკაციაც მიუძღვნა აღნიშნულ საკითხს.ერთ-ერთი ინტერვიუს დროს,ჟურნალისტმა არტურ სტენლი ედინგტონს შემდეგი შეკითხვა დაუსვა:
ელისაბედ ბარეტ ბრაუნინგის შესახებ…
ელისაბედ ბარეტ ბრაუნინგი (1806-1861 წლები) – წარმოადგენდა იმ გამოჩენილ ინგლისელ პოეტ ქალს,რომელმაც ნარკოტიკების (ოპიუმის) გამოყენება ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დაიწყო.თუმცა,თავდაპირველად,აღნიშნულ ფაქტს სამედიცინო დანიშნულება ჰქონდა მინიჭებული,რადგან ელისაბდს ხერხემლის უმძიმესი ტრამვა ჰქონდა მიღებული.
“ოლიმპიური თამაშების” ისტორიიდან…
ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში,როდესაც ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობაზე უარი განაცხადა მასპინძელმა ქალაქმა,დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში,კერძოდ – კოლორადოს შტატში.აღნიშნულ შტატს,საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) 1976 წელს მიანიჭა უფლება ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისა.
“სისხლიანი არწივი” – (ვიკინგების წამების უსასტიკესი მეთოდი)
“სისხლიანი არწივი” – წარმოადგენდა სისასტიკით განთქმული სკანდინავიელი და ნორმანი მეზღვაური მეომრების – ვიკინგების,ლეგენდად ქცეულ უსასტიკესი წამების მეთოდით სიკვდილით დასჯას,რომელსაც ისინი მიმართავდნენ ტყვეების მიმართ.
“პოტიომკინის სოფლები”
“პოტიომკინის სოფლები” – წარმოადგენს ისტორიულ მითს,იმ ბუტაფორული სოფლების შესახებ,რომლებიც თითქოს აგებულ იქნა რუსი ფელდმარშალის,შავი ზღვის ფლოტის ადმირალისა და რუსეთის დედოფლის ეკატერინე II-ის ერთ-ერთი ფავორიტის – გრიგოლ პოტიომკინის (1739-1791 წლები) მიერ,იმ მარშრუტზე შავიზღვისპირეთში (ნივოროსიისა და ყირიმს შორის),რომელზედაც 1787 წელს უნდა გაევლო ეკატერინე II-ეს,მას შემდეგ,რაც აღნიშნული ტერიტორიები რუსეთისათვის დაბრუნებულ იქნა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლის შემდეგ.
ნიკიტა ხრუშჩოვის “უხამსი კრიტიკა”
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცეკას პირველი მდივანი – ნიკიტა ხრუშჩოვი,ერთობ უარყოფითად გახლდათ განწყობილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და მისი პირველი კანცლერის – კონრად ადენაუერის მიმართ.