ივანე IV მრისხანე – „ეპიზოდი”

„როგორ სისასტიკესაც თავისი ქვეშევრდომების მიმართ იჩენდა დიდი თავადი,ისეთივე სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდა იგი ქვეშევრდომთა საკუთრებაში არსებულ შინაურ პირუტყვებს, – ცხენებს,ხარებს,ძროხებს.მათ ზურგიდან  აძრობდნენ ტყავს და ტყავანაძრობ ნაწილზე შოლტით სცემდნენ”. – ასე აღწერდა გერმანული ბროშურის ანონიმი ავტორი გაერთიანებული რუსეთის პირველი მეფის – ივანე IV მრისხანეს (1530-1584 წლები)

უცნობი ფაქტები მოდილიანის ბიოგრაფიიდან…

გენიალური იტალიელი მხატვრისა და მოქანდაკის - ამადეო კლემენტ მოდილიანის (1884-1920 წლები) დაბადების დღესვე მამამისის – ფლამინიო მოდილიანის მთელი ავლადიდება სახელმწიფომ დააპატიმრა.

“ფრაზეოლოგია კინოფილმებიდან”

„აი,ხომ ხედავ,ჩემო მეგობარო,ყველა ადამიანი ორ სორტად იყოფა: იმათ,ვისაც რევოლვერი გატენილი აქვს და იმათ,ვისაც მარხავენ.ასე რომ – ამოთხარე”. – (კარგი,ცუდი,ბოროტი)

ჯორჯ III-ეს შესახებ…

დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მეფის – ჯორჯ III-ის (1738-1820 წლები),იგივე – ჯორჯ უილიამ ფრედერიკ ჰანოვერის ფიგურას კარიკატურისტი მხატვრები აღმერთებდნენ,ხოლო ხალხს უყვარდა კარგი მეოჯახე, 15 შვილის მამა და ჭეშმარიტად ღვთისნიერი თავისი მეფე.

ამონარიდები ეგნატე ნინოშვილის მოთხრობიდან – „ჩვენი ქვეყნის რაინდი”

„როცა საზოგადო საქმისთვის თავს სწირავს ადამიანი,იცის,რომ მისი ღვაწლი ამაოდ არ ჩაივლის,ასე თუ ისე კეთილ ნაყოფს გამოიღებს.ასეთ თავგანწირვაში რაღაც ერთგვარი კმაყოფილებაც არის,მერე კიდევ წინდაწინვე იცი,რომ თავი უკვე შეწირული გაქვს,აქ შიშიც აღარ ეკარება შენს გულს.

რა გზა გაიარა იან ჟიჟკამ ჩეხი ხალხის ეროვნულ გმირობამდე?

მტრების მიერ „საშინელ ბრმად” წოდებული ჩეხი ხალხის ეროვნული გმირის – იან ჟიჟკას (1360-1424 წლები) ოფიციალური ბიოგრაფია ერთმნიშვნევლად დუმს იმის შესახებ,თუ რა გზა გაიარა ამ უსასტიკესი თვისებების მქონე პიროვნებამ თავისი ცხოვრების ადრეულ ეტაპებზე.

დედა ტერეზა – „ეპიზოდი”

კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ალბანელი მონაზონისა და ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატის – აგნესა გონჯა ბოიაჯიუს (1910-1997 წლები),იგივე – დედა ტერეზას საქმიანობის შესახებ მის სიცოცხლეშივე ბევრი კითხვის ნიშანი იყო დასმული.

დ’არტანიანის შესახებ…

გასკონიელმა თავადაზნაურმა - შარლ ოჟიე დე ბატც დე კასტელმორ დ’არტანიანმა (1613-1673 წლები),რომლის სახელიც ალექსანდრე დიუმამ თავისი რომანით სამარადჟამოდ ცოცხალ პერსონაჟად შეიყვანა მსოფლიო ლიტერატურაში,დიდებული კარიერის პიკს საფრანგეთის მეფის – ლუი XIV-ს მმართველობის ჟამს მიაღწია.

ედუარდ II პლანტაგენეტის შესახებ…

ინგლისის მეფე – ედუარდ II პლანტაგენეტი (1284-1327 წლები) თავისი ქვეყნის ისტორიაში შევიდა,როგორც პირველი ადამიანი,რომელსაც უელსის პრინცის ტიტული მიენიჭა და პირველი მმართველი,რომელმაც „სპორტის მეფედ” წოდებული – ფეხბურთის თამაში აკრძალა.

ტომას პრაიდი – „ეპიზოდი”

ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის მოვლენების მიმდინარეობისას გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ინგლისელი გენერლის – ტომას პრაიდის (გარდაიცვალა 1658 წელს) მეთაურობით ფეხოსანთა პოლკის შეიარაღებული ჯარისკაცები შეიჭრნენ.