Tag Archives: ხელოვნების ნიმუშები

“დიდი ფრანგული კამეა”

“დიდი ფრანგული კამეა” – წარმოადგენს ონიქსის მინერალური ქვისაგან ბრწყინვალე ოსტატობით დამზადებულ ხუთ ფენიან კამეას (ქვა ან ნიჟარა,რომელზედაც რელიეფურად ამოკვეთილია ჩუქურთმა),რომელიც სპეციალისტთა მოსაზრებით დამზადებული უნდა იყოს ახ.წ.აღ-ით 23 წელს.

ტიციანო ვეჩელი – “ბახუსი და არიადნე”

“ბახუსი და არიადნე” – წარმოადგენს იტალიური რენესანსის ვენეციური სკოლის გენიალური წარმომადგენლის – ტიციანო ვეჩელის (1488-1576 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ მითოლოგიური ჟანრის მქონე შედევრ-სურათს.

პიერ ოგიუსტ რენუარი – “გასეირნება”

“გასეირნება” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი ფერმწერის,გრაფიკოსისა და სკულპტორის - პიერ ოგიუსტ რენუარის (1841-1919 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების საშუალებით ფრანგული იმპრესიონიზმის სტილში დახატულ შედევრ-სურათს.

ვასილი პეროვი – “სამეული”

“სამეული” – წარმოადგენს გამოჩენილი რუსი მხატვრისა და პერედვიჟნიკების ამხანაგობის (რუსი მხატვრების შემოქმედებითი გაერთიანება,რომელიც შეიქმნა 1870 წელს პეტერბურგში) ერთ-ერთი ფუძემდებლის – ვასილი პეროვის (1833-1882 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ ემოციურად დატვირთული ჟანრის მქონე დიდებულ სურათს.

ჟან დეზირე გიუსტავ კურბე – “ქალი თუთიყუშით”

“ქალი თუთიყუშით” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი ფერმწერის,პეიზაჟისტისა და პორტრეტისტის - ჟან დეზირე გიუსტავ კურბეს (1819-1877 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავებით შესრულებულ შედევრ-სურათს.

პიტერ ბრეიგელი (უფროსი) – “მიზანთროპი”

“მიზანთროპი” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერისა და გრავიორის – პიტერ ბრეიგელი “უფროსის” (1525-1569 წლები) მიერ ტილოზე ტემპერათი დახატულ ღრმა შინაარსის მქონე შედევრ-სურათს.

ადოლფ უილიამ ბუგერო – “ვენერას დაბადება”

“ვენერას დაბადება” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრისა და XIX საუკუნის სალონური აკადემიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ადოლფ უილიამ ბუგეროს (1825-1905 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავებით დახატულ იმ შედევრ-სურათს,რომელსაც დღემდე სახვითი ხელოვნების კრიტიკოსები ბუგეროს ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ფერწერულ ნამუშევრად აღიარებენ (სულ ბუგეროს ფუნჯს 826 სურათი მიეკუთვნება).

ფოქს მედოქს ბრაუნი – “გამომშვიდობება ინგლისთან”

“გამომშვიდობება ინგლისთან” – წარმოადგენს დიდი ინგლისელი მხატვრის,პოეტისა და პრერაფაელისტური მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ფოქს მედოქს ბრაუნის (1821-1893 წლები) მიერ ხის დაფაზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შესანიშნავ ტონდოს (მრგვალი ფორმების მქონე სურათი ან ბარელიეფი).

ანრი ჟულიენ ფელიქს რუსო – “თავდასხმა ჯუნგლებში”

“თავდასხმა ჯუნგლებში” (ტილოს ფრანგული სახელწოდება სიტყვასიტყვით ითარგმნება,როგორც – “ვეფხვი ტროპიკული ქარიშხლის დროს”) - წარმოადგენს დიდი ფრანგი პრიმიტივისტული მანერის პოსტიმპრესიონისტი მხატვრის - ანრი ჟულიენ ფელიქს რუსოს (1844-1910 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით შესრულებულ შესანიშნავ სურათს.

ვინსენტ ვილემ ვან გოგი – “ღამის კაფე”

“ღამის კაფე” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვარ-იმრესიონისტის – ვინსენტ ვილემ ვან გოგის (1853-1890 წლები) მიერ ზეთის საღებავების გამოყენებით ტილოზე დახატულ შედევრ-სურათს.