Tag Archives: ხელოვნების ნიმუშები
ედუარ მანე – “ნავში”
“ნავში” – წარმოადგენს დიდი ფრანგი მხატვარ-უნივერსალისტის,იმპრესიონიზმის ფუძემდებლისა და გრავიორის - ედუარ მანეს (1832-1883 წლები) მიერ დახატულ შესანიშნავ სურათს.
რაფაელ სანტი – “კაუპერის დიდი მადონა”
“კაუპერის დიდი მადონა” – წარმოადგენს უმბრიული სკოლის გენიალური იტალიელი მხატვრის,არქიტექტორისა და გრაფიკოსის – რაფაელ სანტის (1483-1520 წლები) მიერ 1508 წელს დახატულ შედევრ-სურათს.
კაცუშიკა ჰოკუსაი – “კანაგავას დიდი ტალღები”
“კაგანავეს დიდი ტალღა” – წარმოადგენს დიდი იაპონელი გრავიორის,ილუსტრატორის,მხატვრისა და უკიიოს სახვითი ხელოვნების სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის - კაცუსიკა ჰოკუსაის (1760-1849 წლები) მიერ ხეზე დახატულ უნიკალურ გრავიურას.
ფრანჩესკო აიეცი – “კოცნა”
“კოცნა” – წარმოადგენს დიდი იტალიელი მხატვრისა და XIX საუკუნის შუანახევრის რომანტიზმის წამყვანი ხელოვანის - ფრანჩესკო აიეცის (1791-1882 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავებით დახატულ შედევრ-სურათს.
ვინსენტ ვილემ ვან გოგი – “აყვავებული ნუშის ტოტები”
“აყვავებული ნუშის ტოტები” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვარ-პოსტიმპრესიონისტის - ვინსენტ ვილემ ვან გოგის (1853-1890 წლები) მიერ, 1890 წელს ტილოზე ზეთის საღებავებით დახატულ შედევრ-სურათს.
მარკ შაგალი – “თეთრი ჯვარცმა”
“თეთრი ჯვარცმა” – წარმოადგენს ებრაული წარმომავლობის მქონე ფრანგი მხატვრის – მარკ შაგალის (1887-1985 წლები) მიერ ზეთის საღებავებით ტილოზე შესრულებულ ტრაგიკული სიუჟეტის მქონე სურათს.
ტიციანო ვეჩელი – “დანაოსი”
“დანაოსი” – წარმოადგენს გენიალური იტალიელი მხატვრისა და აღორძინების ეპოქის ვენეციური სკოლის უდიდესი წარმომადგენლის - ტიციანო ვეჩელის (1488-1576 წლები) მიერ ზეთის საღებავებით ტილოზე შესრულებულ შედევრ-სურათს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ – და კადორეს (როგორც მას სიცოცხლეში მოიხსენიებდნენ),სახვითი ხელოვნების სპეციალისტები და ექსპერტები დღემდე ისეთი “კორიფეების” გვერდით აყენებენ,როგორებიცაა – ლეონარდო და ვინჩი,მიქელანჯელო ბუონაროტი და რაფაელ სანტი.
ალბრეხტ დიურერი – “მადონა ყრმასთან და წმინდა ანასთან”
“მადონა ყრმასთან და წმინდა ანასთან” – წარმოადგენს გენიალური გერმანელი მხატვრის,გრაფიკოსისა და ქსილოგრაფიის (ტექსტის ან სურათის ტვიფრა ხეზე შემდგომი გამრავლებისთვის) უდიდესი ევროპელი ოსტატის – ალბრეხტ დიურერის (1471-1528 წლები) მიერ ხეზე გადაჭიმულ ტილოზე ტემპერათი (საღებავები,რომლის შემაკავშირებელ ნივთიერებად იყენებენ წყალში გახსნილ კვერცხის გულს და უმატებენ მცენარეულ ან ცხოველურ ზეთს) დახატულ შედევრ-სურათს.
კარლ ბრიულოვი – “იტალიური შუადღე”
“იტალიური შუადღე” – წარმოადგენს გენიალური რუსი ფერმწერის,მონუმენტალისტისა და აკადემიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის – კარლ ბრიულოვის (1799-1852 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავით დახატულ დიდებულ სურათს.
სანდრო ბოტიჩელი – “ცილისწამება”
“ცილისწამება” – წარმოადგენს ადრეული რენესასნსის ხანის გენიალური იტალიელი მხატვრისა და ფლორენციული სამხატვრო სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის - ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპის (1445-1510 წლები),იგივე – სანდრო ბოტიჩელის მიერ შექმნილ შედევრ-სურათს.