Tag Archives: რომ
იცით თუ არა, რომ?!
1. შოტლანდიის ტრაგიკულად აღსრულებული დედოფლის – მარიამ სტიუარტის სიმაღლე – 180 სანტიმეტრს შეადგენდა. და ეს მაშინ,
იცით თუ არა, რომ?!
1. გენიალურმა რუსმა ლიტერატორმა – ლევ ტოლსტოიმ ველოსიპედის ტარება 67 წლის ასაკში ისწავლა და ველოსიპედის მართვის მოწმობაც იმავე ასაკში აიღო (იმ პერიოდისათვის მოსკოვის ქუჩებში ველოსიპედით გადაადგილება მართვის მოწმობის გარეშე დაუშვებელი იყო).
იცით თუ არა, რომ?!
1. რენესანსის ფუძემდებელი გენიალური იტალიელი ლიტერატორები – დანტე ალიგიერი და პეტრარკა – ტოსკანურ დიალექტზე წერდნენ თავიანთ უკვდავ ნაწარმოებებს.
იცით თუ არა, რომ?!
1. პირველი ადამიანი, ვინაც განაცხადა, რომ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნავდა, ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეებში მოღვაწე დიდი ძველ ბერძენი მეცნიერი, ენციკლოპედისტი, პლატონისა და არისტოტელეს მოწაფე – ჰერაკლიტე პონტოელი გახლდათ.
იცით თუ არა, რომ?!
1. ახლო აღმოსავლეთში ოდესღაც არსებული ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქი – ბაბილონი, ყველაზე დაწვრილებით ორ პერსონას აქვს აღწერილი. ერთი მათგანი გახლდათ დიდი ძველბერძენი ისტორიკოსი – ჰეროდოტე ჰალიკარნასელი, ხოლო მეორე მათგანს კი წარმოადგენდა სპარსეთის მეფის – არტაქსექსე II-ის კარის ექიმი – ქტესიასი.
იცით თუ არა, რომ?!
1. საკვირველია, თუმცა დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტია, რომ ინგლისის პირველი მეფე – ედუარდ IV იორკი, საჭიროების შემთხვევაში ფულს ოქსფორდის უნივერსიტეტისგან სესხულობდა.
იცით თუ არა, რომ?!
1. ადოლფ ჰიტლერის სიკვდილის გამო გერმანიას სულ რაღაც ორიოდე ქვეყანამ გამოუცხადა ოფიციალური სამძიმარი. ეს ქვეყნები გახლდათ – იაპონია და ირლანდია.
იცით თუ არა, რომ?!
1. „დანიური ლიტერატურის მახინჯი იხვი” – ასე მოიხსენიებდნენ საშინელი გარეგნობის გამოისობით დიდ დანიელ მეზღაპრეს – ჰანს კრისტიან ანდერსენს მისი თანამედროვეები.
იცით თუ არა, რომ?!
1. პოპულარული ჩინელი მსახიობის – ჯეკი ჩანის მშობელი დედა – ლილი ჩანი, ოპიუმის კონტრაბანდითა და გასაღებით იყო დაკავებული.
იცით თუ არა, რომ?!
1. ისტორიული ტროას აღმომჩენი დიდი გერმანელი თვითნასწავლი არქეოლოგი – ჰაინრიხ შლიმანი, ვინაც უამრავ უცხო ენას ფლობდა, თავისი ხშირი მოგზაურობების ჟამს ყოველთვის იმ ქვეყნის ენაზე წერდა დღიურებს, რომელშიაც იმ დროს იმყოფებოდა.