Tag Archives: ამონარიდები დავით ასკურავას მოთხრობებიდან…
ამონარიდები დავით ასკურავას რომანიდან – „კვალი მანათობელი”
„კაცნი იმდაგვარად ვართ შექმნილნი, არა ვუწყით დროისა და მდგომარეობის მიხედვით, როგორ მოვიქცევით, მეგობრად დავურჩებით მოყვასს თუ მტრად. მამაზეციერმა არა სრულქმნა მისი შექმნილი. ამიტომ მეგობარიც მტრად გვექცევა ხოლმე”.
ამონარიდები დავით ასკურავას რომანიდან – „კვალი მანათობელი”
„თუკი ადამიანი თავისი ღვაწლით სუფრის თავში იმსახურებს ჯდომას, რატომ უნდა დავსვათ იგი უჩინო ადგილას?”
ამონარიდები დავით ასკურავას რომანიდან – „კვალი მანათობელი”
„მეხუთე მცნება გვარიგებს, – არა კაც ჰკლა! ჩვენ დიდებულად შევისმინეთ რა ეს მოძღვრება, თუ ჯოხითა და ხმლით ვერ ვახერხებთ მოძმის მოკვდინებას, ენით ვაკეთებთ ამას”.
ამონარიდები დავით ასკურავას რომანიდან – „კვალი მანათობელი”
„როცა კაცს სახლი ეწვება, იმის შეკითხვებით კი არ უნდა შეაწუხოთ, როგორ და რა ვითარებაში გაუჩნდა ხანძარი შენობას, არამედ, სხვა რამ ჭურჭელი თუ არა გაქვთ, პეშვით მაინც მიასხათ წყალი ხანძარს”.
ამონარიდები დავით ასკურავას რომანიდან – „კვალი მანათობელი”
„ – სადა ჰყავს, ისედაც სისხლისგან დაცლილ, ჩვენს სამშობლოს სხვა ქვეყნებში დასაფანტი ადამიანები”.
ამონარიდები დავით ასკურავას რომანიდან – „კვალი მანათობელი”
„სანამ ყოველი ქვეყნის ხალხი საკუთარ მიჯნებში არ დამაგრებულა, საშველი არ დაადგება კაცთ ბედნიერებას”.
ამონარიდები დავით ასკურავას რომანიდან – „კვალი მანათობელი”
„იმრუშონ და იმამაძაღლონ დიდკაცებმა, მაგას აიტანს ერის ზნეობა, მთავარია, გლეხის სინდის-ნამუსის საფუძველი არ შეირყეს”.
ამონარიდები დავით ასკურავას მოთხრობებიდან…
„ – ტიტულები და თანამდებობები რომ შველიდეს საქმეს, ვორონცოვს უნდა დაეწერა „მერანი” და არა ნიკოლოზ ბარათაშვილს”. – (ჩქარი მატარებელი)
ამონარიდები დავით ასკურავას მოთხრობიდან – „სინათლე ველზე”
„ყველა ჩვენგანს თავისი სიცოცხლის ხე აქვს, ბიძიკო, იმ დიდსა და განუმეორებელს უნდა ულოლიავოს ადამიანმა, წყალი დაუსხას, ფესვები გაუმაგროს, კვირტების გაშლას უყუროს,
ამონარიდები დავით ასკურავას მოთხრობიდან – „მიწის ქვითინი”
„სოფელი იმისია, ვინც კერიაზე ფუტს არ აქრობს. ვისაც მიწის სურნელიც უყვარს და ოფლის სუნიც არ ეზარება”.