ჰანიბალის მიმართვა კართაგენის სენატს

როგორც ცნობილია,კართაგენის ქალაქ-სახელმწიფოს საბოლოო კრახი რომის იმპერიასთან მრავალწლოვან სისხლისმღმვრელ ომში განაპირობა იმ გარემოებამ,რომ ქვეყნის ხელისუფლებაში მოკალათებულ ჩინოვნიკთაგან სახელოვანი კართაგენელი მხედართმთავრისა და სახელმწიფო მოღვაწის – ჰანიბალ ბარკას (ძვ.წ.აღ-ით 247-183 წლები) მსგავსად ძალიან ცოტას შესტკიოდა გული სამშობლოს მომავალზე.

ივანე კოზლოვსკი – “ეპიზოდი”

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტისა და ოპერის მომღერლის – ივანე კოზლოვსკის (1900-1993 წლები) დიდი ხნის უცნებას საზღვარგარეთ მოგზაურობა და უცხო ქვეყნების მონახულება წარმოადგენდა.მაგრამ იმ პერიოდისათვის უცხოეთში საბჭოთა მოქალაქეების ვიზიტები (თუ არ ჩავთვლით დიპლომატიურ ვოიაჟებს) ხელისუფლების ძალისხმევით,ძალიან იშვიათი მოვლენა იყო. 

მარკუს ტულიუს ციცერონი – “ეპიზოდი”

გენიალური ძველი რომაელი პოლიტიკური მოაზროვნე,ფილოსოფოსი,ორატორი და ადვოკატი – მარკუს ტულიუს ციცერონი (ძვ.წ.აღ-ით106-43 წლები) საბერძნეთში მოგზაურობისას სახელოვან ძველ ბერძენ რიტორს – აპოლონიუსს შეხვდა.

იური გაგარინი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც საბჭოთა მფრინავმა-კოსმონავტმა - იური გაგარინმა 1961 წელს პირველმა დალაშქრა კოსმოსი,საბოთა კავშირის გმირის წოდებასთან ერთად ქვეყნის ხელისულებისაგან ჯილდოს სახით საჩუქრად მიიღო სპეციალურად მისთვის დამზადებული შავი ფერის ავტომობილი – “გაზ 21″ (ვოლგა) სარეგისტრაციო ნომრით – 78-78 МОД.

პალ ერდიოში – “ეპიზოდი”

რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ უნგრული წარმომავლობის მქონე გენიალური მათემატიკოსი – პალ ერდიოში (1913-1996 წლები),რომელმაც ყველაზე უფრო მეტი ნაშრომი გამოქვეყნა მათემატიკაში,ვიდრე სხვა ნებისმიერმა მათემატიკოსმა ისტორიაში,ისეთ რეკრეაციულ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე გახლდათ დამოკიდებული,როგორიცაა – ამფეტამინი.

ჰორაციო ნელსონი – “ეპიზოდი”

ჩვენთვის უცნობია,ჰქონდა თუ არა ინგლისის ფლოტის სახელოვან ადმირალს – ჰორაციო ნელსონს (1758-1805 წლები) ვლახეთის მმართველის – ვლად III ცეპეშის,იგივე – გრაფი დრაკულას იმ უჩვეულო და საშინელი ჩვევის შესახებ ინფორმაცია,რომლის თანამადაც “დრაკონის ძე” საწოლში გამოძინებას,კუბოში გამოძინებას არჩევდა.

ეძღვნება ქართული ფეხბურთის სავალალო მდგომარეობას

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე თითოეული ქვეყნის მოსახლეობა ერთადერთ გუნდს,თავის,საკუთარ ეროვნულ ნაკრებს დაუჭერს მხარს,ჩვენ კი ოცდათორმეტს და ოცდათორმეტივე სხვისი იქნება.

კანტალუპა

კანტალუპა – წარმოადგენს გოგრისებრთა ოჯახის მცოცავ მცენარეს,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ მეორე სახელწოდებითაც – “სპარსული ნესვი”.ამ უტკბესი და არომატული ნესვის ნაირსახეობის მცენარემ თავისი სახელწოდება ოდესღაც რომის პაპების მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი იტალიური ოლქისაგან (კომუნისაგან) – კანტალუპო-ინ-საბინასგან მიიღო.

“დამაკვირდი”

1. “სიღარიბე ყველაზე მძიმე დანაშაულია და თუ ამ დანაშაულში დაგდებენ ბრალს – სიკვდილით დაგსჯიან”. – ვიქტორ-მარი ჰიუგო

ჰანს კრისტიან ანდერსენი – “ეპიზოდი”

ღარიბი მეწაღის – ჰანს ანდერსენის ვაჟი – ჰანს კრისტიან ანდერსენი (1805-1875 წლები) იმთავითვე მეტად მგრნობიარე და ემოცური პიროვნება გახლდათ, და რადგანაც იმ პერიოდის სკოლებში ფიზიკური დასჯა ჩვეულებად იყო ქცეული,დედამ – ანა მარი ანდერსდატერმა ბავშვი იმ საქველმოქმედო სკოლაში მიიყვანა სასწავლებლად,სადაც სხვა სკოლებისაგან განსხვავებით მოსწავლეებს ფიზიკურად არავინ სჯიდა.