Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ზურაბ კუხიანიძის მოთხრობიდან – „თავქვეშ ამოდებული იმედი”

„უიმედო ადამიანი ხმობაშეპარულ ხესა ჰგავს, ხვალ და ზეგ ღონიერი ქარის შემობერტყვაზე რომ გადატყდება”.

ამონარიდები ჰალდორ ლაქსნესის რომანიდან – „ისლანდიის ზარი”

„ – ღმერთო, თუნდაც ვნების პარასკევს ეკლესიის კარზე სახეში მოგაფურთხო, მაშინაც მეცოდინება: ყველაფერი შენი ნებაა”.

ამონარიდები თეინ დე ფრისის რომანიდან – „წითურთმიანი ქალიშვილი”

„ის, ვინც ბევრს დადის, ბევრს ხედავს”.

ამონარიდები რობერტ პენ უორენის რომანიდან – „მეფის მთელი მხედრიონი”

„ – ერთი კაცი იყო, დანტე, და ამბობდა – ჭეშმარიტად ამაყი ადამიანი, ვინც თავისი ფასი იცის, შურის ცოდვას არასოდეს გაივლებს გულში, რადგან სჯერა – არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც შურს აღმიძრავსო”.

ამონარიდები პარმენ ლორიას რომანიდან – „განთიადი ხევში”

„ხალხი ჭრელია: ზოგჯერ კარგი მეგობარი და მოკეთე რომ გგონია, ისაა მტერი და ორგული სწორედ”.

ამონარიდები პარმენ ლორიას რომანიდან – „განთიადი ხევში”

„ – როცა ადამიანს კუჭი ეწვის და ოჯახი შიმშილით ეხოცება, არც მეჩეთი ახსოვს და აღარც ღმერთი. თუ კანონი და სამართალია, ღმერთს უნდა ახსოვდეს ასეთი ადამიანი”.

ამონარიდები რაფის (აკოფ მელიქ-აკოფიანის) მოთხრობებიდან…

„ისეთი ქალები, რომლებსაც ხელთ უპყრიათ გამოჩენილი თანამდებობის პირთა აღვირი, ყოველთვის ყოფილან და არიან ამა თუ იმ დიდი ცვლილებების მიზეზნი, და თითქოს საგანგებოდ ჩასაფრებულნი უდარაჯებენ ადამიანების ბედნიერებას თუ უბედურებას”. – (აღთქმული მონაზონი)

ამონარიდები როჟე მარტინ დიუ გარის რომანიდან – „ტიბოს ოჯახი”

„ხალხიც თავის მთავრობას წააგავს: პირველ ყოვლისა იმაზე ზრუნავს, თავის სასარგებლოდ მოაგვაროს საქმე”…

ამონარიდები რეზო ჭეიშვილის მოთხრობებიდან…

„ადამიანი ქვეყნად გარკვეული მოვალეობის აღსასრულებლად არის მოვლენილი, მაგრამ ერთი საქმისთვის გაჩენილი კაცი მთელი ცხოვრება მეორეს ემსახურება”. – (პრემიერა)

ამონარიდები უილიამ ფოლკნერის რომანიდან – „ქალაქი”

„რამდენად გაგვიადვილდებოდა ცხოვრება, მარტო იმას რომ ვიჯერებდეთ, და იმასაც მთლად არ ვენდობოდეთ, რასაც საკუთარი თვალით ვიხილავთ”.