Tag Archives: გენიოსები

კალიმაქე კირენელი

კალიმაქე კირენელი (იგივე – კალიმაქოსი) – დაიბადა დაახლოებით 315-310 წლების პერიოდში თანამედროვე ლიბიის ტერიტორიაზე არსებულ ანტიკური ხანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბერძნულ ქალაქ – კირენაში.იგი წარმოადგენდა ალექსანდრიული პოეზიის,მეცნიერებისა და ბიბლიოგრაფიის ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელს.

სამუელ გერმან “სემი” რეშევსკი – (ვუნდერკინდი მოჭადრაკე)

სამუელ გერმან “სემი” რეშევსკი – დაიბადა 1911 წლის 26 ნოემბერს თანამედროვე პოლონეთის პატარა ქალაქ ოზორკუვში (ყოფილი რუსეთის იმპერია).იგი წარმოადგენდა პოლონური წარმომავლობის მქონე გენიალურ ამერიკელ მოჭადრაკეს,გროსმეისტერსა და ამერიკის შეერთებული შტატების 7-გზის ჩემპიონს ჭადრაკში.

სანდრო ბოტიჩელის შესახებ…

თავისი თამამი და გაბედული ხასიათით ცნობილი ადრეული რენესანსის პერიოდის გენიალური იტალიელი მხატვარი - სანდრო ბოტიჩელი (1445-1510 წლები),რომელიც მდიდარი მეტყავის – მარიანო დი ჯოვანი ფილიპეპის ვაჟი გახლდათ,სავსებით იზიარებდა პლატონიკოსების იმ იდეებს,რომლის თანახმადაც ადამიანის ერთადერთ მამოძრავებელ ძალად ის სიყვარული იყო განხილული,რომელსაც თან ახლდა ნაღველი,

ტორკვატო ტასოს ბიოგრაფიიდან…

ტორკვატო ტასო (1544-1595 წლები) – წარმოადგენდა გენიალურ იტალიელ პოეტსა და ავტორს ბრწყინვალე პოემა-შედევრისა – “განთავისუფლებული იერუსალიმი”.არისტოკრატულ ოჯახში დაბადებული ტასოსათვის ცხოვრება იმთავითვე პოეზიასთან იყო დაკავშირებული.აღსანიშნავია ის გარემოება,

იან ვან ეიკი

იან ვან ეიკი – დაიბადა დაახლოებით 1385 ან 1390 წლებში ბელგიის პროვინცია ლიმბურგში მდებარე ქალაქ მაასეიკში (ფლანდრიის ნაწილი). იგი წარმოადგენდა აღორძინების ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს ფლამანდრიელ ფერმწერს, პორტრეტების შესრულების ვირტუოზსსა და ერთ-ერთ პირველ მხატვარს, რომელმაც სახვით ხელოვნებაში პირველმა გამოიყენა ზეთის საღებავებით სურათების დახატვის ტექნიკა.

დანიელ დეფო

დანიელ დეფო – (ნამდვილი სახელი დანიელ ფო) დაიბადა დაახლოებით 1660 წელს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მდებარე კრიპლგეიტის რაიონში.იგი წარმოადგენდა დიდ ინგლისელ მწერალს,პუბლიცისტს,ჟურნალისტსა და ავტორს ისეთი საყოველთაოდ გახმაურებული ნაწარმოებისა,როგორიც არის – “რობინზონ კრუზო”.

ფელიქს არტურო ლოპე დე ვეგა ი კარპიო

ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ესპანელი (მადრიდი) დრამატურგი და პოეტი - ფელიქს არტურო ლოპე დე ვეგა ი კარპიო (1562-1635 წლები) ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკში,თავისუფლად კითულობდა ესპანურ და ლათინურ ენებზე დაწერილ ნაწარმოებებს.ხოლო,ექვსი წლის ასაკში,მომავალმა ლიტერატურულმა ტიტანმა,მიუხედავად იმისა,რომ წერა არ იცოდა,დაიწყო ლექსების შეთხზვა.

რაფაელ სანტის ბიოგრაფიიდან…

გენიალურმა იტალიელმა მხატვარმა და არქიტექტორმა – რაფაელ სანტმა (1483-1520 წლები),თავისი უკვდავი ქმნილება – “მადონა კონესტაბილე”,რომელზეც ასახულია თავდახრილი,ფიქრიანი და ნაზი ღვთისმშობელი,20 წლის ასაკში დახატა.

ჰიერონომიუს ბოსხის შესახებ…

ჰიერონომიუს ბოსხი (1450-1516 წლები) – რომლის ნამდვილი სახელი გახლდათ – ჰიერონიმუს ვან აკენი,იმ გენიალურ ნიდერლანდელ ფერმწერს წარმოადგენდა,რომელსაც მხატვარ-სიურეალისტებმა – “საშინელებათა საპატიო პროფესორი” უწოდეს.

მესტრიუს პლუტარქე

მესტრიუს პლუტარქე - დაიბადა დაახლოებით 56 წელს,ცენტრალური საბერძნეთის ტერიტორიაზე მდებარე ბეოტიის ადმინისტრაციული რეგიონის უძველეს ქალაქ – ქერონიაში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ ისტორიკოსს,ბიოგრაფს,მორალისტს,ფილოსოფოსსა და ესეისტს.