Tag Archives: ფლორა და ფაუნა
კელენკენი
კელენკენი – წარმოადგენს ფორორაციდისებრნთა ოჯახის გადაშენებულ გიგანტურ მტაცებელ არამფრენ ფრინველს,რომელიც გავრცელებული გახლდათ ნეოგენური პერიოდის – მიოცენის ეპოქაში თანამედროვე არგენტინის ტერიტორიაზე.კერძოდ კი – პატაგონიის გეოგრაფიულ რეგიონში.
პლანარიები – „ეპიზოდი”
იმ შემთხვევაში,თუ უხერხემლო ცხოველების ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს – მიწის ჭიას თანაბარ ნაწილებად გადავჭრით შუაზე,ორი ახალი ჭია არ გამოვა,თუმცა იმ პირველ გადაჭრილ ნაწილს,რომელზედაც ჭიის თავია განთავსებული,რეგენირების უნარი შესწევს და
დანიური საპროტესტო ღორი
XX საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთ ფრიზიის რაიონში (გერმანია),კერძოდ კი,შლეზვინგ-ჰოლშტაინის მხარეში დასახლებულ დანიელებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ კატეგორიულად აუკრძალა თავიანთ სახლებთან დანიის სამეფოს ეროვნული დროშების აღმართვა-გამოფენა,რამაც თავის მხრივ,ჩრდილოეთ ევროპელი (სკანდინავიელი) ხალხი ერთობ გაანაწყენა.
კივი – „ეპიზოდი”
ფრინველებს შორის საკუთარი სხეულის მასასთან შეფარდებით ყველაზე დიდ კვერცხს უტროპო (ფრენის უნარს მოკლებული) და უფრთო ფრინველების რიგის ერთ-ერთი წარმომადგენელი – კივი დებს.
უცნობი ფაქტები ხახვის კულტურის შესახებ…
ამარილისებრთა ოჯახის ერთ-ერთი სახეობის ბოსტნეულ მცენარეს,რომლის სამშობლოდაც მკვლევარები აზიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებს ასახელებენ,სახელი – ხახვი პირველად დიდმა შვედმა ბუნებისმეტყველმა – კარლ ლინეიმ უწოდა.
უცნობი ფაქტები მანდარინის შესახებ…
„ყველა ზამთრის ხილზე ზამთრის ხილი”, „ყველაზე ტკბილი მზიურ ციტრუსთა ხილთ შორის”, – ასე მოიხსენიებენ ახალი წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს,ტეგანისებრთა ოჯახის მარადმწვანე სუბტროპიკულ ხეხილოვან მცენარეს – მანდარინს.
რამდენიმე ფაქტი ხურმის შესახებ…
აბანოზისებრთა ოჯახის ერთ-ერთმა უნიკალურმა სუბტროპიკულმა და ტროპიკულმა მარადმწვანე მცენარემ – ხურმამ მსოფლიოს მასშტაბით გავრცელება სავარაუდოდ,უძველესი ეპოქების ჩინეთიდან,კერძოდ კი ჩინეთის ჩრდილოეთიდან დაიწყო.
მყრალი კომბოსტო
მყრალი კომბოსტო (იგივე – სიმპლოკარპუს ფოეტიდუსი) – წარმოადგენს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე განთავსებულ ჭაობებში გავრცელებულ უჩვეულო ფორმისა და მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეს.
ფაფარიანი მტრედი
ფაფარიანი მტრედი – წარმოადგენს ერთ-ერთ უიშვიათეს ფრინველს მტრედისებრთა ოჯახისა და ერთადერთ წარმომადგენელს ფაფარიანი მტრედების ქვესახეობისა.
ფაქტები ფაუნის წარმომადგენელთა შესახებ…
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გავრცელებული ძუძუმწოვარი ცხოველის - ვარსკვლავცხვირას ცხვირზე განთავსებულ მეტად უჩვეულო ფორმის მქონე რეცეპტორებს – „ეიმერის ორგანოების” სახელწოდებით მოიხსენიებენ.