Tag Archives: ხელოვნება
ელ გრეკო – “ეპიზოდი”
ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ ქალაქ ტოლედოში არსებული სან-ტომეს ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირის – ანდრეს ნუნიესის შეკვეთით ბერძნული წარმომავლობის მქონე გენიალურმა ესპანელმა მხატვარმა - ელ გრეკომ 1586-1588 წლებში იმავე ტაძრისათვის განკუთვნილი ტილო,სახელწოდებით – “გრაფი ორგაზას დაკრძალვა” დახატა.
ისააკ ლევიტანი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,თავისი მორცხვი და მორიდებული ბუნებით სახელგანთქმული ებრაული წარმომავლობის მქონე გამოჩენილი რუსი მხატვარი და “განწყობის პეიზაჟის” ერთ-ერთი უდიდესი ოსტატი – ისააკ ლევიტანი (1860-1900 წლები),მის მიერ შექმნილ სურათებზე არასოდეს გამოსახავდა ადამიანებს.
ჟან ჰიუბერი – “ეპიზოდი”
ჟან ჰიუბერი (1721-1786 წლები) – წარმოადგენდა იმ გამოჩენილ შვეიცარიელ მხატვარსა და სილუეტისტს,რომელმაც სახელი გაითქვა გენიალური ფრანგი განმანათლებლის,ფილოსოფოსისა და მისი უახლოესი მეგობრის – ვოლტერის სურათების სერიის შექმნით.
არაპროფესიონალი მხატვრების შესახებ…
ერთ-ერთი ულამაზესი ხელოვნების – ხატვის ნიჭითა და სიყვარულით არა მხოლოდ პროფესიონალი მხავრები იყვნენ და არიან დაჯილდოვებულნი,არამედ სახვითი ხელოვნების ნიჭით გამოირჩევიან და გამოირჩეოდნენ ისეთი პროფესიის ადამიანებიც,როგორებიც გახლავან – მეცნიერები,პოლიტიკოსები,მუსიკოსები,მწერლები,პოეტები,მსახიობები და სხვა.
სესილია თაყაიშვილის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო წერილი ვერიკო ანჯაფარიძეს…
“ვერიკო! ახლაც მახსოვს ის დღე,პირველად რომ გნახეთ.თუ არ ვცდები,ეს იყო 1922 წელი.რუსთაველის თეატრის ფოიეში ვიდექი ამხანაგებთან ერთად.მაშინ მე სტუდიაში ვსწავლობდი,თქვენ კი უკვე მსახიობი იყავით.გამოიარეთ და რატომღაც მე მთხოვეთ პომადა,რომელიც არ მქონდა.შეგხედეთ და გავოცდი – თქვენ გეცვათ ყვითელ-მწვანედ ნაქსოვი კაბა.თვალი ვერ მოგწყვიტეთ.ისე არაჩვეულებრივად მიმზიდველი იყავით, და ასეთი დარჩით მთელი სიცოცხლე.
რამდენიმე ეპიზოდი უილიამ კლარკ გეიბლის ცხოვრებიდან…
ქალთა გულის მპყრობელი ხმოვანი კინოს ადრეული ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი კინომსახიობი – უილიამ კლარკ გეიბლი (1901-1960 წლები),განსაკუთრებით ვერ იტანდა შვედური წარმომავლობის მქონე შესანიშნავ ამერიკელ მსახიობ ქალს – გრეტა გარბოს.იგი მას – “სნობს” უწოდებდა (პირი,რომელსაც დახვეწილი გემოვნების,მანერების და მისთანების პრეტენზია აქვს და ამით ქედმაღლობს).
ჯორჯო ვაზარი “სიქსტეს კაპელას” შესახებ წერდა…
რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მხატვარი,არქიტექტორი და მწერალი – ჯორჯო ვაზარი (1511-1574 წლები) იმდენად აღაფრთოვანა გენიალური მიქელანჯელოს მიერ ვატიკანში განთავსებული “სიქსტეს კაპელას” ვირტუოზული ხელოვნებით შესრულებულმა მხატვრობამ,რომ მან შემდეგი სიტყვები უძღვნა ამ უკვდავ ქმნილებას:
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის გენიალური ქმნილების – “მთვარის სონატის” შესახებ…
1800-1801 წლებში გენიალურმა გერმანელმა კომპოზიტორმა და პიანისტმა – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა (1770-1827 წლები) დაწერა დღეისათვის “მთვარის სონატის” სახელით ცნობილი შედევრი მუსიკალური ნაწარმოები.
ბიაჯო და ჩეზენას გესლიანი წერილი მიქელანჯელო ბუონაროტის…
როგორც ცნობილია,გენიალურმა იტალიელმა მოქანდაკემ,არქიტექტორმა და მხატვარმა – მიქელანჯელო ბუონაროტიმ (1475-1564 წლები),სიქსტეს კაპელას კედლებზე 1537-1541 წლებში გამოსახა შედევრი-ფრესკა,სახელწოდებით – “განკითხვის დღე”,სადაც მის მიმართ განსაკუთრებული მტრობით გამორჩეული პავლე III-ის ცერემონმეისტერი – ბიაჯო და ჩეზენა (1463-1544 წლები),შურისძიების მიზნით,
რატომ გამოსახა მიქელანჯელომ იესოზე გაცილებით ახლაგაზრდათ დედა ღვთისა”პიეტა”-ზე?!
როგორც ცნობილია,აღორძინების ეპოქაში მოღვაწე გენიალურმა იტალიელმა არქიტექტორმა,მოქანდაკემ,მხატვარმა და პოეტმა – მიქელანჯელო ბუონაროტიმ (1475-1564 წლები),ვატიკანში განთავსებულ წმინდა პეტრეს ტაძარში დღეისათვის წარმოდგენილი თავისი უკვდავი ქმნილება – “პიეტა” სულ რაღაც ორ წელიწადში დაამზადა.