Tag Archives: ხელოვნების ნიმუშები
მიქელანჯელო ბუონაროტი – “ბახუსი”
“ბახუსი” – წარმოადგენს გენიალური იტალიელი მოქანდაკის,მხატვრის,არქიტექტორისა და აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანის – მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564 წლები) მიერ მარმარილოსაგან შექმნილ შედევრ-ქანდაკებას.
ჰენრიხ ჰექტორ სემირადსკი – “ცეკვა ხანჯლებს შორის”
“ცეკვა ხანჯლებს შორის” – წარმოადგენს პოლონური წარმომავლობის მქონე დიდი რუსი მხატვრისა და გვიანი აკადემიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელის - ჰენრიხ ჰექტორ სემირადსკის (1843-1902 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავებით შესრულებულ ბრწყინვალე სურათს.
ტინტორეტო – “საიდუმლო სერობა”
“საიდუმლო სერობა” – წარმოადგენს გვიანი აღორძინების ხანის გენიალური იტალიელი ფერმწერისა და შუქ-ჩრდილების დიდოსტატის – იაკოპო რობუსტის (1518-1594 წლები),იგივე “ტინტორეტოს” მიერ დაახლოებით 1592-1594 წლებში დახატულ მეტად თამამ კომპოზიციურ ჟანრში გადაწყვეტილ რელიგიურ სურათს.
რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი – “არისტოტელე ჰომეროსის ბიუსტთან”
“არისტოტელე ჰომეროსის ბიუსტთან” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის,ფერწერისა და გრავიურის ოსტატის,ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის - რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის (1606-1669 წლები) მიერ ზეთის საღებავებით ტილოზე დახატულ შედევრ-სურათს.
ედუარ მანე – “ესპანელი გიტარისტი”
“ესპანელი გიტარისტი” – წარმოადგენს დიდი ფრანგი მხატვრის,გრავიორისა და იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის - ედუარ მანეს (1832-1883 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავებით შესრულებულ შესანიშნავ სურათს.
ანდრეა დელ ვეროკიო – “ქრისტეს ნათლისღება”
“ქრისტეს ნათლისღება” – წარმოადგენს აღორძინების ეპოქის გენიალური იტალიელი მხატვრის,მოქანდაკისა და ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთი მასწავლებლის - ანდრეა დელ ვეროკიოს (1436-1488 წლები) მიერ ხის დაფაზე ზეთის საღებავებით შესრულებულ რელიგიური სიუჟეტის მქონე “შედევრ სურათს”.
ბოკაჩო ბოკაჩინო – “ახალგაზრდა ბოშა ქალის პორტრეტი”
“ახალგაზრდა ბოშა ქალის პორტრეტი” – წარმოადგენს აღორძინების ეპოქის გენიალური იტალიელი მხატვრისა და იტალიურ ქალაქ კრემონაში მდებარე საკათედრო ტაძრის უნიკალური ფრესკების შემოქმედის – ბოკაჩო ბოკაჩინოს (1468-1525 წლები) მიერ,დაფაზე ტემპერათი (საღებავები,რომლის შემაკავშირებელ ნივთიერებად იყენებენ წყალში გახსნილ კვერცხის გულს და უმატებენ მცენარეულ ან ცხოველურ ზეთს) შესრულებულ შედევრ სურათს.
რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი – “უძღები შვილი ტავერნაში”
“უძღები შვილი ტავერნაში” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერისა და გრავიორის - რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის (1606-1669 წლები),მიერ 1635 წელს ზეთის საღებავებით ტილოზე დახატულ დიდებულ ავტოპორტრეტს,მეუღლესთან – სასკია ვან ეილენბიურხთან (1612-1642 წლები) ერთად.
ქვენტინ მასეისი – “გონჯი ჰერცოგინია”
“გონჯი ჰერცოგინია” – წარმოადგენს გენიალური ფლამანდრიელი მხატვრის – ქვენტინ მასეისის (1465-1530 წლები) მიერ,ზეთის საღებავებით შექმნილ დიდებულ გროტესკული სტილის მქონე ფსევდო-პორტრეტს.
პიერ ოგიუსტ რენუარი – “ქოლგები”
“ქოლგები” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრისა და მოქანდაკის – პიერ ოგიუსტ რენუარის (1841-1919 წლები),მიერ ზეთის საღებავებით ტილოზე დახატულ დიდებულ სურათს.სურათის სიმაღლე 180,ხოლო სიგანე 115 სანტიმეტრია.სპეციალისტთა ვარაუდით,აღნიშნულ სურათზე მუშაობა,რენუარმა 1880-81 წლებში დაიწყო და 1885-86 წლებში დაასრულა.