Tag Archives: რომ
იცით თუ არა, რომ?!
1. აცტეკების იმპერიის ლეგენდად ქცეული დედაქალაქი – ტენოჩტიტლანი, რომელიც 1521 წელს გაანადგურა ესპანელმა კონკისკადორებმა, იმ პერიოდის „ცივილიზებული” ევროპის ქალაქებისაგან განსხვავებით, იდეალური სისუფთავით გამორჩეული ქალაქი იყო. მის ქუჩებს ყოველდღიურად საგულდაგულოდ ასუფთავებდა ასეულობით მეეზოვე.
იცით თუ არა, რომ?!
1. საფრანგეთის რევოლუციის მიმდინარეობის პერიოდში (1793 წელს), რევოლუციის მოწინააღმდეგე მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ფრანგები რევოლუციის მომხრეებს – „უნიფხოებს” ეძახდნენ.
იცით თუ არა, რომ?!
1. სანამ საფრანგეთში „მეფე-მზედ” წოდებული ლუი XIV ავიდოდა სამეფო ტახტზე (1643 წელი), მსოფლიო მოდის ერთადერთ დედაქალაქად, ესპანეთის დედაქალაქი – მადრიდი მიიჩნეოდა.
იცით თუ არა, რომ?!
1. ანტიკური ხანის საბერძნეთში მსახიობებს სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით წარდგომა კატეგორიულად ეკრძალებოდათ, რადგან ისინი პროფესიონალ ცრუპენტელებად იყვნენ მიჩნეულნი.
იცით თუ არა, რომ?!
1. XIX საუკუნის საქართველოში მამაკაცისათვის სახეში ხელის დარტყმა დამრტყმელისათვის დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა. მოწინააღმდეგე დამრტყმელს მკერდზე ხელის დარტყმით უნდა დაეჯაბნა.
იცით თუ არა, რომ?!
1. „ქართული დეკადენტური ახალგაზრდობის მონმარტი”. – ასე მოიხსენიებდნენ 1920-იან წლებში „ცისფერყანწელთა” მშობლიურ ქალაქს, საქართველოს განუმეორებელ ქალაქ – ქუთაისს – ინტელექტუალთა წრეებში.
იცით თუ არა, რომ?!
1. ძვ.წ.აღ-ით 500 წლამდე ჩინეთში კანონის ძალით იყო აკრძალული 60 წელს გადაცილებული ადამიანების დაქორწინება.
იცით თუ არა, რომ?!
1. შეზღუდული ფიზიკური მონაცემების მქონე პირთაგან პირველი ადამიანი, ვინაც ინვალიდებისათვის განკუთვნილი ეტლით დაიწყო სარგებლობა, XVI საუკუნეში მოღვაწე ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე – ფილიპე II ჰაბსბურგი იყო.
იცით თუ არა, რომ?!
1. „თუ ღმერთი თქვენს მხარეზეა, რადგან იგი კონსერვატორია, სამაგიეროდ, ეშმაკია ჩემს მხარეზე, რადგან ის კარგი კომუნისტიაო”. – ასე გაეხუმრა ერთხელ სტალინი ჩერჩილს.
იცით თუ არა, რომ?!
1. ბოლო ევროპული ქვეყანა, რომელშიაც ქრისტიანობა იქნა გავრცელებული 1386 წელს, – ლიეტუაა.