Tag Archives: რელიგია
“წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია” – (ეპიზოდი)
ბოსფორის სრუტეზე მდებარე თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ უდიდეს და ულამაზეს ქალაქ – სტამბოლში სხვა უამრავ საოცარ რელიგიურ ტაძრებთან და ისტორიულ ნაგებობებთან ერთად განთავსებულია მსოფლიოში ერთადერთი რკინის კონსტრუქციისაგან აგებული მართლმადიდებლური ტაძარი,რომელიც - “წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიად” იწოდება.
წმინდა ლუციფერის შესახებ…
თანამედროვე იტალიის შემადგენლობაში მყოფი სარდინიის კუნძულზე მდებარე ქალაქ კალიარის ეპისკოპოსს IV საუკუნეში წარმოადგენდა - ლუციფერ კარალიტანელი,რომელიც განსაკუთრებულად აქტიურ ბრძოლას ეწეოდა იმ არიანელობის წინააღმდეგ,რომელმაც თავის მხრივ უდიდესი განხეთქილება შეიტანა არა მარტო ქრისტიანულ წრეებში,არამედ იმ პერიოდის ბიზანტიურ საზოგადოებაშიც.
წმინდა მამათა შეგონებანი…
1. ” ვიფიქროთ სიკვდილზე იმიტომ,რომ ჩვენ რომც დაგვავიწყდეს,მას არ დავავიწყდებით.სიკვდილი არ შეგვპირებია,რომ დაგვიცდის მანამ,ვიდრე ჩვენ მის შესახვედრად მოვემზადებით.
“ბუდიზმის” შესახებ…
ბუდასა და შაკიამუნის სწავლების (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეები) – “ბუდიზმის” ფუძემდებელი კანონი ურთიერთშეპირობებულობაა,ანუ მიზეზისა და შედეგის პრინციპი.
“ლონგინუსის შუბი”
“ლონგინუსის შუბი” – წარმოადგენს ქრისტიანული რელიგიის იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არტეფაქტს (შუბს),რომლითაც ახალი აღთქმისა და იოანეს სახარების მიხედვით ჯვარზე გაკრულ და უკვე აღსრულებულ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს რომაელმა ცენტურიონმა გაიუს კასისუს ლონგინუსმა ფერდში (მეოთხე და მეხუთე ნეკნს შუა) მიაყენა ჭრილობა.
“წმინდა მამათა შეგონებანი”
1. “ნუ მიაჯაჭვავ შენს გულს მიწიერ სიკეთეებს,რომელთა ძიებაც დიდ გაწამაწიასთან,მოპოვება – შიშთან,დაკარგვა კი მწუხარებასთან არის დაკავშირებული”. – იოსებ ათონელი (ისიქასტი)
ბალთაზარ დელა კოსა (იოანე XXIII)
ბალთაზარ დელა კოსა – დაიბადა 1370 წელს ნეაპოლის სამეფოში მდებარე მცირე მოცულობის მქონე კუნძულ ისკიაზე მაცხოვრებელი გაღატაკებული დიდგვაროვნების ოჯახში.იგი წარმოადგენდა “კათოლიკურ ეკლესიაში დიდი განხეთქილების” პერიოდად ცნობილ ეპოქაში (1378-1417 წლები) რომის პაპს,რომელმაც თავისი ამაზრზენი და გარყვნილი ქმედებებით საბოლოოდ დაიმკვიდრა სახელი,როგორც – “ანტიპაპა”.
პავლე მოციქულის შეგონება…
“ნუთუ არ უწყით,რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?
ბასილი დიდის თხზულებიდან – “ცხრა საუბარი ექვს დღეზე”
“თავიდან ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა და შემდეგ სხვა ყველაფერი,ხოლო უპირატესობა მიანიჭა ზეცას,დედამიწას კი მეორე ადგილი განუწესა.ამის შემდეგ შექმნა სტიქიები და განათავსა მათ შორის.მართალია,წყლის,ჰაერისა და ცეცხლის შესახებ ცალ-ცალკე არაფერია თქმული,მაგრამ მათ შესახებ მსჯელობა თავადაც შეგვიძლია.
იოანე დამასკელი – “მრისხანების” შესახებ…
“მრისხანება არის სისხლის დუღილი გულში და მის სიახლოვეს,რაც წარმოიქმნება ნაღველის აორთქლებისა თუ ამღვრევის შედეგად; ზოგჯერ მრისხანებას თან ახლავს შურისძიების გრძნობაც,