მანცინელა

მანცინელა - მოიხსენიებენ ასევე,როგორც “მანშინელა”.იგი გახლავთ ტროპიკული მცენარე რძიანისებრნთა ოჯახისა,რომელიც გავრცელებულია ცენტრალურ ამერიკაში,კოლუმბიაში,ვენესუელაში,მექსიკასა და კარიბის ზღვის კუნძულებზე.

იცით თუ არა,რომ

1. რძიანი შოკოლადი პირველად XIX საუკუნის შუა ნახევრაში შვეიცარიელმა – დანიელ პიტერმა გამოიგონა,ამიტომ მას “შვეიცარიულ შოკოლადს” უწოდებდნენ.

ეკატერინე II-ეს “საფლავის ეპიტაფია”

რუსეთის ცნობილმა დედოფალმა ეკატერინე II-მ (1729-1796 წლები),რომელიც მეუღლე გახლდათ მეტად არაპოპულარული იმპერატორის პეტრე III-ისა (მეფობდა 1761-1762 წლებში),თავადვე 1762 წელს სასახლის კარზე მომხდარი გადატრიალების შედეგად ტახტიდან ჩამოაგდო იმპერატორი და მთელი ძალაუფლება იგდო ხელთ.

“დემარქია”

“დემარქია” - ასევე მოიხსენიებენ,როგორც “ლოტოკრატია”.იგი გახლავთ ფორმა პირდაპირი მნიშვნელობითი დემოკრატიისა და სახალხო ნების გამოხატულებისა,როდესაც შემთხვევითი ფორმით არჩეული მოქალაქეები იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მთელი მოსახლეობის სახელით.

ნანაუაცინი

ნანაუაცინი” - მოიხსენიებდნენ ასევე,როგორც “ნანაუატლი”.იგი გახლდათ აცტეკთა ღვთაება,რომელიც მსოფლიოს მეხუთე ეპოქის დასაწყისში გადაეშვა ცეცხლში და იქცა მზედ.აცტეკთა მითოლოგიის თანახმად “ახალი სამყაროს” შექმნის შემდეგ,შეიკრიბნენ ღმერთები რათა გადაეწყვიტათ ის,თუ ვინ იქნებოდა მზის ღმერთი.

“ბორჯიას კოდექსი”

“ბორჯიას კოდექსი” - გახლავთ მესოამერიკული რელიგიური და წინასწარმეტყველური უძველესი მანუსკრიპტი,რომელიც მეცნიერთა ვარაუდით შექმნილი უნდა ყოფილიყო თანამედროვე მექსიკის შტატის პუებლას ტერიტორიაზე,კონკისკადორთა მიერ მექსიკის დაპყრობამდე.

ხუან რუის დე ალარკონ-ი-მენდოსა

ხუან რუის დე ალარკონ-ი-მენდოსა - დაიბადა 1581 წელს მექსიკაში.იგი გახლდათ გამოჩენილი ესპანელი დრამატურგი და ავტორი 26 პიესისა.მისი ბიოგრაფიის შესახებ ცნობები ძალიან მწირია,რადგან მისივე თანამედროვეებისათვის იგი უცნობი დრამატურგი იყო.

“კარაკური-ნინგო”

“კარაკური-ნინგო” - გახლავთ იაპონური ხელოვნების დარგი,რომლის მიხედვითაც იქმნებოდა “მექანიკური თოჯინები” XVIII-XIX საუკუნეების იაპონიაში.თავად სიტყვა “კარაკური”,ითარგმნება,როგორც: “მექანიკური მოწყობილობა,შექმნილი იმისათვის,რათა გააბრაზოს,მოატყუოს და გააოცოს ადამიანი”.

“ბლუმენორდენი”

“ბლუმენორდენი” - გერმანულად “Blumenorden” (ყვავილის ორდენი).იგი გახლდათ გერმანული ლიტერატურული საზოგადოება,რომელიც ჩამოყალიბდა გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში XVIII საუკუნეში და მიზნად ისახავდა “გერმანული ენის გამოსწორებას” (გადარჩენას),რომელმაც დიდად განიცადა დეფორმაცია,ისტორიაში ცნობილი,როგორც “ოცდაათწლიანი ომის” პერიოდში (1618-1648 წლებში).

“ტუნდიანი”

“ტუნდიანი” - გახლავთ ჩინური ენციკლოპედიური ტექსტები ტანის ეპოქისა (618-907 წლები),რომლის შექმნასაც მიაწერენ ჩინელ ისტორიკოსს – დუ იუს.თუმცა მასში გამოყენებულია სხვა ავტორების ნაშრომებიც.