Tag Archives: ისტორია

სელიმ I – “ეპიზოდი”

ოსმალეთის რიგით მე-9 სულთანი და 88-ე ხალიფა - სელიმ I იავუზი (მოიხსენიებდნენ,როგორც სელიმ “მრისხანე”),რომელიც ქვეყანას განაგებდა 1512-1520 წლებში,განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა “შიიზმთან” და ზოგადად,შიიტების წინააღმდეგ ბრძოლით.

იან დე ვიტი – “ნიდერლანდების შეჭმული მმართველი”

იან დე ვიტი (1625-1672 წლები) – წარმოადგენდა ნიდერლანდების შვიდი გაერთიანებული რესპუბლიკის (თანამედროვე ნიდერლანდების სამეფოს წინამორბედი) გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწესა და დიდ პენსიონარს 1650-1672 წლებში.

“ანტიგონიდების დინასტია”

“ანტიგონიდების დინასტია” - გახლდათ მაკედონიის ის სამეფო დინასტია,რომელიც ქვეყანას მართავდა ჩვ.წ.აღ-მდე 306 წლიდან – ჩვ.წ.აღ-მდე 168 წლებში.

“პიტკერნები”

“პიტკერნები” - გახლავთ ხალხი,რომლებიც ცხოვრობენ ოკეანიაში (პოლინეზიაში – წყნარი ოკეანე) ულამაზეს პიტკერნის კუნძულზე.ისინი დედამიწაზე,ყველაზე მცირერიცხოვან ხალხად არიან მიჩნეული.მათი რაოდენობა 70 ადამიანს არ აღემატება.

ლუარსაბ I – “ეპიზოდი”

ქართლის მეფე - ლუარსაბ I,რომელიც მეფობდა 1527-1556 წლებში,გამოირჩეოდა თავისი ქვეყნის დიდი სიყვარულითა და ყიზილბაშთა წინააღმდეგ დაუღალავი ბრძოლით,რასაც საბოლოოდ შეეწირა კიდეც გარისის ბრძოლაში 1556 წელს.

სკანდინავიის ხალხები – “ეპიზოდი”

სკანდინავიის ხალხები  – (ფინელების გარდა) ძველი გერმანული ტომების შთამომავლები არიან.ისინი ორ ენობრივ ქვეჯგუფს შეადგენენ: აღმოსავლეთ სკანდინავიურს (შვედები და დანიელები) და დასავლეთ სკანდინავიურს (ნორვეგიელები,ისლანდიელები და ფარერელები).

ესპანეთის “წმინდა ინკვიზიცია”

“ინკვიზიცია” - ლათინური სიტყვაა და სიტყვა სიტყვით აღნიშნავს – “გამოძიებას”. XV საუკუნის ბოლოსათვის არაგონისა და კასტილიის სამეფოთა გაერთიანებით დასრულდა მძლავრი ესპანური მონარქიის ჩამოყალიბება.

გიორგი ლეონიძე – ვახტან VI-ეს შესახებ წერდა…

“რამდენი განწირულება და დაცემაა ხელმწიფის დიდებაში! ყველაზე ქაოსურ ეპოქაში ის მოვიდა,როგორც დაგვიანებული ჰარუნ-ალ-რაშიდი.

იან თადეუშ კრუშინსკი – “ქართველების შესახებ” წერდა…

“აღმოსავლეთ იბერიაში ცხოვრობს მთელს აღმოსავლეთში ყველაზე მებრძოლი ხალხი – ქართველები,რომლებიც იმავდროულად,ძალიან ეტანებიან ღვინის სმასა და ნადირობას… 

სუნ ძი

სუნ ძი – დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 544 წელს,ჩიუციუსა და ჯანგოს პერიოდის ჩინეთის,ერთ-ერთ უძველეს ციის სამეფოში.იგი წარმოადგენდა იმ უდიდეს ჩინელ სამხედრო თეორიტიკოსს,მხედართმთავარს,მოაზროვნესა და მწერალს,რომელიც ავტორია საყოველთაოდ ცნობილი სამხედრო თეორიის ტრაქტატისა – “ომის ხელოვნება”.