Tag Archives: საინტერესო ფაქტები
ონორე დე ბალზაკი – “ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მწერლისა და ევროპულ ლიტერატურაში რეალიზმის ფუძემდებლის – ონორე დე ბალზაკის სახლში,ერთ უმთვარო ღამეს მძარცველი შეიპარა.სახლში უკუნი სიბნელე გამეფებულიყო და “დაუპატიჟებელ სტუმარს” არ შეუმჩნევია იქვე ოთახში,საწოლში მწოლი სახლის მასპინძელი,რომელიც უცნაურ ხმაურს გამოეღვიძებინა.
იცხაკ ბენ-ცვი – (ისრაელის მოკრძალებული პრეზიდენტი)
ისრაელის პოლიტიკური მოღვაწე და ქვეყნის რიგით მეორე პრეზიდენტი - იცხაკ ბენ-ცვი (1884-1963 წლები),ძალიან გახსნილი და თავმდაბალი პიროვნება გახლდათ.იგი მიიჩნევდა,რომ პრეზიდენტი აუცილებლად მოკრძალებული უნდა ყოფილიყო და მოკრძალებულადვე უნდა ეცხოვრა.
მარკუს ლიცინიუს კრასუსის შესახებ…
მარკუს ლიცინიუს კრასუსი (ძვ.წ.აღ-მდე 115-53 წლები) – წარმოადგენდა იმ დიდ რომაელ მხედართმთავრსა და სახელმწიფო მოღვაწეს,რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი დაიდო “სპარტაკის აჯანყების” ჩახშობაში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ გარდა მხედართმთავრული ნიჭისა,მას ბიზნესის წარმართვის დიდებული ალღოც გააჩნდა,რამაც იგი იმ პერიოდის ყველაზე უმდიდრეს ადამიანადაც აქცია.
ვან ჰუ – “პირველი ადამიანი,რომელმაც მთვარეზე გაფრენა სცადა”
ჩინური ლეგენდის თანახმად,პირველი ადამიანი,რომელმაც მთვარეზე გაფრენა სცადა ერთგვარი “რაკეტის” საშუალებით,გახლდათ ერთ-ერთი ჩინელი სახელმწიფო მოხელე - ვან ჰუ,რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 2000-იან წლებში მოღვაწეობდა.
ანტონიო ლუჩიო ვივალდი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი კომპოზიტორი და მევიოლინე - ანტონიო ლუჩიო ვივალდი (1678-1741 წლები),რომლის ოთხი სავიოლინო კონცერტი – “წელიწადის დრონი” ბაროკოს ეპოქის საუკეთესო და პოპულარულ მუსიკალურ ნაწარმოებს წარმოადგენდა,15 წლის ასაკში სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა და მიზნად მღვდლად გახდომა დაისახა.
იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი – “ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი პოეტი,ფილოსოფოსი,დრამატურგი და ისტორიკოსი – იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი (1759-1805 წლები),სიცოცხლეშივე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა არა მარტო გერმანიაში,არამედ ევროპის რიგ ქვეყნებშიც (განსაკუთრებით გერმანიის მოსაზღვრე ქვეყნებში).
ლევ ტოლსტოის ბიოგრაფიიდან…
ლევ ტოლსტოი (1828-1910 წლები) – წარმოადგენდა იმ დიდ რუს მწერალს,რომელმაც პირველმა განაცხადა უარი საკუთარ საავტორო უფლებებზე,გამოდიოდა სახელმწიფოს სისტემის წინააღმდეგ,რელიგიური ავტორიტეტების უარყოფისათვის განკვეთილ იქნა ეკლესიისაგან,კატეგორიული უარი განაცხადა “ნობელის პრემიის” აღებაზე,(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) სძულდა ფული,აქტიურად იბრძოდა გლეხების უფლებების დასაცავად და ფართოდ იყო დაინტერესებული ოკულტიზმით.
ლეგენდა “ლედი გოდივას” შესახებ…
ლედი გოდივა (980-1067 წლები) – წარმოადგენდა ლეგენდად ქცეულ ანგლო-საქს ქალს,რომელიც იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული მაგნატის და მერსიას ერლის (ბრიტანული არისტოკრატული ტიტული,რომელიც გრაფის ტიტულს შეესაბამება) – ლეოფრიკის ულამაზესი მეუღლე იყო.
“ცნობილ ადამიანთა უკანასკნელი სიტყვები”
1. “მე არ მითქვია იმის ნახევარიც კი,რაც საკუთარი თვალით ვიხილე”. – მარკო პოლო (გამოჩენილი ვენეციელი ვაჭარი და მოგზაური)
“La Bougie du Sapeur” – (საოცარი პერიოდულობით გამომავალი გაზეთი)
1980 წელს,საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაარსებულ იქნა გაზეთი სახელწოდებით – “La Bougie du Sapeur”.ალბათ ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი გარემოება: აღნიშნული გაზეთი რეგულარულად გამოდის მხოლოდ და მხოლოდ 29 თებერვალს.როგორც წესი,აღნიშნულ თარიღს “ნაკიან წლად” მოიხსენიებენ.