Tag Archives: საინტერესო ფაქტები

იოუნ სოურ “იოუნსი” ბირგისონი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც ცნობილი ისლანდიური როკ-ჯგუფის – “Sigur Ros”-ის სოლისტს – იოუნ სოურ “იოუნსი” ბირგისონს,საფრანგეთში გამართულ ერთ-ერთი კონცერტისას ისლანდიური სიმღერის ტექსტი გადაავიწყდა,მიმართა მეტად ორიგინალურ და სიმპროვიზირებულ მეთოდს.კერძოდ, იმ სიტყვების ნაცვლად,რომელიც სიმღერის ტექსტით იყო განსაზრვრული,შემდეგი სიტყვები გამოიყენა: 

რომას კალანტა – “ლიტვის თავისუფლებისათვის თვითშეწირვა”…

რომას კალანტა (1953-1972 წლები) – წარმოადგენდა ლიტველ დისიდენტსა და მამულიშვილს,რომლის სახელიც მას შემდეგ იქცა საყოველთაოდ ცნობილი,რაც 1972 წლის 14 მაისს,საბჭოთა ოკუპაციისა და ქვეყნის რუსიფიკაციის პროტესტის ნიშნად,ლიტვის ქალაქ კაუნასში მდებარე მუსიკალური თეატრის სიახლოვეს (იქ სადაც ყველაზე მეტი ლიტველი ახალგაზრდა იყრიდა თავს) სიცოცხლე სუიციდით დასრულა (თავი დაიწვა).

პერიკლეს შესახებ…

ერთ-ერთი უდიდესი  ძველბერძენი პოლიტიკური მოღვაწე,მხედართმთავრი და ორატორი – პერიკლე (ძვ.წ.აღ-ით 494-429 წლები),რომლის მმართველობის ხანაშიც ათენმა მიაღწია ეკონომიკური და კულტურული განვითარების პიკს (პერიკლეს ხანა),ათლეტური აღნაგობით გამოირჩეოდა.

“კიმ ირ სენისათვის მირთმეული საოცარი საჩუქარი”

1992 წელს,ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური სახელმწიფოს ფუძემდებლისა და მისი პირველი ოდიოზური ლიდერის – კიმ ირ სენის (1912-1994 წლები) დაბადებიდან 80 წლის იუბილის აღსანიშნავად,მისმა ვაჟმა – კიმ ჩენ ირმა,მამისათვის გადასაცემად,მართლაც საოცარი საჩუქრის შერჩევა გადაწყვიტა.

“მამის მიერ,შვილის სიკვდილით დასჯის მოთხოვნა”…

ტომით მარდ კაცს,სახელად რაკოკესს,შვიდი ვაჟი ჰყავდა.უმცროსმა,რომელსაც კარტომესს ეძახდნენ,ბევრი ცუდი გაუკეთა დანარჩენებს.იგი უბოროტესი საქციელებით გამორჩეული პიროვნება გახლდათ,რაც უდიდეს შეურაცხყოფას აყენებდა,თავის უწესიერეს ოჯახს.თავდაპირველად მამა სიტყვებით ცდილობდა ბოროტი სულის პატრონი ვაჟის შეგონებას და აღზრდას,მაგრამ,მისდა საუბედუროდ ვაჟი არ ემორჩილებოდა.

სისიტიები

სისიტიები – უძველეს სპარტაში წარმოადგენდა საჯარო სადილობის სავალდებულო წესს,რა დროსაც ნებისმიერი სოციალური ფენისა თუ სტატუსის მქონე სპარტელ მოქალაქეებს ერთად უნდა ეჭამათ კანონით დადგენილი საერთო საჭმელი.მათ აკრძალული ჰქონდათ სახლში სადილობა,მაგიდასთან მიდგმულ ძვირფას სარეცელზე წამოგორება და დახელოვნებულ მზარეულთა ნახელავი ნუგბარი საჭმელების მირთმევა.

“საოცარი ხუმრობა”

1974 წლის 1 აპრილს,ალიასკაზე (ამერიკის შეერთებული შტატები) მდებარე ქალაქ სიტკას მაცხოვრებლებმა,ქალაქის სიახლოვეს მდებარე ვულკან – ეჯკომის (რომელიც მიძინებული ვულკანების კატეგორიას განეკუთვნება) კრატერიდან ამომავალი შავი კვამლი შეაჩნიეს.აღნიშნულმა ფაქტმა,მოსახლეობაში შეშფოთება და ერთგვარი პანიკა გამოიწვია.

ალბერტ აინშტაინის შესახებ…

მას შემდეგ,რაც 1952 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა ისარელის სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი – ხაიმ აზრიელ ვაიცმანი,ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა – დავიდ ბენ-გურიონმა,წარმომავლობით ებრაელ,გენიალურ ფიზიკოსთან და თეორიტიკოსთან - ალბერტ აინშტაინთან გამართა შეხვედრა.

იური გაგარინი სადილად ელისაბედ II-სთან…

1961 წლის ივლისის თვეში,გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ – ლონდონში დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი.აღნიშნული აჟიოტაჟის მიზეზი კი,მეტად საპატიო გახლდათ,რადგან მათ ქვეყანას ის ადამიანი (იური გაგარინი) სტუმრობდა,რომელმაც პირველმა “დალაშქრა” კოსმოსი.

ძველეგვიპტელ ვაჭართა ერთ-ერთი წესი…

ის ძველეგვიპტელი ვაჭრები,რომლებიც შორეულ გზაზე მიდიოდნენ საქონლის შესაძენად და ზოგადად რომ ვთქვათ – სავაჭროდ,თან აუცილებლად მიჰქონდათ პატარა თიხის ან ხის სუვენირები,რომელსაც სპეციალურად ამზადებდნენ,თავიანთივე გამოსახულებებით.