დიპლომატიური ეტიკეტის სრული იგნორირება

XVIII საუკუნის დასაწყისში ქალაქ შლისელბურგის პორტში მდგომ საიმპერატორო იახტას რესტავრაცია ჩაუტარდა.სარესტავრაციო სამუშაოების დასრულებას რუსეთის იმპერატორმა – პეტრე I-მა საზეიმო ღონისძიებები მიუძღვნა. 

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც ცნობილია,ისტორიკოსთა დიდი ნაწილი პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებაში იმთავითვე გერმანიის უკანასკნელ იმპერატორს – ვილჰელმ II-ს სდებდა ბრალს.ისტორიკოსებს არც პოლიტიკოსები ჩამორჩნენ და 1919 წელს მიღებულ ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულებაში ჩაწერეს,რომ პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატორი – ვილჰელმ II იყო.

მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინი – “ეპიზოდი”

გამოჩენილ რუს სატირიკოს მწერალთან,ჟურნალისტთან და რიაზანისა და ტვერის გუბერნიების ხელმძღვანელთან – მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინთან (1826-1889 წლები) სტუმრად მყოფმა მეგობრებმა საუბარი ქრთამის საკითხზე ჩამოაგდეს.

ულე-ეინარ ბიორნდალენი – “ეპიზოდი”

ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი (8-გზის ოლიმპიური და 20-გზის მსოფლიო ჩემპიონი ბიატლონში),ნორვეგიელი ბიატლონისტი – ულე-ეინარ ბიორნდალენი ნორვეგიის სიდიდით მეექვსე ქალაქ დრამენში მოკრძალებული ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ფერმერის ოჯახში დაიბადა.

კენძი ჰატანაკა – “ეპიზოდი”

1945 წლის 15 აგვისტოს იაპონიის იმპერატორმა – ჰიროჰიტომ საერთაშორისო რადიომაუწყებლობის მეშვეობით ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და იაპონიის საიმპერატორო შეიარაღებული ძალების უსიტყვო კაპიტულაციის შესახებ უმძიმესი ინფორმაცია აუწყა.

იაპონიაში 1 200 წლის მანძილზე მოქმედი ტაბუ

ბუდისტური რელიგიის ზეგავლენის შედეგად,”ამომავალი მზის” ქვეყნის – იაპონიის სათავეში VII საუკუნის შუა ნახევრაში მოსულმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას კატეგორიულად აუკრძალა ცხოველური ხორცის საკვებად გამოყენება (საყურადღებოა,რომ აღნიშნული ტაბუ ულამაზესი საკურასა და გრძნეული ქრიზანთემების სამშობლოში თითქმის 1 200 წლის განმავლობაში მოქმედებდა!).

წითელი აკანტოფენიქსი

წითელი აკანტოფენიქსი – წარმოადგენს პალმების მარადმწვანე მცენარეების ოჯახის წარმომადგენელ მცენარეს აკანტოფენიქსის რიგისა,რომელიც პირველად აღწერილი იქნა დიდი ფრანგი ბოტანიკოსისა და ბუნებისმეტყველის – ჟან-ბატისტ ბორი დე სენ-ვენსანის მიერ 1804 წელს.

კუექსკომატე

კუექსკომატე – წარმოადგენს მექსიკის ქალაქ პუებლაში განთავსებულ გეიზერს,რომელსაც შეცდომით მსოფლიოში არსებულ ყველაზე პატარა მოცულობის მქონე ვულკანად მოიხსენიებენ.უტო-აცტეკურ ენათა ოჯახის ნაჰაუს შტოს ერთ-ერთი ენიდან – ნაუატლიდან თარგმანით,- კუექსკომატე – “თიხის ქოთანს” აღნიშნავს.

ამონარიდი შალვა დადიანის ისტორიული რომანიდან – “უბედური რუსი”

“ქართველები ფრიად შემკული ხალხია,მაგრამ ერთი დიდი ნაკლი ჰქონიათ: თავის-თავის ღალატი.უკეთუ მათგანი ვინმე ზეწამოიწია და გაღონიერდა,შემდეგ თავს მაღლა იღებს და ურჩობას იწყებს.თვით მეფესაც აღარ ეპუება,საზოგადოს ივიწყებს,საპირადოზე გადადის.

ილია ჭავჭავაძე ამბობდა…

” – რანი ვართ,რანი? ათასი გიორგი მუხრანსკი,ათასი ლუკა ისარლიჩი,ათასი გამცემი გვაზის თავზე… ეს ავი დრო მაჯლაჯუნასავით დასწოლია ჩვენს აზრსა და სიტყვას და საძრაობას არ აძლევს… არ ვიცით ბრძოლა,არა!