Tag Archives: ისტორია
“კიროსის მანიფესტი”
“კიროსის მანიფესტი” - ცნობილი ასევე,როგორც “კიროსის ცილინდრი”,წარმოადგენს თიხისაგან დამზადებულ ცილინდრს,რომელზეც სპარსეთის იმპერიის დამაარსებელმა (აქიმენდიტთა დინასტიის პერიოდში) – კიროს II დიდმა (მეფობდა ძვ.წ.აღ-ით 559-530 წლები),დააწერინა თავისი გამარჯვებები,წინაპართა ვინაობები და მის მიერ ჩადენილი ის მოწყალე საქმეები,რაც მას მეფობის პერიოდში ჩაუდენია.
ფილონ ბიბლოსელი
ფილონ ბიბლოსელი - დაიბადა ახ.წ.აღ-ით 50 წელს ბიბლოსში (ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ფინიკიაში,იგივე ბიბლიური გებალი,რომელიც მდებარეობდა ლიბიაში).იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი ფინიკიელი ფილოსოფოსი და ისტორიკოსი,რომელსაც ეკუთვნის ფინიკიის რელიგიის,ისტორიისა და მათი კულტურის აღწერა.
ალექსანდრე მაკედონელი და არისტობულოსი – (ეპიზოდი)
ალექსანდრე მაკედონელის (ძვ.წ.აღ-ით 356-323 წლები) – დამოკიდებულება მლიქვნელთა და ზოგადად მლიქვნელობის მიმართ,საყოველთაოდ ცნობილია.ისტორიას შემორჩა ერთი ისეთი თვალნათელი ფაქტი,”მსოფლიოს მპყრობელის” ბიოგრაფიიდან,სადაც კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება,ყოველგვარი მლიქვნელობისადმი:
“ტეოპანტეკუანიტლანი”
“ტეოპანტეკუანიტლანი” - აღნიშნავს “წმინდა ადგილს”,სიტყვა-სიტყვით კი “იაგუართა წმინდა ადგილს”.იგი გახლავთ არქეოლოგიური ძეგლი კოლუბამდელი ცივილიზაციისა,მესოამერიკის ფორმაციული პერიოდის შუა ხანებისა.იგი მდებარეობდა თანამედროვე მექსიკის შტატ გერეროს ტერიტორიაზე,მდინარე ბალსას-ატოიაკის ხეობაში.
“ეპანაგოგა”
“ეპანაგოგა” - გახლდათ ბიზანტიის იმპერიის კანონთა კრებული IX საუკუნეში.იგი შედგენილ იქნა ბიზანტიის იმპერატორის – ბასილი I მაკედონელის (მმართველობის წლები – 867-886 წლები) და მისი შვილების,მომავალი იმპერატორების – ლეონის (ლეონ VI ბრძენი 866-912 წლები) და ალექსანდრეს (870-913 წლები) მიერ.
“მთვარის ტაძარი”
“მთვარის ტაძარი” - ადგილობრივები მოიხსენიებდნენ ასევე,როგორც “მთვარის უაკა”.იგი გახლდათ ტაძრის ნაგებობა ლა-ლიბერტადის რეგიონში,პერუს ჩრდილო-აღმოსავლეთით და განეკუთვნებოდა ერთ-ერთი უძველესი მოჩეს კულტურის ნაგებობას (მოჩეს კულტურა კოლუბამდელი კულტურა გახლდათ I საუკუნიდან VIII საუკუნის ჩათვლით).
მეფე არჩილი
არჩილი (მეფობდა VIII საუკუნეში) ძე იყო ქართლის ერისმთავარის სტეფანოზ III-ისა.ჯუანშერის მატიანეში იგი მოხსენიებულია მეფედ და იმავე მატიანეში მის საბრძანებელში შედიოდა ეგრისი,ხოლო აფხაზეთის ერისმთავარი ლეონ I მისი ყმადნაფიცი იყო.
უასკარი
უასკარი - დაიბადა 1500 წელს და გახლდათ ინკების იმპერიის მეთორმეტე მმართველი.იგი იყო ვაჟი ინკების იმპერიის მეთერთმეტე იმპერატორის უაინა კაპაკასი (1476-1527 წლები) და ძმა კიტოს რეგიონის მმართველის – ატაჰუალპასი (1497-1533 წლები).სწორედ ატაჰუალპა გახლდათ ის მმართველი,რომელიც მოგვიანებით,ჩაერთო აჯანყებაში ინკების კანონიერი იმპერატორის და მისი ძმის უასკარის წინააღმდეგ.
ელისაბედ კორტრაიტ მონრო
ელისაბედ კორტრაიტ მონრო - დაიბადა 1768 წლის 30 ივნისს ნიუ-ორკში.იგი გახლდათ ბრიტანული არმიის ოფიცრის ლოურენს კორტრაიტის და მისი მეუღლის ანა ასპინუილის ქალიშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მეხუთე პრეზიდენრის – ჯეიმზ მონროს (1758-1831 წლები,ცნობილი ასევე თავისი “მონროს დოქტრინით”) მეუღლე.
“ბაბილონური მსოფლიო რუკა”
“ბაბილონური მსოფლიო რუკა” - წარმოადგენს უძველეს თიხის ფირფიტას,გვიანდელი ბაბილონური პერიოდისა – შუამდინარეთიდან.მასზე გამოსახულია ცნობილი “ბაბილონური მსოფლიო რუკა” და შეიცავს,ისევე როგორც ნამდვილ გეოგრაფიულ ობიექტებს,ასევე მითოლოგიურ ელემენტებსაც.