Tag Archives: ისტორია

“ძველი კრეტის პოლისების სახელმწიფო წყობილება”

უძველესი კრეტის პოლისებს არა ცალკე პიროვნებები,არამედ კოლეგიები მართავდნენ. ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეებში კუნძულ კრეტაზე უნდა არსებულიყო დაახლოებით 46 ქალაქი.ამ ქალაქები მმართველ თანამდებობის პირთა კოლეგიას კოსმოსია ან კოსმების კოლეგია ერქვა.

ძველი საბერძნეთის პერიოდიზაცია….

“ძველი ბერძნების” როლი კაცობრიობის კულტურის ისტორიაში დიდმა ინგლისელმა სამართლის ისტორიკოსმა,ანთროპოლოგმა და იურისტმა -ჰენრი სომნერ მენმა (1822-1888 წლები),ასე შეაფასა:

ედუარ დალადიეს ბიოგრაფიიდან…

ედუარ დალადიე (1884-1970 წლები) გახლდათ ფრანგი პოლიტიკოსი,სახელმწიფო მოხელე და პრემიერ-მინისტრი საფრანგეთისა 1933-1934 და 1938-1940 წლებში.მას სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების დიპლომატები,მოიხსენიებდნენ,როგორც “ძალიან სუსტ და გაუბედავ” პოლიტიკოსს.

გიორგი კვინიტაძის შესახებ…

ერთ-ერთი უდიდესი ქართველი სამხედრო მოღვაწე და გენერალი - გიორგი კვინიტაძე, ნამდვილი გვარი ჩიქოვანი (1874-1970 წლები), ქართული არმიის გამორჩეული და შესანიშნავი წარმომადგენელია.

“კიჩეს ხალხი”

“კიჩეს ხალხი” - გახლდათამერიკის ძირძველი მოსახლეობა,მცხოვრები გვატემალას მთიანეთში და ამასთანავე ერთ-ერთი ეთნიკური ჯგუფი მაიას ცივილიზაციისა.მისი სინონიმებია: კეჩე და კეჩელახი,რომელიც თავის მხრივ აღნიშნავს “ადამიანებს ტყიანი ქვეყნიდან”.

“საკბე”

“საკბე” - ესპანურ ენაზე (Sacbe),წარმოადგენდა მაიას ცივილიზაციის მიერ სპეციალურად დაგებულ გზებს,რომლებიც ერთმანეთთან აერთებდა ცერემონიალური ღონისძიებების ადგილებს,ან ქალაქებს – ქალაქებთან.

ლუი XIV – “ეპიზოდი”

საფრანგეთისა და ნავარის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეფე - ლუი XIV დე ბურბონი (1638-1715 წლები),იგივე – “მეფე მზე”,სახელმწიფო მართვის ცენტრს წარმოადგენდა და როგორც თავად ამბობდა მის (მზის) გარშემო უნდა ეტრიალათ სახელმწიფო უწყებებს და მათ მესვეურებს.

“საგანგებო ბრძანება N 9006″

“საგანგებო ბრძანება N 9006″ – წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 32-ე პრეზიდენტის – ფრანკლინ დელანო რუზველტის (1882-1945 წლები),მიერ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში,კერძოდ 1942 წლის 19 თებერვალს გამოცემულ სპეციალურ ბრძანებას,რომელიც თავდაცვის მინისტრსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამინისტროს ავალებდა ქვეყნის გარკვეული ტერიტორიები “საომარ ზონებად” გამოეცხადებინა.

მარია მანდელი – (აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის “ურჩხული”)

მარია მანდელი – დაიბადა 1912 წლის 10 იანვარს ავსტრიის ქალაქ მიუნცინჰერში.1942-1944 წლებში იგი წარმოადგენდა “სიკვდილის ფაბრიკად” წოდებული – აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის ქალთა განყოფილების უფროს,რომლის სახელსაც უკავშირდება 500 000 ქალი-პატიმრის სიკვდილი.

“დეფენენსტრაცია”

“დეფენენსტრაცია” – ინგლისურ ენაზე “Defenestrations”,ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და წარმოადგენს აქტს ვინმეს ფანჯრიდან გადაგდებისა.აღნიშნული ფენომენი ერთობ პოპულარული გახლდათ ძველ ჩეხეთში და იგი ერთგვარი მოვლენა იყო პოლიტიკური მოწინააღმდეგეების თავიდან მოსაცილებლად.