Tag Archives: ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – “ეჟენი გრანდე”
ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „ცეზარ ბიროტო”
„მიაპყარით თვალნი თქვენნი ჯვარცმას, ნუ მოაშორებთ, და იფიქრეთ, რაოდენი დამცირება გადაიტანა ადამიანთა მხსნელმა, რაოდენ სასტიკად ეწამა იგი, და მაშინ შესძლებთ ღვთის მიერ გარდმოვლენილი განსაცდელის გადატანას”…
ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „ოცდაათი წლის ქალი”
„დედის გული ისეთი საუნჯეა, რომლის სიღრმეში შვილი მუდამ ჰპოვებს შეწყნარებას”.
ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „ცეზარ ბიროტო”
„იმ ადამიანებს, ვისი საქმეებიც კარგად მიდის, გარშემო მუდამ შურიანი ადამიანები და მტრები ახვევია!”
ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „ცეზარ ბიროტო”
„ – მე თვითონ საქმიანი ადამიანი ვარ და მესმის, რომ ყველა მოსაზრება უძლურია ერთი უმაღლესი მოსაზრების – ფულის წინაშე!”
ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „ცეზარ ბიროტო”
„ – ბატონო ჩემო, არაფერი კეთდება არაფრისგან და არაფერი კეთდება არაფრისთვის, – ეს არის ერთი ყველაზე უფრო სწორი კანონი ბუნებისა, როგორც ზნეობრივი, ისე ფიზიკური”.
ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „ცეზარ ბიროტო”
„ – უცნაური არ არის, ჩემო ცოლო, რომ ადამიანი კეთილი საქმეებისათვის ყოველთვის ისჯება, ცხადია ამქვეყნად”.
ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „ოცდაათი წლის ქალი”
„ – დამიჯერე, ცოლს ნუ შეირთავ. ეჰ, ლამაზ ცოლს შეირთავ და ბოლოს დაუშნოვდება, ჯანმრთელ ქალს შეირთავ,
ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „გამქრალი ოცნებანი”
„გსურდეს ყველაფერი ნიშნავს ყველასი გემართოს”.
ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „შაგრენის ტყავი”
„ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რარიგ უსაზღვროც უნდა იყოს იგი, არ გვაძლევს მისი გამოყენების ცოდნას. სკიპტრა სათამაშოა ბალღისათვის, ნაჯახია რიშელიეს ხელში, ხოლო ნაპოლეონისათვის დედამიწის ასაწევ ოწინარს წარმოადგენს”.
ამონარიდები ონორე დე ბალზაკის მოთხრობებიდან…
„სიბრალული ისევე ამოატივტივებს ხოლმე უნიჭოებს, როგორც შურიანობა სძირავს დიდ შემოქმედებს”. – (პიერ გრასუ)