Tag Archives: ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ყველა ავადმყოფობა ნერვული სისტემის მოშლიდან იწყება, აღმართის წვერიდან მოემართება სატკივარიც, ნატკივარიც, ტკივილიც. ო, როგორ გწყურია, როგორ გაკლია მოფერება ასეთ ჟამს, მაგრამ, აღარც ისე დიდი მომფერებლები გყავს, დედას და მამას რომ ვეძახდით. ან, თუ გყავს აქა-იქ, თითონ არიან მოსაფერებლები. ზიხარ ქედზე, თოკის ერთი ბოლოთი შვილები ამოგყავს მზიურ აღმართზე, თოკის მეორე ბოლოთი მშობლებს უშვებ დაბლა,
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„კაცი რომ გულს დაჰკარგავს, ამ საუკეთესო კაცურს ღირსებას, მაშინ ის პირ-აკრულ ბრაზიან მგლად არის გადაქცეული. სანამ მისი საბელი ხელში გაქვს მაგრად დაჭერილი, მანამდის შენი მორჩილია და
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“ბევრს ვიცნობ ისეთს,რომლებიც მაინცდამაინც არ მისდევენ საყოველთაო მცნებას,რომ ხანდახან მაინც წამოსცდეთ სიმართლე”. – თედორე დოსტოევსკი (ორეული)
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ვინც ცხოვრების გარემოებათა თავის სასარგებლოდ გამოყენება იცის, ფრანგულად – პოლიტიკოსი ჰქვია. საფრანგეთის მეფემ, ლუი მეთერთმეტემ იცოდა, თუ საჭირო იყო, მყრალ გლეხსაც ეწვეოდა სტუმრად და დიდებულ დუკას ან გრაფს არ დაინდობდა და თავს მოაჭრიდა. უფრო პოლიტიკით იყო ძლიერი, ვიდრე ბრძოლით, უფრო მელია იყო, ვიდრე ლომი, აიკლო მტრები და გააძლიერა თავისი ქვეყანა”… - ალექსეი ტოლსტოი (პეტრე პირველი)
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“ჭეშმარიტი გერმანელებისათვის მხოლოდ ერთი კონცეფცია არსებობს, რომლის აღმოჩენასაც ბისმარკს მიაწერენ: – ძალა აღემატება სამართალს”. – ლუი არაგონი (რომაული სამართალი აღარ არსებობს)
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“ეს მუდამ ასე ხდება.პოპულარობას ყოველთვის თან ახლავს ათვალწუნება.მონათა სიყვარულს თან სდევს ბატონთა სიძულვილი. – ვიქტორ-მარი ჰიუგო (კლოდ გე)
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„უბედურება რაღაც ჯადოა, რომლის ძალა იმაში გამოიხატება, რომ იგი ჩვენს თანდაყოლილ მიდრეკილებებს ამტკიცებს. ზოგს უღვივებს უნდობლობასა და სიავეს, მშვენიერი სულის ადამიანს კი გულკეთილობას მატებს”. – ონორე დე ბალზაკი (პოლკოვნიკი შაბერი)
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“შეინარჩუნე კეთილი გრძნობები და გულისხმიერება,რომლებიც ძლიერ ადამიანებს ყოველთვის განასხვავებენ.ასეთ ადამიანებს შესწევთ უნარი ყოველ მწვერვალს დაეუფლონ,თუგინდ ამისათვის სიღატაკის ჭაობში ჩაფლულებს დიდი დრო დასჭირდეთ”. – ონორე დე ბალზაკი (ათეისტის წირვა)
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“ღმერთს კაცი თვალმარგალიტით სავსე სკივრთან მიუყვანია და უთქვამს: აი,ძმობილო,სიმდიდრე,რაზედაც შენ დღედაღამ ოცნებობ,ოღონდ ახლავე გაფრთხილებ – აიღებ,ინანებ და არ აიღებ,მაინც ინანებო.კაცს უფიქრია,თუკი ორივე შემთხვევაში მაინც უნდა ვინანო,უკეთესია ავიღო და მოვიხმარო,თუნდაც აგური ვიყიდო,სინანულის დროს თავში რომ ვირტყაო.
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„საინტერესო დროში ვცხოვრობთ, უყვართ კოხტაპრუწად შეფუთვა თაიგულების… თუმცა, რატომ მარტო ყვავილების, ახლა ყველაფერს „ფუთავენ”, გრძნობებს, ნივთებს, ადამიანებს, ნაგავს… მთავარია, ლამაზად იყოს შეხვეული, თორემ შიგნით რა მნიშვნელობა აქვს, რა არის…” - ვანო ჩხიკვაძე (ბუტკა)