Tag Archives: განათლება
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: იმ პერიოდში,როდესაც ჩინეთი მრავალ სამთავროდ იყო დაყოფილი,არსებობდა წესი,რომლის მიხედვითაც ბრძოლაში დამარცხებული ჩინელი მმართველი – გამარჯვებულ მმართველთან ზურგზე მოკიდებული საგანგებო ნივთით უნდა გამოცხადებულიყო.დაასახელეთ რა ნივთი ჰქონდათ ზურგზე მოკიდებული დამარცხებულ მმართველებს და რას აღნიშნავდა სიმბოლურად იგი?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: გამოჩენილ ძველბერძენ ფილოსოფოსს,სოკრატეს მოწაფესა და კირენული სკოლის ფუძემდებელს – არისტიპე კირენელს (ძვ.წ.აღ-ით 435-355 წლები) ჰკითხეს,თუ რა სარგებლობა მოუტანა მას ფილოსოფიამ?! რაზეც არისტიპემ უპასუხა: “მან მომცა საშუალება,”გავაკეთო ეს” ყველასთან,ვინც არ უნდა იყოს იგი”. დაასახელეთ რა იგულისხმა არისტიპემ?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: რომის იმპერიის სისასტიკით განთმულმა ოდიოზურმა იმპერატორმა – ნერონმა,რა ამაზრზენი საჩუქარი მიართვა თავის რიგით მეორე ცოლს პოპეა საბინას?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: იმ დროს,როდესაც დასავლეთ აფრიკაში მდებარე გვინეის რესპუბლიკაში მეტად მოუსავლიანი პერიოდი დადგა,ქვეყნის ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას აუკრძალა ამ საქმიანობაზე ხელი აეღოთ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ საქმიანობის მქონე დასახელების ტილო დახატული აქვს გენიალურ ნიდერლანდელ მხატვარს – პიტერ პაულ რუბენს.დაასახელეთ რა აუკრძალა გვინეის მთავრობამ ადგილობრივებს?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: დიდმა ძველბერძენმა ფილოსოფოსმა-სტოიკოსმა ათონოდოროსმა (ძვ.წ.აღ-74-7 წლები),რომის იმპერატორს – გაიუს იულიუს კეისარს ერთი მეტად მნიშვნელოვანი რჩევა მისცა: “როდესაც მრისხანება შეგიპყრობს არაფერი თქვა და არც არაფერი მოიმოქმედო მანამ,სანამ ოცდაოთხივეს არ გაიხსენებ”.დაასახელეთ რის გახსენებას გულისხმობდა ათონოდოროსი?
“სიბრძნის წუთი”
ერთ დღეს,გამოჩენილ ძველბერძენ მხატვარს – ძევქსისს (ძვ.წ.აღ-ით 420-380 წლები),სახელოსნოში მდიდარი ბერძენი,სახელად – მეგაბიძოსი ეწვია.მან დაათვალიერა მხატვრის შემოქმედება და იმ სურათების ქება დაიწყო,რომლებიც თავისი მდარე ხარისხით იყო გამორჩეული,
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: თალმუდისტები ირწმუნებიან,რომ სამოთხეში ცოდვა მარტო ევას არ ჩაუდენია.როდესაც მან აკრძალული ხილის (ვაშლის) ჭამა დაიწყო,მის ირგვლივ იმისათვის,რომ მათაც ეგემათ აკრძალული ნაყოფი,თავი მოიყარა ყველა ფრინველმა.ამ საერთო ცოდვით დაცემაში კი,მონაწილეობა არ მიუღია ერთადერთ ფრინველს.დაასახელეთ,რომელ ფრინველზეა საუბარი?
ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი წერდა…
“კერძო სკოლები დიდხანს იყო იმის მშვენიერი მაგალითი,თუ რა საშინლად უგულვებელყოფილია ინგლისში აღზრდა და რა უგულოდ ეკიდება ამ საქმეს – კარგი თუ ცუდი მოქალაქის ჩამოყალიბების,ადამიანის უბედურ თუ ბედნიერ გზაზე დაყენების საქმეს – სახელმწიფო.
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: რა პასუხი გასცა დიდმა ამერიკელმა ფილოსოფოსმა,პოეტმა,ესეისტმა და მოაზროვნემ – რალფ უოლდო ემერსონმა (1803-1882 წლები) კითხვაზე: “რას იზამდი,მზე რომ გაციებულიყო და დედამიწა დაღუპულიყო?”
რა? სად? როდის?
“ვერ გეტყვით,კარგია ეს თუ ცუდი,მაგრამ ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ევროპისათვის ჭკუის სწავლებას.ვაკეთებთ ამას ჩვენ აგერ უკვე კაი 125 წელზე მეტია.არავის დავუპატიჟნივართ მეურვედ,ჩვენ თვითონ მოვახვიეთ თავს ჩვენი თავი! – ჩვენ ხომ ანგლო-საქსები ვართ”. – დაასახელეთ ამ სიტყვების ავტორი,რომელიც ცნობისათვის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი მწერალი გახლდათ.