Tag Archives: გეოგრაფია

მაგიდა მთა

მაგიდა მთა – წარმოადგენს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქ კეიპტაუნის სამხრეთ-დასავლეთითა და მაგიდა უბის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე იმ მთას,რომელიც ეგრეთ წოდებული – “ბუნების შვიდ ახალ საოცრებათა” ნუსხაშია ოფიციალურად შეტანილი.

ყარაყოუმის გზატკეცილი

ყარაყოუმის გზატკეცილი (შოსე) – წარმოადგენს პაკისტანისა და ჩინეთის საზღვარზე გამავალ მაღალმთიან საავტომობილო გზას,რომელიც გადაჭიმულია 1 300 კილომეტრ სიგრძეზე.

მაპამ იუმცოს ტბა

მაპამ იუმცო (იგივე – მანასაროვარი) – წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალ ტიბეტის მთანეთში მდებარე მტკნარი წყლის შემცველ ტბას.იგი,ტიბეტის ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრიდან – ლჰასადან,დასავლეთით, 950 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ტარავერას ვულკანი

ტარავერას ვულკანი – წარმოადგენს ახალი ზელანდიის შემადგენლობაში შემავალ ჩრდილოეთის კუნძულზე განთავსებულ (ოკეტანიას პლატო) მოქმედ ვულკანს.

კრისტობალ-კოლონი

კრისტობალ-კოლონი – წარმოადგენს კოლუმბიის ჩრდილოეთით მაგდალენას რეგიონში განთავსებულ სიერა-ნევადა-დე-სანტა-მარტას მთიან მასივში მდებარე მწვერვალს.

დედამიწის ყველაზე ღრმა მდინარეები

1. მდინარე კონგო – აფრიკის კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში მიედინება (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა,რუანდა,ბურუნდი,ანგოლა,ტანზანია,კონგოს რესპუბლიკა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა).

ვულკანი ატიტლანი

ატიტლანი – წარმოადგენს ცენტრალურ ამერიკაში მდებარე გვატემალას რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე განთავსებულ სტრატოვულკანს (შერეული ვულკანი,რომლის კონუსი აგებულია ერთმანეთის მონაცვლე გამყარებული ლავური ნაკადებისა და ლავის შეცემენტებული ნატეხებისაგან).

ქურნატ-ას-საუდა

ქურნატ-ას-საუდა – წარმოადგენს ლიბანის ქედის,იგივე ჯეჯელ-ლუბნანის უმაღლეს წერტილს და ზოგადად დასავლეთ აზიაში მდებარე ლიბანის რესპუბლიკის უმაღლეს მთას.

მოლოპო

მოლოპო – წარმოადგენს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ბოტსტვანას რესპუბლიკაში გამდინარე მდინარეს.მისი საერთო სიგრძე 970 კილომეტრია,ხოლო აუზის სრული ფართობი 367 201 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

ბუირ-ნუურის ტბა

ბუირ-ნუურის ტბა – წარმოადგენს მონღოლეთის აღმოსავლეთითა და ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე მდებარე დიდ მტკნარ ტბას.მონღოლეთში მას სხვა სახლწოდებითაც,კერძოდ – ჰულუნ-ბუირის სახელით მოიხსენიებენ.